ხელების გულდასმით დაბანა და ფრჩხილების დამუშავება იოდის 2%-იანი ხსნარით ინფექციის საპროფილაქტიკოდ - ზაფხული და პიოდერმია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელების გულდასმით დაბანა და ფრჩხილების დამუშავება იოდის 2%-იანი ხსნარით ინფექციის საპროფილაქტიკოდ - ზაფხული და პიოდერმია

- ქალბატონო ელისო, ზაფხულის სეზონის კლიმატური თავისებურებების გამო კანის რომელი პათოლოგიების გამოვლენას უნდა ველოდოთ?

- ზაფხულში განსაკუთრებით ხშირია მწერების ნაკბენები, რომელთაც ახასიათებს ქავილი. კლიმატური ფაქტორების გამო ქავილით დაზიანებულ კანში ინფექციის შეჭრის შესაძლებლობაც იზრდება. შეიძლება გახშირდეს პიოდერმია - პიოკოკებით, სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით გამოწვეული კანის ჩირქოვან-ანთებითი დაავადება.

- რამდენადაა გამოხატული ამ დროს კანის დაზიანება?

- გაურთულებელი პიოდერმიისას კანის დაზიანება არ არის ღრმა და გამოჯანმრთელების შემდეგ კანის საფარველი სრულად აღდგება, მაგრამ თუ პიოდერმია კანის ღრმა შრეებს მოიცავს, შეიძლება დარჩეს ნაწიბუროვანი და პიგმენტური ცვლილებები.

- თქვენ უკვე ახსენით ზაფხულში პიოდერმიის განვითარების მიზეზები, რა არის ამ პრობლემის გამომწვევი რისკფაქტორები წელიწადის ცხელ სეზონზე?

- ადამიანის კანზე მუდმივად არის დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები, რომელთაგან ზოგი კანის ნორმალურ, ზოგი კი საპროფიტულ და ტრანზიტორულ მიკროფლორას წარმოადგენს. კანის დამცველობითი ფუნქციის დაქვეითებისას მათი მოქმედებით შეიძლება პიოდერმია განვითარდეს. მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის შედეგად გამოიყოფა ფერმენტები - ენდო და ეგზოტოქსინები, რაც იწვევს ადგილობრივ რეაქციას პიოდერმიის სახით.

მიკროტრავმები, სტრესული სიტუაციები, გადახურება ან გადაცივება კანის დამცველობითი ფუნქციის დამაქვეითებელი ფაქტორებია და ზრდის პიოდერმიის განვითარების შესაძლებლობას.

- როგორ შეიძლება გამოვლინდეს პიოდერმია?

- დაზიანების სიღრმისა და სიმძიმის მიხედვით პიოდერმია შეიძლება იყოს ზედაპირული, კანის ოსტეოფოლიკულიტებითა და სიკოზით გამოვლენილი, ყველაზე ხშირადაა სტაფილოდერმია. ზედაპირული სტრეპტოდერმია და შერეული პიოდერმია ვლინდება ვულგარული იმპეტიგოს სახით. ღრმა სტაფილოდერმია კი - ღრმა ფოლიკულიტებით, ჰიდრადენიტებით, ფურუნკულოზითა და კარბუნკულოზით.

- როგორ გავუმკლავდეთ პიოდერმიას?

- პიოდერმიის მკურნალობა უნდა მართოს დერმატოლოგმა. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კი აუცილებელია ხელების გულდასმით დაბანა და ფრჩხილების დამუშავება იოდის 2%-იანი ხსნარით.

კვება უნდა იყოს დაბალანსებული და მენიუდან გამოირიცხოს ალკოჰოლი, მარილიანი საკვები და მარტივი ნახშირწყლები.

პიოდერმიის მედიკამენტური მკურნალობა საჭიროა ანტიბაქტერიული პრეპარატებით. ანტიბიოტიკის დანიშვნამდე ტარდება გამონაყოფის ან ანაფხეკის ბაქტერიოლოგიური დათესვა, განისაზღვრება გამომწვევი და მისი მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ.

აქტიური სპეციფიკური იმუნოთერაპია ანტიბიოტიკოთერაპიასა და ადგილობრივად, მალამოებით მკურნალობასთან ერთად კარგ შედეგებს იძლევა.

- რამდენად შესაძლებელია პიოდერმიის პროფილაქტიკა?

- პროფილატიკა გულისხმობს პირადი ჰიგიენის წესების დაცვას. ჭრილობების ინფიცირების გამოსარიცხად საჭიროა ნაკაწრების, ნაფხანების, ტრავმებისა და მიკროტრავმების დროული დამუშავება.