თავის თმიანი ნაწილის სებორეა - პრაქტიკული რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თავის თმიანი ნაწილის სებორეა - პრაქტიკული რჩევები

კანზე აქვს წითელი ლაქები, გაცხიმოვნება. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებულია. ექიმმა გამოუწერა კუპრის საპონი და ვიტამინები, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ, გვირჩიოთ რამე".

სებორეა მშრალიც შეიძლება იყოს და ცხიმოვანიც.

ის ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია.

მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის პრობლემა, კვების, ძილის არასწორი რეჟიმი.

უნდა აღვნიშნო, რომ ეს დაავადება უფრო ხშირად აქვთ მამაკაცებს სწორედ თქვენი მკითხველის მიერ აღნიშნულ ასაკში.

თქვენს მკითხველს შეიძლება ვურჩიოთ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება ფიტოსქუამი ფიტოლაბორატორიის მამაკაცებისთვის განკუთვნილი სერიიდან, ხოლო თუ ქერტლს თმის ცვენაც ახლავს თან - ტრიქოვიტალი.

ასევე კარგია ტოპიკის შამპუნები მშრალი და ცხიმიანი თავის თმიანი არისათვის.

თავის დაბანა სასურველია ყოველ მესამე დღეს. სამკურნალოდ კი ვურჩევ, თავის თმიან არეში შეიზილოს აეროზოლი პოლკორტოლონ თჩ დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში. ასევე კარგი იქნება, თუ მიიღებს აევიტს და ანტიოქსიკაფს თუთიით.

თავის თმიანი ნაწილის სებორეას ხშირად ახლავს თან სებორეული დერმატიტი, რომელიც ტიპობრივად ლოკალიზდება გულმკერდის თმიან ნაწილზე, იწვევს მის სიწითლესა და აქერცვლას.

შესაძლოა აგრეთვე კანის აქერცვლა წარბებთან, ლოყებზე, ყურების უკან.

ამ შემთხვევაში კარგი იქნება 7-10 დღის განმავლობაში ადგილობრივად ლატიკორტის, ადვანტალის ან ელოკომის მალამოს გამოყენება. კვების რეჟიმის მოწესრიგება ამ დროსაც აუცილებელია.

დერმატოლოგი ლია ჭითანავა