ზაფხული და კანის სოკოვანი ინფექციები-გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი სერგო დადაშიანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და კანის სოკოვანი ინფექციები-გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი სერგო დადაშიანი

ზოგადად, კანის რა სახის სოკოვანი პათოლოგიები გვხვდება, და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

ადამიანის სხეულის ნებისმიერი ადგილი, კანის ნებისმიერი მონაკვეთი შეიძლება სოკოვანი ინფექციით დაზიანდეს, მათ შორის: თავის თმიანი ნაწილი, სადა კანი, კიდურები, ან თუნდაც შიდა ორგანოები.

რამდენად ხშირია პაციენტთა მომართვიანობა აღნიშნული პრობლემით?

სოკოვანი დაავადებებით ინფიცირება პაციენტთა მომართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია.

სოკოვანი ინფექციები ყველაზე გავრცელებული პათოლოგიების ნაირსახეობაა.

რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ საზღვაო კურორტზე წასვლამდე, ან აუზზე სიარულისას?

აუზზე სიარულისას და საზღვაო სეზონის დაწყებისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ წყლის პროცედურები ნამდვილად აუარესებენ სოკოვანი დაავადების მიმდინარეობას, ამიტომაც თუკი რაიმე პათოლოგია გაგვაჩნია, სჯობს, რომ მანამდე მოვაგვაროთ.

გარდა ამისა, მაგალითად, ტერფის, ან ფრჩხილის სოკო საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველია. დაავადებული ადამიანის აუზზე მისვლა მიზანშეწონილი არ არის, ვინაიდან მან შეიძლება სხვებიც დააინფიციროს.

რაც შეეხება პაციენტებისთვის გაცემულ რეკომენდაციებს, აუცილებელია სტანდარტულად ჰიგიენის დაცვა. ასევე, აუზიდან ამოსვლისას კარგად უნდა გავიმშრალოთ კანი, მათ შორის, თითებს შორის უბანი და აშ.

რამდენად საფრთხის შემცველია კანის სოკოვანი ინფექციისთვის სოლარიუმი?

სოლარიუმის გამოყენება ნამდვილად არ არის კარგი, როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად სოკოვანი დაავადების დროს.

სოლარიუმით სარგებლობისას ადგილობრივი იმუნიტეტი ქვეითდება, რაც ნებისმიერ სოკოვან დაავადებას უფრო აგრესიულ ხასიათს სძენს. ინფექცია უფრო ვრცელდება და დაზიანებული უბნის ფართობიც მატულობს.

რამდენად არის დამოკიდებული სოკოვანი ინფექციით დასნებოვნება იმუნიტეტზე და ზოგადად ადამიანის ორგანიზმზე?

როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება, ასევე კანის სოკოვანი ინფექციაც დამოკიდებულია ადამიანის იმუნურ სტატუსზე, თუმცა საუბარია ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითებაზე.

რაც შეეხება სერიოზულ იმუნოდეფიციტურ დაავადებებს, მაგალითად შიდსს, ან ონკოლოგიურ დაავადებას, რა თქმა უნდა, ინფიცირების რისკი მატულობს.

mkurnali.ge

როგორ უნდა ამოვიცნოთ მარტივად, რომ კანზე არსებული ლაქა სოკოვანი ინფექციის მანიშნებელია?

დერმატოლოგია მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული დარგია. ასე რომ, მარტივად ამოსაცნობი ნამდვილად არ არის, თუმცა სოკოვანი გამონაყრის უმრავლესობას გააჩნია გარკვეული საერთო მახასიათებლები, როგორებიცაა: ანთებითი ქობა გამონაყრის ირგვლივ, აქერცვლა და მკაფიოდ შემოფარგული ელემენტები, რომლებიც გამრავლებისკენ არიან მიდრეკილნი.

გარუჯვის შემდეგ თეთრი ლაქები შესაძლებელია თუ არა სოკოვან დაავადებაზე მიგვანიშნებდეს?

რაც შეეხება გარუჯვისას თეთრი ლაქების გაჩენას, ეს შეიძლება იყოს ნაირფერი პიტირიაზი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგია.

თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს თეთრი ლაქები შეიძლება იყოს ვიტილიგოს გამოვლინება, რომელიც რადიკალურად განსხვავებული დაავადებაა და მკურნალობის სრულიად სხვა მეთოდს საჭიროებს.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს კანის სოკოვანმა ინფექციამ, თუ არ ვუმკურნალებთ მას დროულად?

მკურნალობის გარეშე დარჩენილმა სოკოვანმა ინფექციამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, რაც კანის ზედაპირზე არსებული სოკოვანი ფლორის შედეგად ყალიბდება.

კანის დაზიანება, ქავილი, მეორადი ინფექცია და აშ. - ეს ყველაფერი უყურადღებოდ დატოვებული სოკოვანი ინფექციების შედეგია.

კანზე არსებულ სოკოვან ლაქებს სოკოს საწინააღმდეგო მალამოები ალაგებს, თუმცა ინფექციამ კვლავ შეიძლება განაგრძოს ორგანიზმში არსებობა, რადენად მნიშვნელოვანია სამკურნალო მალამოებთან ერთად მედიკამენტური მკურნალობა?

მკურნალობა მხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით ნაკლებად ეფექტიანია. არსებობს სოკოვანი პათოლოგიები, რომელთა დროსაც ლოკალური მალამოები საკმარისია, თუმცა გაიდლაინით ინფექციათა უმრავლესობა საჭიროებს სოკოს საწინააღმდეგო ზოგადი მოქმედების მედიკამენტებით მკურნალობას.