ჰირსუტიზმი - როდის და როგორ ისმევა ჭარბთმიანობის დიაგნოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰირსუტიზმი - როდის და როგორ ისმევა ჭარბთმიანობის დიაგნოზი

- ქალბატონო ესმა, რა ითვლება ჭარბთმიანობად და როგორ ვლინდება იგი?

- პირველად განვმარტოთ ჰირსუტიზმი. ჰირსუტიზმი, როგორც სამედიცინო პრობლემა, უპირატესად ქალებთან დომინირებს და განისაზღვრება ტერმინალურ, მამაკაცური ტიპის გათმიანებად სხეულის იმ ზონებზე, სადაც ფიზიოლოგიურად არ უნდა იყოს ტერმინალური („ანდროგენდამოკიდებული“) თმა.

მინდა აღვნიშნო, რომ ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს მამაკაცებთანაც. თუმცა მამაკაცებთან ტერმინალური თმის განვითარების ფიზიოლოგიური (გენდერული) ვარიაბელობის გამო მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია.

ჰირსუტიზმი გვხვდება აგრეთვე პრეპუბერტატული ასაკის ბავშვებთან, რაც ნაადრევი სქესობრივი მომწიფებისა და სერიოზული დაავადების მაჩვენებელიც კი შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე მხოლოდ ქალებთან განვითარებულ ჰირსუტიზმზე ვისაუბრებთ.

საზოგადოდ, ნებისმიერი ტიპის გათმიანება, უპირველესად, ფასდება ფიზიკური დათვალიერებით ანუ ინსპექციით.

ვაფასებთ:

1) თმის სტრუქტურას;

2) გათმიანების ლოკალიზაციას.

ბალნისგან განსხვავებით, ტერმინალურ თმას 3 ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, ესენია: სიუხეშე, პიგმენტაცია და სიუხვე (ტალღისებურობა).

გათმიანების ლოკალიზაციის შესაფასებლად კი ფართოდ გამოიყენება „Ferriman-Gallwey“-ს სკალა, რომლის მიხედვითაც ფასდება ქალის სხეულის 11 ზონა:

1. ზედა ტუჩი;

2. ნიკაპი;

3. მკერდი;

4. წვივები;

5. ბარძაყები;

6. მხრები;

7. წინამხრები;

8. ზურგის ზედა ნაწილი;

9. ზურგის ქვედა ნაწილი - წელის მიდამო;

10. მუცლის ზედა მხარე;

11. მუცლის ქედა მხარე.

„Ferriman-Gallwey“-ს სკალა

თითოეული ზონა ფასდება 4-ქულიანი სისტემით, ნულიდან (არ არის ტერმინალური გათმიანება) ოთხამდე (აშკარა ვირილიზაცია). ქულათა რაოდენობა 8-15-ის ფარგლებში ითვლება მსუბუქ ჰირსუტიზმად, 15-ზე მეტი კი საშუალო ან მძიმე ხარისხის გათმიანების მაჩვენებელია.

ამ სკალის ფართოდ გავრცელების მიუხედავად, ის მაინც შეფასების სუბიექტური მეთოდია, რომელიც არ ითვალისწინებს თმიანობის შეფასებას ანდროგენულ ზონებში. შესაბამისად, ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს, ჰირსუტიზმი ინდივიდუალურად, პაციენტის ემოციური დამოკიდებულების გათვალისწინებით შეფასდეს - რამდენად აწუხებს მას გათმიანება და რამდენად მოქმედებს ეს მის სოციალურ აქტივობაზე - ე.წ. “პატიენტ-იმპორტანტ ჰირსუტისმ”.

გათმიანების შეფასების კიდევ ერთი თავისებურება ეთნიკურობაა. თუ „Ferriman-Gallwey“-ს სკალით 8 ქულაზე დაბალი მაჩვენებელი ნორმად ითვლება, ამავე სკალით თურქეთისთვის ეთნიკურ ნორმად მიღებულია - 11, ხოლო ტაილანდისთვის - 3. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს მსგავსი ეთნიკური ნორმა.

- რამდენად ხშირია ეს პრობლემა გოგონებთან?

- ჰირსუტიზმი შესაძლოა განვითარდეს ქალის ნებისმიერ ასაკში და არა მხოლოდ გოგონებთან. მისი განვითარების ასაკი ძირითადად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზებზე. გოგონათა პუბერტაციის ასაკში უმეტესად არანეოპლასტიკური ჰირსუტიზმი (პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი, იდიოპათიური ჰირსუტიზმი და ა.შ.) გამოვლინდება ხოლმე, რომელიც მოზრდილობის პერიოდში უფრო შესამჩნევი ხდება და კლებულობს პოსტმენოპაუზისას, საკვერცხის მიერ ანდროგენმაპროდუცირებელი ფუნქციის დაქვეითების გამო. სწრაფად განვითარებული ჰირსუტიზმი გვხვდება ასაკოვან ქალებთან, რაც უმეტესად ანდროგენმაპროდუცირებელი სიმსივნით არის გამოწვეული. მოზრდილ ქალებთან ჰირსუტიზმი შესაძლოა მოჰყვეს გასუქებას და ასევე ორალური კონტრაცეპტივების მიღების შეწყვეტას.

სამწუხაროდ, საქართველოს სტატისტიკურ მონაცემებს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში მისი გავრცელების სიხშირე დაახლოებით 10%-ია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ეთნიკურობას. ჩრდილოევროპელ თეთრკანიან ქალებს მცირე ოდენობით ტერმინალური თმა აქვთ, სამხრეთევროპელი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ქალებისგან განსხვავებით, სადაც უხვად არის გამოხატული ტერმინალური ტიპის თმა. ამიტომ, ყველა ზემოხსენებული მაჩვენებლის გათვალისწინებით, ჰირსუტიზმი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

წაიკითხეთ სრულად