აკნეს და დემოდეკოზის მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკნეს და დემოდეკოზის მკურნალობა

1) აკნე და დემოდეკოზი ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელი დაავადებებია.

2) აკნე ბაქტერიული წარმოშობისაა, დემოდეკოზის გამომწვევი მიზეზი კი დემოდექსის ტკიპაა.

3) აკნე ქრონიკული დაავადებაა. მკურნალობის ფონზე აკნეს ახასიათებს რემისია, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომი სწორი მოვლის შემთხვევაში კანს ჯანმრთელი და სუფთა იერი აქვს. თუმცა, პერიოდული რეციდივები არ არის გამორიცხული.

4) დემოდეკოზი არ არის ქრონიკული დაავადება.

5) აკნე და დემოდეკოზი შეიძლება ერთდროულად გამოვლინდეს კანზე.

6) აკნე ბევრად უფრო გავრცელებული დაავადებაა, ვიდრე დემოდეკოზი.

7) აკნე არ არის გადამდები.

8) დემოდეკოზი გადამდებია.

9) აკნესა და დემოდეკოზისგან გამოწვეული გამონაყარი, ორივე შემთხვევაში, საგრძნობლად აზიანებს კანს და ხშირად ტოვებს ნაწიბურებს.

როგორ განვასხვავოთ აკნე დემოდეკოზისგან, სანამ ანალიზს გავიკეთებთ?

1 ) დემოდეკოზის ერთ-ერთი სიმპტომი კანის სიმხურვალე და ქავილის შეგრძნებაა, რაც აკნეს არ ახასიათებს.

2) დემოდეკოზი, კანის გარდა, წამწამებსა და წარბებზეც შეიძლება გაჩნდეს.

3) აკნეს შემთხვევაში გამონაყარი ხან ერთ, ხან მეორე ადგილას წარმოიქმნება და რაღაც პერიოდის მერე ლაგდება. დემოდეკოზის დროს გამონაყარი კანის ერთ უბანზე ლოკალიზდება და ამ არეალის გარშემო ვრცელდება. დემოდეკოზის კერები ძალიან რთულად ლაგდება.

როგორ მოვუაროთ კანს სახლის პირობებში, თუ გვაქვს აკნე ან დემოდეკოზი?

რჩევებს კლინიკა „ადორის“ დამფუძნებელი თამარ ადორნელი გაძლევთ.

კლინიკა „ადორში“ აკნესა და დემოდეკოზის მკურნალობა ADORI ანტი აკნე ხაზით ტარდება.

ADORI ანტი აკნე ხაზი ბაზარზე მეოთხე წელია გამოჩნდა და მომხმარებლებში თავი დაიმკვირდა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ეფექტურმა და უსაფრთხო საშუალებამ.

ADORI ანტი აკნე ხაზს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2018 წლიდან მინიჭებული აქვს პარასამკურნალო საშუალების სტატუსი.

 

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

Adori-თ მკურნალობის შედეგები გაზიარებულია კლინიკა ადორის პაციენტების მიერ Adori Anti Acne ფორუმზე.

რჩევები:

1) როცა გვაქვს ცხიმიანი კანი, არ უნდა ვიხმაროთ კანის დასაბანი ან გასაწმენდი ისეთი საშუალებები, რომლებიც კანის ზედმეტ გამოშრობას იწვევს, მაგალითად საპონი, სპირტის შემცველი ლოსიონები, რადგან რაც უფრო ვიშრობთ კანს, მით უფრო იზრდება მისი ბუნებრივი ცხიმიანობა, ეს კი გამონაყარის გაჩენას უწყობს ხელს. ცხიმიანი კანის დროს საუკეთესოა ჰიდროფილური ზეთი ან კაოლინის ბაზაზე დამზადებული დასაბანი საშუალებები.

2) დემოდექსის ტკიპა მარტივად ბუდობს ქსოვილზე რომელიც ხშირადაა კანთან შეხებაში..ბალიშის პირზე, პირსახოცზე. ამიტომ, მნიშვნელოვანია დემოდეკოზის დროს ყოველ დღე ვცვალოთ ბალიშის პირი, ვრეცხოთ მაღალ ტემპერატურაზე და დავაუთოოთ.

3) დემოდეკოზის დროს სახე სასურველია ერთჯერადი ხელსახოცით გავიმშრალოთ.

4) ცხარე საკვები და ალკოჰოლი იწვევს დემოდეკოზის გამწვავებას.

როგორ დავამზადოთ ჩვენი ხელით სახლის პირობებში ცხიმიანი კანის გასაწმენდი საშუალება, რომელიც თან იდეალურად წმენდს კანს და თან არ იწვევს გამოშრობას?

ძალიან მარტივი და ძალიან ეფექტურია: აიღეთ რძე ან მაწონი, ჩაყარეთ სულ ცოტა მარილი, ამოურიეთ. დაასველეთ ბამბა და ფაქიზი მოძრაობით გაიწმინდეთ კანი. ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ გრილი წყლით. კანი სუფთა და დატენიანებულია!

ხშირად დასმული კითხვები: ყველაზე კარგი ტონალური აკნეს დროს რომელია?

უმეტესობა ტონალური კრემებისა იწვევს ფორების დახშობას, რაც გამოწვეულია მასში შემავალი კომპონენტებით. ფორების დახშობა კი აკნეს შემთხვევაში ბაქტერიების, ხოლო დემოდეკოზის შემთხვევაში კი ტკიპის გამრავლებას უწყობს ხელს.

როგორ დავფაროთ კანზე გამონაყარი ტონალურის გარეშე?

Adori გირჩევთ:

დაგჭირდებათ:

1) თქვენი კანის ფერზე ცოტა უფრო მუქი ფერის ფხვიერი მინერალური პუდრი.

2) თქვენი კანის ფერზე ცოტა უფრო ღია ფერის კორექტორი.

3) ყურის ჩხირი.

4) პუდრის ფუნჯი.

5) თერმული წყალი.

ტექნიკა: 1) წერტილოვნად დაფარეთ კორექტორით გამონაყარი. 1 წუთი აცადეთ შეშრობა . 2) ყურის ჩხირით მოაცილეთ ზედმეტი მასა. 3) შემდეგ ფუნჯით გადაინაწილეთ მთელს სახეზე ფხვიერი პუდრი. 5) დასაფიქსირებლად მსუბუქად მიისხით სახეზე თერმული წყალი.

შედეგი?

კანი იქნება უკეთესად დაფარული, ვიდრე ტონალურით და ამავდროულად, ფორები არ დაიხშობა.

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

mkurnali.ge

როგორ ვმართოთ აკნე სახლის პირობებში?

კლინიკა „ადორი“ გიზიარებთ მარტივ და ეფექტურ პილინგ და დამატენიანებელი ნიღბების რეცეპტებს სახლის პირობებში დასამზადებლად. კლინიკა „ადორი“ს რეცეპტით დამზადებული ნიღბები დაგეხმარებათ პოსტ აკნე ლაქების გაუფერულებაში, მკვდარი უჯრედების მოშორებასა და კანის ღრმა დატენიანებაში.

პილინგ ნიღაბი: ADORI პილინგ ნიღაბი - Adori (adoriderma.com)

დამატენიანებელი ნიღაბი : ADORI ცომის ნიღაბი - Adori (adoriderma.com)

თუ გაწუხებთ აკნე, დემოდეკოზი, პოსტ აკნე ნაწიბურები და ცხიმიანი კანისგან გამოწვეული სხვა დისკომფორტი, მიმართეთ კლინიკა „ადორის“ პროფესიონალთა გუნდს.

551 98 40 20; 032 2 83 4020

მისამართი : თბილსი, ანა კალანდაძის 5.

ონლაინ მომსახურებისთვის მიმართეთ ფეისბუქ გვერდზე : Adori Dermatology კლინიკა ადორი | Facebook

R