კანის რა პრობლემები დაგვიტოვა ზაფხულმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის რა პრობლემები დაგვიტოვა ზაფხულმა

- რა დერმატოლოგიური პრობლემები შეიძლება დაგვიტოვოს ცხელმა ზაფხულმა?

- ზღვიდან ჩამოსული პაციენტები ხშირად მოგვმართავენ ისეთი დაავადებებით, როგორებიც არის ნაირფერი პიტირიაზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია-სოკოვანი დაავადებები, ჰერპესული ინფექციები-ჰერპეს-სიმპლექსი (მარტივი ჰერპესი), ჰერპეს-ზოსტერი.

ბავშვებში იმპეტიგო, ბულოზური იმპეტიგო, კანის პიოდერმული დაზიანება. კანის დისქრომიებიდან - ვიტილიგო და ქლოაზმა.

- ვის, რა პირობებში და რატომ შეიძლება განუვითარდეს კანის სოკოვანი დაავადება?

-სოკოვანი დაავებები უვითარდებათ უფრო მეტად იმ პირებს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლიზმის დარღვევა, ჭარბი წონა, ან ჰიპერჰიდროზი(გაძლიერებული ოფლიანობა) აწუხებთ.

ასევე მათ, ვინც ანტიბიოტიკოთერაპიას იყენებს ხანგრძლივად. მაპროვოცირებელია ბრტყელტერფიანობაც.

რაც შეეხება სხვა მიზეზებს, ნესტიანი გარემო და არასათანადო ჰიგიენური პირობებიც იწვევს სოკოვან დაავადებებს.

სოკოვანი დაავადება შეიძლება ადამიანს ადამიანისგან, ცხოველისგან(კატა,ძაღლი, საქონელი) და ნიადაგიდან გადაედოს.

- როგორ ხდება სოკოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა?

-თავდაპირველად, კლინიკური დათვალიერება და ანამნეზი. შემდეგ ბაქტერიოსკოპული და ბაქტერიოლოგიური ანალიზი, ასევე პაციენტებს ვამოწმებთ ოდის აპარატის ქვეშ.

- როგორ მკურნალობენ კანისა და ფრჩხილის სოკოვან დაავადებებს?

- ზოგადი და ადგილობრივი მკურნალობით.

ზოგადის დროს ვიყენებთ კეტოკონაზოლის ჯგუფის პრეპარატებს.

კეტოკონაზოლი შედის შამპუნების შემადგენლობაში, ასევე არსებობს აბების სახითაც .

ვიყენებთ ფლუკონაზოლის ჯგუფსაც, ნიკოფლს, ნიკოსისტს და სხვ.

ტერბინაფინის ჯგუფს. მაგალითად, ერბინოლი ეფექტურია ნაირფერი პიტირიაზისას.

რაც შეეხება ადგილობრივ მკურნალობას, ვიყენებთ, როგორც ხსნარებს(სტიბერილის, ან ეგზოდერილის ხსნარი), ასევე ანტიმიკოტურ მალამოებს.

- როგორ ავიცილოთ სოკოვანი ინფექციები თავიდან?

- უპირველესად, გაძლიერებულ ოფლიანობას უნდა ვებრძოლოთ, რისი მიზეზიც მრავაგვარია: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპო, ან ჰიპერ ფუნქცია, ვეგეტონერვოზი და სხვ.

აუცილებელია სწორი ჰიგიენა. პროფილაქტიკის მიზნით შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა საშუალება, როგორც კანისთვის, ასევე ფრჩხილისთვის.

ეგისეპტის სპრეი კი ფეხსაცმლის სადენზიფექციოდ.

კანზე ტალკები, ოფლიანობის საწინააღმდეგო ბოროზინის ტალკი.

ფრჩხილებისთვის დამცავი ლაქები, როგორებიცაა ლამიზილის, ბატრაფენის, ლოცერილპრო.

- რა დაავადებაა ნაირფერი პიტირიაზი?

- ნაირფერი პიტირიაზი ძალიან ხშირი დაავადებაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ზღვის შემდეგ სწორედ აღნიშნული დიაგნოზით მოგვმართავენ ხოლმე ყველაზე ხშირად.

ეს არის კერატომიკოზი, ზედაპირული სოკო, რომელსაც საფუარის მსგავსი პათოგენი იწვევს.

კლინიკურად შემდეგნაირად ვლინდება: კანზე ჩნდება რძე ყავისფერი ლაქები აქერცლილი ზედაპირით. ვიტილიგოსგან იმით განსხვავდება, რომ კანი პრიალა ნაცვლად ამქერცლავია.

ვიღებთ ანაფხეკს კანიდან და იმ დღესვე გვაქვს ლაბორატორიული პასუხი.

რაც შეეხება მკურნალობას, ვიყენებთ ანტიმიკოტური და ადგილობრივ ამქერცლავ საშუალებებს.

პაციენტს ინდივიდუალური ჰიგიენის საგნები უნდა ჰქონდეს. მისი თეთრეული კი ხშირად უნდა გამოიხარშოს, ვინაიდან აღნიშნული სოკო თეთრეულში იბუდებს.