როგორ უნდა განვასხვაოთ მუნის, ტილისა და ალერგიული გამონაყარი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა განვასხვაოთ მუნის, ტილისა და ალერგიული გამონაყარი?

- კანის არაინფექციური წარმოშობის გამონაყარზეც შევჩერდეთ. ის შესაძლოა იყოს მუნისა, ტილისა, ალერგიული. როგორ განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისგან?

- მუნი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ტკიპა იწვევს. დედალი ტკიპები იჭრებიან კანის ზედაპირულ, რქოვან შრეში, სავალ გზებს იკეთებენ და ქავილსა და გამონაყარს იწვევენ. ქავილის გამო კანზე ნაკაწრები ჩნდება. ძლიერი ქავილისას კანი შესამჩნევად ზიანდება. თუ ამას ინფექციაც დაერთო, წარმოიქმნება ჩირქოვანი ბუშტუკები და ქერქები.

ასეთი რამ უფრო ხშირია ბავშვებში, რაც, როგორც აღვნიშნეთ, მეორეული ინფექციის შედეგია. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტით, მისი პირადი ნივთების, თეთრეულის, ტანისამოსის მეშვეობით. ქავილი განსაკუთრებით საღამო ხანს და ღამით ძლიერდება. კანზე შეიმჩნევა წვრილი, ქინძისთავისოდენა ბუშტუკები და კვანძები, მუნის პატარა სავალები.

ლოკალიზაცია საკმაოდ დამახასიათებელია - უწინარესად ზიანდება ზედა და ქვედა კიდურების მომხრელი ზედაპირები, სხეულის გვერდითი ზედაპირები და მუცელი, თითებს შორის არსებული არეები, შორსწასულ შემთხვევებში - იდაყვების არე. მუნისმიერი სავალები ჭუჭყისფერ-მონაცრისფრო ზიგზაგისებრი, წვრილი, მოკლე ხაზებია, რომლებიც ნაკაწრებს მოგვაგონებს. ზოგჯერ ისინი ცალკეული მოშავო წერტილებისა და მათგან გამომავალი ხაზებისგან შედგება. სავალები უმეტესად ხელის თითებს შორის, თითების გვერდით, ურთიერთშემხებ ზედაპირებზე, ხელისგულებზე, ფეხისგულებზე, ტერფის შიგნითა კიდეზე ჩნდება.

მკურნალობის გარეშე მუნი შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს. პედიკულოზი იგივე დატილიანებაა. არსებობს ადამიანის სამგვარი ტილი - თავისა, ტანსაცმლისა და ბოქვენისა. თავის დატილიანება ქალებსა და ბავშვებში უფრო ხშირია. ტილი უმთავრესად კეფისა და საფეთქლის არეებში იბუდებს, ამიტომაც ქავილი და კანის გაწითლება ყველაზე მეტად სწორედ ამ მიდამოებში აღინიშნება. თმაზე მჭიდროდ არის მიკრული ტილის კვერცხები - წილები. ტანსაცმლის ტილი ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და კანზე მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად გადადის, ამიტომ ქავილი და ნაკაწრები უფრო ხშირია იმ უბნებში, სადაც ტანსაცმელი ყველაზე მჭიდროდ ეხება კანს: კისერზე, წელის არეში. ხანგრძლივი დატილიანებისას კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფერდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს, თუმცა ამ დროს ის ძალზე გადამდებია.

- როგორ მოვიშოროთ კანის პარაზიტები?

- მუნისა და ტილის საწინააღმდეგო უამრავი საშუალება, უამრავი ძველი თუ ახალი თაობის პრეპარატი არსებობს, მაგრამ თვითმკურნალობას ნუ მოჰყვებით, წამლის შესარჩევად ექიმს, დერმატოლოგს მიმართეთ. შინაური საშუალებების ხმარებას არ გირჩევთ, რადგან თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა კანის ძლიერი ანთება, მოწამვლა, ალერგია გამოიწვიოს.

დასასრულ კი, რა უხერხულიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: დაიცავით პირადი ჰიგიენა, ზოგადი სანიტარიული წესები, პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვები საკუთარი თავისა და ნივთების მოვლას - ამით თქვენც და თქვენი პატარებიც მრავალ ინფექციურ თუ პარაზიტულ დაავადებას აიცილებთ თავიდან.