რა სიურპრიზებს შეიძლება ველოდოთ ზამთარში კანისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სიურპრიზებს შეიძლება ველოდოთ ზამთარში კანისგან

თუმცა ზამთარში შესაძლებელია კანის სხვადასხვა დაავადებამ შეგვახსენოს თავი. წლის ცივ პერიოდში განვითარებულ დერმატოლოგიურ პრობლემებსა და მათი მოგვარების საშუალებებზე გვესაუბრება დერმატოლოგი ნინო მოსაშვილი.

- ქალბატონო ნინო, კანის რომელი დაავადების გამწვავებას შეიძლება ველოდოთ ზამთრის პერიოდში?

- კანი ადამიანის ორგანიზმის გარეთა საფარველია. მისი მდგომარეობა მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზმის ყველა ორგანოს და მის ფუნქციონირებას. კანი ასრულებს მრავალ ფიზიოლოგიურ ფუნქციას: დაცვითს, იმუნურს, რეცეფტორულს, სეკრეტორულს, ნივთიერებათა ცვლის, სუნთქვისა და რეგენერაციულს. კანი უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ადაპტაციას გარემოში.

საზოგადოდ, არსებობს კანის 2000-მდე დაავადება და თითოეულ ამ დაავადებას განსაკუთრებული ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ვინაიდან კანი ორგანიზმის გარეთა საფარველია, ის ყველა სეზონზე განიცდის გარემოს აგრესიულ ზემოქმედებას და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ეხება ზამთრის პერიოდსაც, როდესაც ხდება ტემპერატურის ცვლილება, მწვავდება რიგი დაავადებებისა. მაგალითად, ატოპიური დერმატიტი, ე.წ. ეგზემა, ფსორიაზი, რეინოს დაავადება, ჭინჭრის ციება, ჰერპესი, ჰეილიტი და ა.შ.

ატოპიური დერმატიტი იმუნური სისტემით განპირობებული კანის ანთებაა, რომელიც გენეტიკურ განწყობას უკავშირდება. იგი უკავშირდება ცილა ფილაგრინის ნაკლებობას. ფილაგრინი არის ცილა, რომელიც უნარჩუნებს ჩვენს კანს ჯანსაღ და ბარიერულ ფუნქციას, შესაბამისად, მისი ნაკლებობა ხელს უწყობს კანიდან წყლის დაკარგვას, რაც იწვევს მის გამოშრობას. კანის ბარიერი თუ ირღვევა, იწყება მთელი რიგი პრობლემები.

- რა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს ატოპიური დერმატიტი?

- პირველ რიგში, რადგან სეზონურ გამწვავებაზე ვსაუბრობთ, ატოპიისკენ მიდრეკილი კანი მეტად მგრძნობიარეა. დაავადებას ამწვავებს კლიმატური ფაქტორები, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა, რომლის დროსაც კანი შრება. თუმცა არსებობს სხვა ტრიგერები, როგორებიცაა კონტაქტური ალერგენები, შალისა და ხელოვნური, სინთეტიკური ქსოვილის ტანსაცმელი, ასევე კვებითი ალერგენები, ინჰალაციური ალერგენები, კანის ინფექციები, სტრესები, ჰორმონული დარღვევები და სხვა.

ატოპიური დერმატიტი კლინიკურად ვლინდება კანის სიმშრალით, ჰიპერემიით, ნახეთქებით, ექსუდაციური კერებით, მრავლობითი ექსკორიაციებით.

რაც შეეხება კონტაქტურ დერმატიტს, ის კანის მწვავე ანთებაა, წარმოქმნილი ალერგიული და გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებით. ეს გამღიზიანებლებია როგორც ქიმიური, ისე ფიზიკური ფაქტორები. ზამთრის პერიოდში ეს არის დაბალი ტემპერატურა. გამღიზიანებლის ზემოქმედების ადგილას ვითარდება კანის ანთებითი რეაქცია. პაციენტი გრძნობს წვას, ჩხვლეტას, ქავილს და ზოგჯერ ტკივილსაც. კლინიკურად ვლინდება შეშუპებით, ერითემით, ჰიპერემიით, კანის მიკრონახეთქებით, ექსუდაციური კერებით. კანის საზღვრები ზუსტად შეესაბამება ალერგენის ზემოქმედებას. ანთებითი რეაქცია ვითარდება გამღიზიანებლის მოქმედების შედეგად, რომლის ხარისხიც დამოკიდებულია მის სიძლიერეზე.

- ზამთარში შეიძლება განვითარდეს მოყინვაც. როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს მდგომარეობა კანზე?

- მოყინვა დაბალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებით ჩნდება. დასაწყისში ის დაზიანებულ არეში სიცივის შეგრძნებით იწყება, რომელსაც თან ახლავს წვა, ჩხვლეტა, კანის ტკივილი.

დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას, ჩნდება ნახეთქები. ამიტომ არის აუცილებელი კანის მაქსიმალური ადაპტაცია დაბალ ტემპერატურასთან.

- სიცივის დროს კანის რომელი ალერგიული დაავადება შეიძლება გამოვლინდეს?

- ურტიკარია - ჭინჭრის ციება მწვავე ან ქრონიკული ალერგიული დაავადებაა, რომელიც გარდამავალი, ერითემული, ურტიკარიული გამონაყარით ხასიათდება. ურტიკარიას მრავალი მიზეზი იწვევს. მწვავე ურტიკარია პასუხია რაიმე ადგილობრივ ან სისტემურ ნივთიერებაზე, ასევე ინფექციებზე, მედიკამენტებსა და ამავდროულად ფიზიკურ გამაღიზიანებელზე, როგორიცაა სიცივე.

დაავადება მწვავედ მიმდინარეობს, სხეულის ღია და დაუცველ ადგილებში ჩნდება. გამონაყარს ახლავს ძლიერი ქავილი, შეშუპება, გამონაყარი ჰიპერემიულია, შეშუპებული კერები მკვეთრად შემოსაზღვრულია ჰიპერემიული ქობით და მკრთალი ცენტრით. მექანიკური ზემოქმედების ადგილზე ჩნდება დერმის შეშუპება, რომელიც რამდენიმე წუთში ქრება.

- მნიშვნელოვანია კანზე ვირუსული ზემოქმედების, მაგალითად, ჰერპესის გამოვლინებაც...

- ჰერპესის განვითარება თან სდევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. ის ვირუსული დაავადებაა და გამოიხატება დაზიანებულ არეზე წვრილბუშტუკოვანი ელემენტების განვითარებით. დაავადებას ამწვავებს კლიმატური ფაქტორები, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობა, რომლის დროსაც ქვეითდება იმუნური სისტემა, ორგანიზმის გადახურების ან გადაციების დროს.

- ხშირად სიცივეში ტუჩზეც ჩნდება გამონაყარი. რა იწვევს ამ პრობლემას?

- მეტეოროლოგიური ჰეილიტი - ტუჩების ანთებითი დაავადებაა, გამოწვეული მეტეოროლოგიური ფაქტორით. ზიანდება როგორც ქვედა, ისე ზედა ტუჩი. დაავადების გამომწვევია არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორები: ჰაერის მომატებული ან მეტად დაბალი ტენიანობა, ქარი, სიცივე, მნიშვნელობა აქვს თანმხლებ დაავადებებსაც (სებორეა, სებორეული ეგზემა, ნეიროდერმატიტი, იქთიოზი), რომელიც კანის სიმშრალით არის გამოწვეული. პაციენტები უჩივიან ტუჩების სიმშრალეს, დაჭიმულობის შეგრძნებას, ესთეტიკურ ხარვეზს.

მეტეოროლოგიური ჰეილიტის დროს წითელი ქობა ჰიპერემიულია, მშრალი, დაფარულია წვრილი ქერცლით, ირგვლივ კანი და ლორწოვანი გარსი შეუცვლელია. ტუჩების ხშირი ლოკვისას, განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურის დროს, იმატებს სიმშრალე, დაჭიმულობა, ინფილტრაცია. აუცილებელია ჰიგიენური ტუჩის საცხის ხმარება. მეტეოლოგიური ჰეილიტის პროფილაქტიკა გულისხმობს არახელსაყრელი მეტეოროლოგიური ფაქტორების მოშორებას.

- როგორ უნდა მოვუაროთ კანს ზამთარში, რას გვირჩევთ?

- ზამთარში კანის მოვლის ძირითადი პრინციპებია:

  • დატენიანება;
  • კვება;
  • დაცვა გარე ფაქტორებისაგან. კერძოდ, ყინვისა და ქარისაგან.

დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას კანი ადვილად შრება, კარგავს ტონუსს, ელასტიკურობას. შესაძლებელია კანზე გაჩნდეს ნახეთქები და ნაოჭებიც კი. ამიტომ აუცილებელია მისი კარგად დატენიანება.

დილით, სახლიდან გასვლამდე, პრობლემურ ალერგიულ კანზე შესაძლებელია სპეციალური დამცავი კრემების, ე.წ. ცოლდ ცრეამ-ის წასმა, რომელიც კანს იცავს მეტეოროლოგიური ცვლილებებისაგან. გამოიყენეთ დასაბანი საშუალებები ნეიტრალური პH-ით, დანარჩენ შემთხვევაში რძე-ტონიკების ხმარება სჯობს. მაქსიმალურად გამოიყენეთ დამატენიანებელი მკვებავი საშუალებები. უმჯობესია შარდოვანას შემცველი კრემები.

მნიშვნელოვანია ხელების მოვლაც, სახის კანისგან განსხვავებით, ის შეიცავს ნაკლები რაოდენობით ცხიმოვან ჯირკვლებს, რის გამოც ჰიდრო-ლიპიდური ფენა ძალიან თხელია და ადვილად შრება.

სახე, ყელის არე და ხელები სხეულის ღია ნაწილებია. ამის გამო რამდენჯერმე დაიტენიანეთ, გამოიყენეთ პოლივიტამინების კომპლექსი, იკვებეთ სწორად და ჯანსაღად.

- დღეს ძალიან აქტუალურია კორონავირუსული ინფექცია. როგორ ვლინდება COVID-19 დერმატოლოგიურად?

- COVID-19-ის თანმხლები დერმატოლოგიური გამოვლინებები პაციენტების ნაწილს მართლაც აღენიშნება. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ COVID-19-ს სპეციფიკური გამონაყარი არ ახასიათებს და კანის ეს ნიშნები მრავალფეროვანია. ჩრდილოეთ იტალიაში დერმატოლოგიური ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ექიმები პაციენტებს აკვირდებოდნენ, რომ წამლის მიმართ მწვავე რეაქცია, შეცდომით, COVID-19-ის დერმატოლოგიურ სიმპტომად არ ჩათვლილიყო. ამისათვის მრავალი დაკვირვება ჩაატარეს. თუმცა საბოლოო კვლევები ცნობილი არ არის.

ევროპელი და ამერიკელი კოლეგების დაკვირვების თანახმად, დასახელდა რამდენიმე გამოვლინება: ურტიკარიული გამონაყარი (ჭინჭრის ციება), ერითემული (წითელი შეფერილობის) გამონაყარი, ჩუტყვავილას მსგავსი ვეზიკულები (ბუშტები), დენგეს ცხელების მსგავსი პეტექიური გამონაყარი (მცირე ზომის წერტილოვანი სისხლჩაქცევები) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაქვეითება სისხლში), რაც დენგეს ცხელებას ახასიათებს, ბადისებური ლივედო - ახასიათებს ჰემატურია და ზოგადი სისუსტე. ასევე დიფუზური თმის ცვენა, რომელიც უფიქსირდება COVID-19-გადატანილ პაციენტებს 2-4 თვის შემდეგ, რაც ნორმად ითვლება. დიფუზური თმის ცვენა უკავშირდება საზოგადოდ მძიმე ინფექციებს და სტრესებს, ამ შემთხვევაში COVID-19-ს.

ამ კონკრეტულ მოცემულობაში კანის გაღიზიანება, დერმატიტი და სიმშრალე თითქმის ყველა ადამიანის პრობლემაა, ჯანმრთელი კანის შემთხვევაშიც კი. მრავალჯერადი ხელების დაბანა, ამდენი სადეზინფექციო ხსნარის მოხმარება, პირბადის ტარება და სპეციალური აღჭურვილობა ზრდის კანზე გამოხატულ სიმპტომებს.

ჩემი რჩევაა: მაქსიმალურად დავიცვათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები და კანზე გამოვლენილ პრობლემას ვუმკურნალოთ სიმპტომურად.