7 რჩევა დერმატოლოგისგან, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ფრჩხილის ფსორიაზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 რჩევა დერმატოლოგისგან, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ფრჩხილის ფსორიაზის დროს

დერმატოლოგი ზაზა თელია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რჩევებს გვიზიარებს:

უმეტეს შემთხვევაში ბალთოვანი ფსორიაზის დროს ადამიანებს უვუთარდებათ ფრჩხილის ფსორიაზიც.

ასევე შესაძლებელია პაციენტებს ჰქონდეთ იზოლირებულად ფრჩხილების ფსორიაზი ან ფსორიაზულ ართრიტთან ერთად.

როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ მდგომარეობა ფრჩხილის ფსორიაზის დროს?

სწორი მკურნალობით და ფრჩხილების მოვლის რუტინით შესაძლებელია გავაუმჯობესოთ მდგომარეობა, შევამციროთ ტკივილი.

აუცილებელია ფრჩხილების დაცვა მექანიკური დაზიანებისგან. ამისათვის საჭიროა:

1. ატარეთ მოკლე ფრჩხილები - მოიჭერით კანის დონეზე. ამით მოახდენთ პრევენციას იმისა, რომ ხელის და ფეხის ფრჩხილები არ მოიხსნას/აშრევდეს კანიდან. ასევე მოახდენთ ფრჩხილის ქვეშ ფსორიაზის ელემენტის ხშირად გაჩენის პრევენციას;

2. გამოიყენეთ ხელთათმანები ნებისმიერი მექანიკური სამუშაოს შესრულებისას. აქ იგულისხმება - საოჯახო საქმეები, ეზოს სამუშაოები და სარემონტო სამუშაოები.

სველი სამუშაოს შესრულებისას, მაგალითად ჭურჭლის რეცხვისას ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და შემდეგ მასზე გადაიცვით რეზინის ხელთათმანები (ვინილის ან ნიტრილის ხელთათმანი (vinyl or nitrile glove) და არა ლატექსის)

3. დაიტენიანეთ ხელები - ფსორიაზი აშრობს თქვენს კანს და ფრჩხილებს, ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია დატენიანების რუტინა ყოველი ხელის დაბანის შემდეგ, ასევე ბანაობის შემდეგ დაუყოვნებლივ (1 წუთში).

მალამოს ან კრემის სქელი ფენა ყველაზე ეფექტურად მუშაობს.

4. თავი დაანებეთ კუტიკულების დაზიანებას.

კუტიკულების ჭრა ან მოშორება აზიანებს კანს და შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის განვითარება.

ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებში კანის დაზიანების ან კანის ინფექციის შემთხვევაში შესაძლოა ფსორიაზი გამწვავდეს. ამას კობნერის პენომენი ეწოდება (Koebner phenomenon).

5. თავიდან აირიდეთ ფრჩხილების "მოკვნეტა", ასევე ფრჩხილების გარშემო კანის "კვნეტა"

6. არ შეიძლება ფრჩხილის ქვეშ განვითარებული ფსორიაზული დაზიანების მექანიკური მოშორება. ამით მდგომარეობა უფრო გაუარესდება

7. არ გამოიყენო ხელოვნური ფრჩხილები. ასევე არ გამოიყენო ფრჩხილის გელ-ლაქი (შილაკი). ხელოვნური ფრჩხილის გამოყენებით შესაძლოა მოხდეს ფრჩხილის აშრევება კანიდან, რაც ისედაც ხშირ პრობლემას წარმოადგენს ფრჩხილების ფსორიაზის დროს.

ფრჩხილის ლაქის გამოყენება დასაშვებია, ფრჩხილის ნაზი გაქლიბვა დასაშვებია.

MD Zaza Telia

დავით თელიას კლინიკა - მტკიცებითი მედიცინის ცენტრი