როგორ მოვუაროთ ზაფხულის ცხელ დღეებში სახის კანს - დერმატოლოგის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ზაფხულის ცხელ დღეებში სახის კანს - დერმატოლოგის რჩევები

ზოგადად, რას გვირჩევდით ზაფხულში კანის მოვლასთან დაკავშირებით?

- სახის კანი ყველაზე ნაზია და როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

წლის ცხელ პერიოდში ის არანაკლებ სტრესს განიცდის, ვიდრე სიცივეში - მტვერს, სიცხეს, მშრალ ჰაერსა და ულტრაიისფერ სხივებს მისთვის სიკეთე ნამდვილად არ მოაქვს. ზაფხულში სახის კანის მოვლა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: გაწმენდას, დატენიანებასა და დაცვას.

პირი დილა-საღამოს უნდა ვიბანოთ წყლით. რაც შეეხება გამწმენდ საშუალებებს, ისინი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მშრალი კანისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ გამწმენდი რძე, ხოლო ცხიმიანისთვის - გელი, რომელსაც გამწმენდთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედებაც ექნება. დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის მატონიზირებელი საშუალების წასმა, რომელიც ერთგვარად დაასრულებს გაწმენდის პროცესს, გააუმჯობესებს კანის ზედაპირის სისხლის მიმოქცევას და ცვლით პროცესებს.

ტონიკის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი. დღის კრემის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის, გარდა დამატენიანებელი მოქმედებისა, კანზე მტვრისა და ჭუჭყისგან დამცავ ბარიერსაც ქმნის. ცხიმიანი კანის პატრონებმა ზაფხულში კრემის მაგივრად შეიძლება ისვან დამატენიანებელი გელი, რომელსაც ცხიმის დაბალი შემცველობის გამო შედარებით მსუბუქი სტრუქტურა აქვს.

სახის კანის დატენიანება ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. ქალბატონებს ვურჩევდი, მზეს ერიდონ, რათა კანის გამოშრობა და გაუწყლოება თავიდან აიცილონ; მიიღონ ბევრი სითხე (დღე-ღამეში 2 ლ-მდე მაინც), მიირთვან მსუბუქი საკვები - ხილი და ბოსტნეული, მიიღონ C ვიტამინის დრაჟეები, ასევე - აევიტი, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს. თუ კანი გამოშრა, გამოიყენონ მსუბუქი ულტრადამატენიანებელი კრემ-ემულსია, ხოლო თუ კანი მეტისმეტად მშრალი აქვთ - ლოკობეიზი.

ის არ მისცემს ტენს - სახის კანიდან აორთქლების, ხოლო მტვერსა და ჭუჭყს - მასში შეღწევის საშუალებას. კოსმეტიკური საშუალებები კანზე წაისვით თითის ბალიშების წრიული მოძრაობით.

თუ ჭარბ ოფლიანობას უჩივით, რომელსაც თან სდევს სახის არასასიამოვნო პრიალი, გაიწმინდეთ კანი მუხის ქერქისა და კრაზანას ნაყენით, რომელიც ასე მზადდება:

  • ნახევარ სუფრის კოვზ მუხის ქერქს შევურიოთ ამდენივე კრაზანა, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთით დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თუ ზაფხულში გაძლიერებულ ოფლიანობასთან ერთად ფერიმჭამელებიც გაწუხებთ, სახე დღეში 2-3-ჯერ შეიძლება გაიწმინდოთ ლიმონის ნაჭრით. შავი წერტილების მოსაშორებლად ორთქლის აბაზანის შემდეგ ენერგიულად გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით.პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. ცხიმიანი კანი ამ პროცედურის შემდეგ სპირტიანი ლოსიონით გაიწმინდეთ.

    • გამომშრალი და მოდუნებული კანისათვის სასარგებლოა ასეთი ნიღაბი: აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე მცენარეული ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, კისერსა და მკერდზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

    • წვრილნაოჭებიან, მობერებულ კანს ასეთი ნიღაბი მოუხდება: 1 სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ კვერცხის გულს და 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გვირილის ნაყენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი უფრო სქელი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილიც ჩაამატოთ. დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა, კვირაში ერთხელ კისერი, მხრები და მკერდი გავიწმინდოთ ლიმონის წყალხსნარით, რომელიც ასეთი პროპორციით უნდა მომზადდეს: 1 ცალი ლიმონის წვენი 0,5 ლ წყალზე. გამშრალების შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი.

ზაფხულში კანის მოვლის მესამე აუცილებელი მომენტია დაცვა. ზაფხულის მზე მეტად აგრესიულია, ამიტომ კანს ადვილად წვავს. გარდა ამისა, მისი მავნე ზემოქმედება წამყვან როლს ასრულებს კანის ფოტოდაბერების მექანიზმში. ამიტომ შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი საშუალებები SPF-ის სხვადასხვა ინდექსით, ჯანმრთელი კანის შემთხვევაში - SPF-10, 20, 30.

ეს ერთგვარი ფილტრია, რომელიც კანს ზედმეტი ინსოლაციისგან დაიცავს. დაცვის ფაქტორი ირჩევა ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და მზეზე ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. თუ მზის სხივების ძალა უკვე იწვნიეთ, დაგეხმარებათ ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები.

  • აი ერთ-ერთი ნიღბის რეცეპტი: კომბოსტოს ფოთლები ისე დააქუცმაცეთ, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ კვერცხის გული და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უსიამოვნო შეგრძნებები მალე გაგივლით.

და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ჩვენს ქალბატონებს: ზაფხულის პერიოდში ნუ დაიწყებთ კანის ზედმეტად გაწმენდას.

მხედველობაში მაქვს გამათეთრებელი პროცედურები, პილინგი. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი, თუნდაც პიგმენტური ლაქების სახით.

წვრილნაოჭებიან, მობერებულ კანს ასეთი ნიღაბი მოუხდება: 1 სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ კვერცხის გულს და 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გვირილის ნაყენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი უფრო სქელი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილიც ჩაამატოთ. დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.