როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი პათოლოგიები - ექიმის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავიცილოთ თავიდან სოკოვანი პათოლოგიები - ექიმის რჩევები

- პაციენტები სოკოვან დაავადებებს ხშირად ზაფხულის მზესა და ზღვის პირას ყოფნას, ან აუზს უკავშირებენ. როგორი პერიოდია ზაფხული კანის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისა და მათი გამოვლენის თვალსაზრისით?

- ზაფხული მართლაც ეხმარება კანის სოკოვანი დაავადების გავრცელებას. მოგეხსენებათ, წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია მზის სხივების ზემოქმედება, აღნიშნულს ემატება ხშირი გარუჯვა, ჭარბი ოფლიანობა, გარემოს მომატებული ტემპერატურა.

ეს ყოველივე განაპირობებს სოკოვანი დაავადების გავრცელებას. უშუალოდ სოკო კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადვილად ხვდება შეზლონგებიდან, აუზში, საშხაპეებში. არ შეიძლება გარე ფაქტორებთან ერთად არ აღვნიშნოთ ორგანიზმის თავისებურებებიც – ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობა სტეროიდული ჰორმონებითა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარეტებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს სოლარიუმიც, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება ხდება.

ზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებისას ხშირად ვითარდება ნაირფერი პიტირიაზი – კანის სოკოვანი დაავადება, რომელიც ხასიათდება სხეულზე ლაქოვანი ელემენტების არსებობით. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი, ყავისფერი, მოგვიანებით კი თეთრი. დაავადებას იწვევს სოკო, რომელიც კანის ნორმალური ბინადარია, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით აქტიურდება.

ზაფხულის შვებულებისა და არდადეგების პერიოდი საკმაოდ სწრაფად გაივლის. ბუნებრივია, ყველას უნდა, ზაფხული სასიამოვნო მოგონებებს დაუკავშირდეს და არა ამა თუ იმ ავადმყოფობას. როგორ ავირიდოთ სოკოვანი დაავადება?

- ზაფხულში, სოკოვანი დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირადი ჰიგიენის წესების დაცვას:

  • სავარცხელი, პირსახოცი, აბაზანის ღრუბელი უნდა იყოს მხოლოდ პირადი მოხმარების;

  • შეზლონგი იყოს პირადი ან დაიფაროს პირსახოცით;

  • აუზზე ბანაობის შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის გამშრალებას ნაოჭების არეში;

  • უნდა მოწესრიგდეს ოფლიანობის პრობლემა. ამ მიზნით რეკომენდებულია ხშირი შხაპი, ნატურალური (ბამბა, აბრეშუმი) ქსოვილის ტანსაცმლისა და ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის ტარება, საჭიროებისას ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;

  • მკაცრად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის წესები აუზებზე, საუნაში, სოლარიუმში, სილამაზის სალონში;

  • აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის მკურნალობა.