ეგზემა და ფსორიაზი- მათი პროფილაქტიკა, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეგზემა და ფსორიაზი- მათი პროფილაქტიკა, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა?

- ეგზემის განვითარებას ხელს უწყობს სტრესი, საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგია, ცვლილებები ენდოკრინული ჯირკვლების მხრივ, ნეიროიმუნური სისტემის დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, რომელთა შედეგადაც ეგზემის დროს ფორმირდება კანის ანთებითი რეაქცია.

- რა ასაკში გვხდება ეგზემა და როგორია ამ დაავადების სიმპტომები?

- ეგზემა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. გამონაყარი ჩნდება კანის ნებისმიერ უბანზე, უმეტესად - სახესა და კიდურებზე. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია კანის ადგილობრივი ანთებითი ცვლილებები, რაც ვლინდება კანის გამოხატული სიწითლით, ძლიერი ქავილით, პატარა ბუშტების გაჩენით, რომლებიც შემდეგ სკდება. კანის დაზიანებული ზედაპირი სველდება. წარმოიქმნება ეროზია, რომლის ადგილასაც ჩნდება საკმაოდ ღრმა, მტკივნეული ნახეთქები.

- როგორ უნდა ვუმკურნალოთ ეგზემას?

- ეგზემის მართებული მკურნალობა შედგება ორი აუცილებელი კომპონენტისგან: ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობისგან. ადგილობრივი მკურნალობით ზემოქმედება ხდება უშუალოდ კანის დაზიანებულ კერაზე. ეს ისევე აქტუალური და მნიშვნელოვანია, როგორც ზოგადი მკურნალობა, ვინაიდან მის სწორ წარმართვაზეა დამოკიდებული საბოლოო ეფექტი. ზოგადი მკურნალობა მიმართუ-ლია გამღიზიანებელი ფაქტორების გამოვლენისა და მოცილებისკენ, თანმხლები დაავადებების თერა-პიული მკურნალობისკენ. ამ დროს პაციენტმა უნდა დაიცვას ჰიპოალერგენული დიეტა. მკურნ-ალობაში ჩართული უნდა იყოს მადესენსიბილიზებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური, სედაციური პრეპარა-ტები, ტრანკვილიზატორები. უნდა მოხდეს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მუშაობის რეგუ-ლირება, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეგზემით დაავადებულთა დიდ უმრავლესობას ამ სფეროში დარღვევები აქვს. შორს წასულ, მძიმე შემთხვევაში შეიძლება ჰორმონებიც იქნეს გამოყენებული. მკურნალობაში შესაძლოა ჩაერთოს ფიზიოთერაპიული და სანატორიულ-კურორტული კურსი.

- რა უნდა გავაკეთოთ ეგზემის პროფილაქტიკისთვის?

- აუცილებელია ალერგენის დროული მოცილება, დერმატიტების დროული მკურნალობა, პროფესიული ეგზემისას - ქიმიურ გამღიზიანებლებთან კონტაქტის აღკვეთა.

- რა არის ფსორიაზი?

- ეს არის კანის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც თან ახლავს ანთებითი, აქერცვლადი გამონაყარი. ფსორიაზით დაავადებულია ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 2-3%. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "ფსორა", რაც ქავილს ნიშნავს. ფსორიაზით ზიანდება კანის თმიანი საფარველი, ფრჩხილი და სახსრების მფარავი კანი. ის ნებისმიერ ასაკში გვხვდება. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დაუდგენელია, თუმცა გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ვირუსულ, ნეიროგენულ, მემკვიდრეობით ფაქტორებს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი?

- ფსორიაზის მაპროვოცირებელ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ის ფაქტორები, რომლებიც ბიძგს აძლევს დაავადების დასაწყისს. ესენია: ტრავმები, ინფექციური დაავადებები, არასწორი კვება, ხშირი და ძლიერი სტრესი, რეაქცია სამკურნალო საშუალებებზე, კლიმატური ცვლილებები, გენეტიკური ფაქტორები, ალკოჰოლური სასმელების ჭარბად გამოყენება და სხვა.

- როგორ ვლინდება ფსორიაზი?

- ფსორიაზის დროს გამონაყარი წარმოადგენს ერთეულ პაპულებსა და ფოლაქებს მათთვის დამახასიათებელი ლოკალიზაციის ადგილას. ეს ადგილებია თავის თმიანი ნაწილი, იდაყვის, მუხლის სახსრების გამშლელი ზედაპირი. ფოლაქები მკვეთრი ვარდისფერი ან წითელია და მკაფიოდ არის გამოყოფილი ჯანსაღი კანისგან. გამონაყარი იქერცლება. ზაფხულში, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, დაავადების სიმპტომები სუსტდება, ზოგ შემთხვევაში ქრება კიდეც. სიმპტომურია ისიც, რომ ფსორიაზისთვის დამახასიათებელია გამწვავება ტრავმის ან ნაკაწრის ადგილას. ამ დაავადების დროს ზიანდება არამარტო კანი - პროცესში შესაძლოა ჩაერთოს სახსრებიც და განვითარდეს ფსორიაზული ართროპათია.

- როგორ მკურნალობენ ფსორიაზს და რამდენად შედეგიანია ეს?

- ფსორიაზი, სამწუხაროდ, არ იკურნება, თუმცა არსებობს მრავალი საშუალება, რომლებსაც შეუძლია დაავადების სიმპტომების შემსუბუქება და კონტროლირება საკმაოდ დიდხანს. ფსორიაზი თავისთავადაც შეიძლება ჩაცხრეს. ხშირია ხანგრძლივი რემისია. მკურნალობა ხანგრძლივია. ყოველ ავადმყოფს თერაპიის ინდივიდუალური შერჩევა სჭირდება, ვინაიდან ყველა სამკურნალო საშუალება თანაბრად ეფექტურად არ მოქმედებს. ფსორიაზი მოითხოვს კომპლექსურ, სისტემურ მკურნალობას დეზინტოქსიკაციური, მადესენსიბილიზებელი, ანტიანთებითი პრეპარატებით, ფიზიოთერაპიული მეთოდებით, გარეგანი საშუალებებით. ფსორიაზის დროს აუცილებელია დერმატოლოგის მუდმივი დაკვირვება და სისტემატური მკურნალობა.

- შესაძლებელია თუ არა ფსორიაზის პროფილაქტიკა?

- გამწვავების თავიდან ასაცილებლად ავადმყოფი მუდმივად უნდა იმყოფებოდეს დერმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ, განსაკუთრებით - ზამთარში და ადრე გაზაფხულზე. აუცილებელია დიეტის დაცვა, კერძოდ, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვა, ცხარე, მჟავე კერძების, ტკბილეულისა და ალკოჰოლური სასმელების რაციონიდან ამოღება. კარგია კურორტული მკურნალობა, კერძოდ, გოგირდწყალბადის და რადონის აბაზანები (წყალტუბო), მზისა და ზღვის აბაზანები. დაავა-დების პროფილაქტიკაში დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის გაკაჟება, ფიზიკური აქტივობისა და მობილურობის გაზრდა სამკურნალო ფიზკულტურისა და სპორტული ვარჯიშის სახით.