ხილ-ბოსტნეულის სალათის რეცეპტი მათთვის, ვისაც ფსორიაზი აწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხილ-ბოსტნეულის სალათის რეცეპტი მათთვის, ვისაც ფსორიაზი აწუხებთ

ხილ-ბოსტნეულის დიეტა ფსორიაზიანი ავადმყოფისთვის

პირველი საუზმე: 200გ ასკილის ცხელი ნახარში, უმი კომბოსტოს, სტაფილოსა და ვაშლის სალათა, შეზავებული 10 გ მცენარეული ზეთით.

მეორე საუზმე: ბოსტნეულის პიურე, 100 მლ ხილის წვენი.

სადილი: 250 გ ბოსტნეულის სუპი, ბოსტნეულის სალათა, შეზავებული 10 გ არაჟნით ან მცენარეული ზეთით, 100 გ ნიგოზი.

სამხარი: გახეხილი სტაფილო ან ჭარხალი, ასკილის ნახარში.

ვახშამი: ვინეგრეტი, შეზავებული 10 გ ზეთით, 200 მლ ჩირის კომპოტი ან ხილის წვენი, 100 გ დაღერღილი მარცვლეულის უმარილო პური, შაქარი ან ქსილიტი - დღეში 30 გ.

ხორცი და თევზი სასურველია მოხარშული მიირთვათ, მაგრამ ერიდეთ ხორცისა და თევზის ნახარშს. კარგი იქნება, თუ რაციონში უხვად ჩართავთ C და P ვიტამინების შემცველ საკვებსა და სასმელს (მაგალითად, ასკილის, ქაცვის, ასფურცელას ნახარშს). უნდა გაიზარდოს კალიუმის ოდენობაც. კალციუმის ოდენობა იზრდება რძის ნაწარმის ხარჯზე.

აკრძალულია ყოველგვარი ალკოჰოლიანი სასმელი (ლუდი, ღვინო, არაყი). გთავაზობთ რამდენიმე კერძის რეცეპტს, რომლებიც ფსორიაზიანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა:

სტაფილოს სალათა

საჭიროა: 80 გ სტაფილო, 3 გ ნიორი, 10 გ მაიონეზი.

ქორფა სტაფილო წვრილად გახეხეთ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მაიონეზი და კარგად აურიეთ.

ვაშლის სალათა

საჭიროა: 2 ცალი ვაშლი, 1 ჩ/კ გახეხილი პირშუშხა, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ დაკეპილი კამა, 4 ს/კ თხელი საწებელი, მარილი - გემოვნებით.

ერთმანეთში აურიეთ წვრილად დაჭრილი ვაშლი, მსხვილად გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი, შეაზავეთ პირშუშხათი და მარილით, მოასხით საწებელი და მოაყარეთ კამა.

ნაღების კარაქი ჭინჭრით

საჭიროა: 500 გ ნაღების კარაქი, 65 გ ხორცსაკეპში გატარებული ჭინჭრისა და სამყურას ფოთოლი, 35 გ გახეხილი პირშუშხა.

აურიეთ ერთმანეთში ჭინჭარი, სამყურა და პირშუშხა, დაამატეთ კარაქი. ეს ნარევი წაისვით პურზე ან მოასხით ბურღულის ფაფას.

ჭარხალი პირშუშხათი

მოხარშული ჭარხალი გახეხეთ მსხვილად, შეაზავეთ პირშუშხათი და მოასხით არაჟანი. გემოვნებისამებრ შეკაზმეთ მარილითა და შაქრით.

შვრიის წვნიანი

საჭიროა: 30 გ შვრია, 350 მლ წყალი, 10 გ ნაღების კარაქი, 150 მლ რძე, 2 გ შაქარი, 1/4 კვერცხი.

გარეცხეთ შვრია, დაასხით ადუღებული წყალი და მოხარშვამდე ადუღეთ. გადაწურეთ, მარცვალი გასრისეთ საწურზე და თავისსავე ნახარშში ჩააბრუნეთ. დაამატეთ ცხელი რძე. წამოადუღეთ და ქურიდან გადმოდგით. კვერცხი ათქვიფეთ და ჩაასხით ცხელ სუპში. შეაზავეთ მარილით, შაქრითა და კარაქით.