სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
დეკემბერი 2018
კითხვა-პასუხი
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ

შინაური მეთოდები

 

  • გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ცალი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი დღეში ერთხელ უნდა შეიზილოთ პრობლემურ კანზე. შეინახეთ მაცივარში. თუ სტრიები ახალია, თითქმის გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.
  • ხილის პილინგ-კრემის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 150 მლ იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე 20 წუთით. ჩამობანისას დაიზილეთ. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
  • აიღეთ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ხორბლის ზეთი. ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
  • აიღეთ 100 გ ახალი ან გაყინული ბაბუაწვერას ფოთოლი, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად - შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ კრემის კონსისტენციის მასა მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ვარგისია 1 კვირა.
  • 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ა ვიტამინი და 10 წვეთი ე ვიტამინი ერთმანეთში აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილია სკრაბის შემდეგ.
  • ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი  ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ, ფაფად აქციეთ და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.
  • 2 აბი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში ან რძეში. სუნის გასაქრობად დაამატეთ რამდენიმე წვეთი  ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი დაიდეთ. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

 



თარიღი : 13-02-2015
ani
1გრამი მუმიო რამდენი კაპსულა ან აბია?
თარიღი : 10-06-2014
ქაქა
Nუშის ზეტი კაია სტრიების საწინამღდეგოდ?ჯერ არმაქვს მაგრამ თავდაცვის მიზნით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვის - 8პლასტირი
ფასი: 44.99
სახსრებისა და კუნთებისთვის -75მლ. ტუბი
ფასი: 41.99
ნერვული ქსოვილის სიჯანსაღისთვის-90აბი
ფასი: 66.99
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
იდაყვზე კანის აქერცვლის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც არასწორი მოვლა, ისე კანისა და შინაგანი ორგანოების დაავადებები:
ტერფებზე კანის ასეთი მდგომარეობა ნერვულ გადაძაბვაზე, В და А ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობაზე მეტყველებს.
ფრჩხილებზე თეთრი წერტილები ორგანიზმში თუთიის ან კალციუმის დეფიციტზე მიუთითებს. ეს პრობლემა
თუ ტუჩები გიშრებათ და გისკდებათ, აუცილებელია გამოირიცხოს ანემია, შესაძლოა მიზეზი B2 ვიტამინის
წითელი ნეკერჩხლის ფოთლები შეიცავს საოცარ ნაერთს, რომელსაც გააჩნია კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
21-ე საუკუნის სენი ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის გამძაფრებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ.
24 ივლისი 2018
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
13 ივნისი 2017
შფოთვის შეტევა, უეცარი გამოვლინების გამო, „მკურნალობას“ ძნელად ექვემდებარება. ამ დროს ადამიანი კარგავს საკუთარ სხეულზე
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ
აბუსალათინის ზეთი საფაღარათო საშუალებებს მიეკუთვნება. საფაღარათო ეფექტი, როგორც წესი, ვითარდება
თუ ერთ ჩაის კოვზ თაფლს ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურის ნადგომ წყალში გახსნით და უზმოზე რეგულარულად დალევთ,