"ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება" - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება" - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

- რა არის ატოპიური დერმატიტი?

- ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება: კანის სიწითლით, სიმშრალით, ქავილით, აქერცვლით, მცირე შეშუპებით და ექსკორაციებითაც კი;

დაავადებას ახასიათებს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პერიოდული განმეორებადობა (ე.წ. გამწვავების პერიოდები); ატოპიური დერმატიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ეგზემა, გავრცელებული ტერმინია ასევე დიათეზი.

- რა ასაკში და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს?

- პაციენტების უმრავლესობას ატოპიური დერმატიტის პირველი სიმპტომები 2

წლამდე ასაკში უვლინდება, 80%-ს - 1 წლამდე ასაკში, ხოლო დანარჩენ 20%-ს -1 წლის შემდეგ;

ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება 2 წლამდე ასაკში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები და თავი (საფენის არე ხშირად არ არის დაზიანებული).

ბავშვებსა და მოზრდილებში უხშირესად დაზიანება ლოკალიზებულია კისრის არეში, დაყვის და მუხლის მომხრელ ზედაპირებზე, ასევე - სახეზე, მაჯებზე და მტევნებზე.

ზრდასრულებში დაზიანების ფართობი იზრდება და მოიცავს სახეს, ყელს და ზურგს;

- როგორ ხდება მისი მკურნალობა?

- ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები, კრემები.

კანის ყოველდღიური ჰიგიენა, ყოველდღიური აბაზანა 10-15 წთ-ის განმავლობაში; კანის დატენიანება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 2-ჯერ დღეში; მედიკამენტური მკურნალობა: ჰორმონული კრემები, ასევე ჰორმონული ეფექტის მქონე არასტეროიდული კრემები, ანტიჰისტამინური პრეპარატები (ქავილის მართვის პრინციპით) და ზოგჯერ, ანტიბაქტერიული მკურნალობაც კი (მეორადი ინფიცირების შემთხვევაში) - აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ, იქნება ეს პედიატრი თუ ალერგოლოგი, ინდივიდუალურად, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით; ალერგიულ პაციენტებში მნიშნვნელოვანია აგრეთვე ალერგენის შეზღუდვა ან სრულად ამოღება - კვებითი ალერგენის შემთხვევაში; გამღიზიანებელი ფაქტორების არიდება როგორიცაა: ზოგიერთი საპნები, კლიმატური ფაქტორი, თამბაქოს კვამლი, სტრესი და სხვა; სწორი მკურნალობისას პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.