კუნთებიდან რძის მჟავას გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის ცხელი აბაზანა - რატომ გვტკივა კუნთები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუნთებიდან რძის მჟავას გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის ცხელი აბაზანა - რატომ გვტკივა კუნთები

სამწუხაროდ, სპორტდარბაზით სარგებლობის საშუალება ყველას არ აქვს, ბევრი ვერც შინ ვარჯიშობს. ასეთ დროს უეცარმა ფიზიკურმა დატვირთვამ კუნთების ტკივილი იცის. გასათვალისწინებელია, რომ იშვიათი ვარჯიში არც ჩვენს კუნთოვან სისტემას წაადგება და მხოლოდ უსიამოვნო შეგრძნებას მოგვგვრის.

კუნთების ტკივილმა ვარჯიშზე ხელი რომ არ აგვაღებინოს, უნდა ვიცოდეთ მისი თავიდან აცილების გზები.

კუნთების ტკივილის მიზეზები

როგორც წესი, კუნთების ტკივილი სათანადო მომზადების გარეშე ინტენსიური ვარჯიშისას ჩნდება. ტკივილის მიზეზია ე.წ. რძის მჟავა, რომელსაც ორგანიზმი ტოქსინად ან უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის. ფიზიკური დატვირთვა დიდ ენერგიას ითხოვს, ორგანიზმი ამ ენერგიის მისაღებად იყენებს გლუკოზას - მისი დაშლის პროცესში ნაკლებად მონაწილეობს ჟანგბადი და საბოლოოდ, რძის მჟავას იონი - ლაქტატი მიიღება. ეს უკანასკნელი კუნთებში გროვდება და ვერ გამოდის იქიდან. ვარჯიშის ბოლოს რძის მჟავას დონე მაქსიმალურია და იწვევს კუნთების ტკივილს, დასვენების დროს კი მცირდება, მაგრამ პირვანდელ დონემდე დასვლას დრო სჭირდება, ამიტომ ტკივილი არ ქრება.

კუნთების ტკივილის მიზეზია ასევე ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთოვანი ქსოვილის ბოჭკოების მიკროტრავმები. მართალია, ეს მიკროტრავმები სწრაფად ხორცდება, ორგანიზმში ცილების სათანადო რაოდენობის შემთხვევაში განსაკუთრებით, მაგრამ პროცესი მაინც ტკივილით მიმდინარეობს. ამგვარი დაზიანებების არიდება თითქმის შეუძლებელია, რადგან ფიზიკური დატვირთვისას კუნთები იჭიმება და მათი მოცულობა იზრდება, კუნთოვანი ქსოვილის არასათანადო ელასტიკურობა კი კუნთებს აზიანებს.

კუნთების ტკივილის თავიდან აცილება

ვარჯიშის შედეგად განვითარებული კუნთების ტკივილის მოსახსნელად რამდენიმე ეფექტური საშუალება არსებობს.

უმთავრესი წყლის პროცედურებია. კუნთებიდან რძის მჟავას გამოდევნის საუკეთესო საშუალებაა ზღვის მარილის ცხელი აბაზანა. მაღალი ტემპერატურის გავლენით რძემჟავა გაცილებით სწრაფად დატოვებს კუნთებს, რადგან ამ დროს კუნთები დუნდება და მცირდება. რაც უფრო მაღალია წყლის ტემპერატურა, მით ეფექტურია პროცედურა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ცხელი აბაზანის მიღება უკუნაჩვენებია მაღალი წნევის მქონეთათვის. გარდა ამისა, აბაზანის მიღება კატეგორიულად იკრძალება ვარჯიშის დასრულებისთანავე, რაც შესაძლოა ინსულტის ან ინფარქტის განვითარების მიზეზი გახდეს.

ფიზიკური დატვირთვით გამოწვეული კუნთების ტკივილის მოხსნის კიდევ ერთი შედეგიანი საშუალებაა მასაჟი. მასაჟი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კუნთები დუნდება, რძის მჟავა გამოიდევნება და კუნთოვანი ბოჭკოების მიკროტრავმები ხორცდება. გარდა ამისა, მასაჟი კუნთებსა და კანს უფრო მკვრივსა და ელასტიკურს ხდის.

მასაჟი შეიძლება დამოუკიდებლადაც და მასაჟისტის დახმარებითაც. მასაჟის ეფექტის გაზრდა შეიძლება სამკურნალო თვისებების მქონე არომატული ეთერზეთებით.

მართალია, კუნთების ტკივილს ფიზიკური დატვირთვა იწვევს, მაგრამ მისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება რეგულარული ვარჯიშია. არ დაელოდოთ ტკივილის გავლას, ვარჯიში განაახლეთ მეორე დღესვე, მაგრამ დამზოგველი ვარჯიშებით (უბრალო, მოთელვითი). ასე კუნთებში დაგროვილი რძის მჟავას გამოსვლა დაჩქარდება და ტკივილიც გაქრება.

ივარჯიშეთ რეგულარულად! თანდათანობით შეამჩნევთ, რომ დიდი ფიზიკური დატვირთვის დროსაც აღარ გეტკინებათ კუნთები და ასეთი ვარჯიში სასარგებლო და სისიამოვნო გახდება.