პრურიგოს დროს ადამიანს ქავილის გახსენებაზეც კი ეწყება ქავილის პაროქსიზმი, რომელიც უცხრება მხოლოდ ენერგიული, სისხლმდენი მოფხანის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრურიგოს დროს ადამიანს ქავილის გახსენებაზეც კი ეწყება ქავილის პაროქსიზმი, რომელიც უცხრება მხოლოდ ენერგიული, სისხლმდენი მოფხანის შემდეგ

როგორ ხდება კანის ქავილის დროს დიაგნოსტიკა და დაავადებათა დიფერენცირება?

- მქავანა დერმატოზის დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია ანამნეზის დროული და სწორი შეკრება, ფიზიკალური და ლაბორატორიული კვლევები: გამონაყარის დათვალიერება ექიმის მიერ, საჭიროების შემთხვევაში - დერმატოსკოპითაც. კანის ანაფხეკის ციტოლოგიური კვლევა კანის ავთვისებიან დაავადებაზე ეჭვის დროს ტარდება.

კანის მიკოზზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა კანის დათვალიერება სიბნელეში ვუდის ნათურით (შესაძლოა ჩატარდეს კანის ანაფხეკის მიკროსკოპიული გამოკვლევაც კალიუმის ჰიდროქსიდით). კანის მეორეული ინფიცირებისას საჭიროა ბაქტერიოლოგიური და ბაქტერიოსკოპიული ანალიზი.

დემოდეკოზზე ეჭვისას ინიშნება დემოდექსზე კანისა და წამწამების ლაბორატორიული კვლევა.

ორსულთა ქავილის დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას.

ნაკაწრები, რომლებიც ფხანის შედეგად ჩნდება, შესაძლოა დაინფიცირდეს. ნაფხანი და ნაჭდევები დაფარულია ოქროსფერი ქერქით და წითელი გარსით. სისხლში მომატებულია ნაღვლის მჟავების რაოდენობა. შესაძლოა მოიმატოს ტუტე ფოსფატაზის აქტივობამ, ალანინამინოტრანსფერაზისა და ბილირუბინის შემცველობამ შრატში (სიყვითლე, ჩვეულებრივ, გამოხატული არ არის).

კანის ბიოფსია ამ დროს არაინფორმაციულია. ორსულთა ქავილის დიაგნოსტიკისას უნდა გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზები: შაქრიანი დიაბეტი, ჭიებით ინვაზია, მედიკამენტებზე ან საკვებზე ალერგიული რეაქცია და სხვა.

პარაონკოლოგიურ დერმატოზზე ეჭვის შემთხვევაში პაციენტი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ონკოლოგიურ გამოკვლევაზე.

ატოპიური დერმატიტის ქავილით მიმდინარე კანის სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებისთვის საჭიროა სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების განსაზღვრა. უნდა დადგინდეს, რომელი საყოფაცხოვრებო, კვებითი, მცენარეული თუ ბაქტერიული ანტიგენი იწვევს კონკრეტულ პირთან ალერგიულ რეაქციას.

- როგორია ქავილის ხასიათი და ინტენსივობა კანის სხვადასხვა პათოლოგიის დროს?

- კანის პარაზიტული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ქავილი უმთავრესად ღამით. ესაა მისი ერთგვარი განმასხვავებელი ნიშანი კანის სხვა დაავადებებისგან.

კანის მიკოზების დროს ქავილი ასევე შემაწუხებელია, მაგრამ სხვაგვარი პერიოდულობა ახასიათებს. ქავილს თან ახლავს წვა, კანზე ნაპობების გაჩენისას ან ინფიცირებისას - ტკივილიც.

ტკივილი ახასიათებს პრურიგოსაც. პრურიგოს დროს პაციენტები უჩივიან კანის შეტევით შემაწუხებელ ქავილს, უძილობას, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნებას. ხშირად ქავილი იმდენად მტანჯველია, რომ პაციენტები თავს ვეღარ იკავებენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კი იქავებენ კანს.

დაავადებული ადამიანი ხდება ასოციალური, გაურბის საზოგადოებას, მუდამ უგუნებოდაა, ქავილის გახსენებაზეც კი ეწყება ქავილის პაროქსიზმი, რომელიც უცხრება მხოლოდ ენერგიული, სისხლმდენი მოფხანის შემდეგ.