სებორეული ეგზემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სებორეული ეგზემა

ზოგიერთი ავტორი სებორეულ ეგზემას ქრონიკულ სებორეულ დერმატიტს მიაკუთვნებს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სპეციალური მიკროორგანიზმი (მოროკოკი) ან სტრეპტოსტაფილოკოკი იწვევს. სადღეისოდ ეტიოლოგიურ ფაქტორებს (ანუ გამომწვევ მიზეზებს) შორის დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პიოკოკებს (ერთგვარი მიკროორგანიზმებია), განსაკუთრებით - ოვალურ პიტიროსპორუმს. ანტიგენის როლში შესაძლოა მოგვევლინოს კანდიდას ტიპის სოკო და სტაფილოკოკიც. არსებობს მოსაზრება, რომ სებორეული ეგზემის როგორც ტერმინისა და დიაგნოზის ნაცვლად გაცილებით მართებული იქნება ქრონიკული დიფუზური სტრეპტოდერმიის გამოყენება, თუმცა სპეციალისტთა ნაწილს მიაჩნია, რომ სებორეული ეგზემა როგორც დიაგნოზი უფრო ზუსტად ასახავს პათოლოგიური პროცესის არსსა და მორფოლოგიას და რომ მიკრობული ინფექცია პაციენტთა ამ კატეგორიაში მხოლოდ ანტიგენის როლს ასრულებს. უეჭველია, რომ ნეიროენდოკრინული სისტემის დარღვევებს და ორგანიზმის რეაქტიულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების პათოგენეზში (წარმოშობისა და განვითარების პროცესში). აღსანიშნავია ისიც, რომ სებორეულ ეგზემას კავშირი აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ დაავადებებთან, ჰაიმორიტთან, კონიუნქტივიტთან (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება), რინიტთან (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება), ნევროლოგიურ დარღვევებთან.

რა ახასიათებს სებორეულ ეგზემას

ამ დაავადების დროს თავის თმიანი უბნების კანი გამომშრალი და ჰიპერემიულია ანუ ადგილობრივი სისხლმეტობა ახასიათებს. დაფარულია დიდი რაოდენობით ქატოსმაგვარი მორუხო ქერცლით, სეროზული ან სეროზულ-ჩირქოვანი მოყვითალო ფუფხით, რომლის მოცილების შემდეგაც კანზე სველი ზედაპირი რჩება. დაზიანებულ უბნებს აქვს მკვეთრი საზღვრები, თმები მათზე ერთგვარად შეწებებულია. კანის ნაკეცებში შეშუპება, ჰიპერემია, ღრმა მტკივნეული ნახეთქები აღინიშნება, დაზიანებული უბნების პერიფერიულ ნაწილს კი ყვითელი ქერცლი და ქერქი ფარავს. სხეულსა და კიდურებზე მოყვითალო-მოვარდისფრო ლაქები ჩნდება. კლინიკურად სებორეული ეგზემა ერითემულ ფოლაქებს წარმოადგენს (ერითემა სისხლძარღვთა გაფართოების გამო კანის სიწითლეა). ეს ფოლაქები უმეტესად წვრილი პაპულების (მშრალი მუწუკების) ან მოყვითალო-მოვარდისფრო მიკრობუშტუკების გაერთიანებით წარმოიქმნება. პერიფერიულად შერწყმის გამო დაზიანების კერები შედარებით გავრცობილ სახეს იძენს. პაციენტები წვასა და ქავილს უჩივიან. ქერქების მოცილებისას, განსაკუთრებით - კანის ნაკეცებში, კანი სველი და ეროზირებული რჩება.

სებორეული ეგზემის მკურნალობა

სებორეული ეგზემის მკურნალობა კომპლექსურია. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანმხლები დაავადების კორექციას, ვიტამინოთერაპიას. პაციენტს უნიშნავენ სედაციურ პრეპარატებს, ანტიჰისტამინურ და მადესენსიბილიზებელ საშუალებებს (რომლებიც აქვეითებენ გამღიზიანებლისადმი ორგანიზმის მომატებულ მგრძნობელობას). დაავადების შედარებით მძიმე ფორმების დროს აუცილებელია გლუკოკორტიკოიდების გამოყენება. დიდი ყურადღება ეთმობა ადგილობრივ თერაპიასაც. თავის თმიანი ნაწილის დასაბანად პაციენტებს 2%-იანი კეტოკონაზოლის შამპუნის (ნიზორალის) გამოყენებას ურჩევენ. ამის შემდეგ კანის დამუშავება უნდა მოხდეს ჰიდროკორტიზონის შემცველი სპეციალური სითხით ან ლოსიონით. საგანგებო დამუშავება და მოვლა სჭირდება სხეულისა და სახის კანსაც. პიოკოკური ფლორის შემოერთების შემთხვევაში მკურნალობის კომპლექსში აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების შემცველი კრემებისა და საცხების ჩართვა. მკურნალობის ტაქტიკას ექიმი-დერმატოლოგი ადგენს პაციენტის მდგომარეობის, დაავადების ფორმისა და მიმდინარეობის შესაბამისად. აუცილებელია ძილისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება, სხვადასხვა სახის ალერგენსა და სტრესფაქტორთან კონტაქტის თავიდან აცილება, რაციონიდან კვერცხის, ნიგოზის, ყავის, შოკოლადის, ციტრუსების, ბულიონების, გაზიანი სასმელების გამორიცხვა. ხალხური საშუალებების გამოყენების ნაცვლად გირჩევთ ჩაიტაროთ ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, აუცილებლად გაითვალისწინოთ და შეასრულოთ მისი რჩევები. როგორც მოგახსენეთ, სებორეული ეგზემა ქრონიკულად მიმდინარე პროცესია და მის პათოგენეზში რამდენიმე მნიშვნელოვანი რგოლია გამოყოფილი. შესაბამისად, მის სამკურნალოდ და რემისიის (დაავადების გამოვლინებათა დროებითი შენელება-შეწყვეტის) მისაღწევად რომელიმე ერთი ხალხური საშუალება არ გამოგადგებათ. აუცილებელია სპეციალისტის მიერ დანიშნული კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.