"ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება" - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

"ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება" - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ

"ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება" - რა უნდა ვიცოდეთ დაავადების შესახებ
ატოპიური დერმატიტის შესახებ გვესაუბრება პედიატრი ხატია შუკაკიძე. - რა არის ატოპიური დერმატიტი?

- ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება: კანის სიწითლით, სიმშრალით, ქავილით, აქერცვლით, მცირე შეშუპებით და ექსკორაციებითაც კი;

დაავადებას ახასიათებს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პერიოდული განმეორებადობა (ე.წ. გამწვავების პერიოდები); ატოპიური დერმატიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ეგზემა, გავრცელებული ტერმინია ასევე დიათეზი.

- რა ასაკში და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს?

- პაციენტების უმრავლესობას ატოპიური დერმატიტის პირველი სიმპტომები 2
წლამდე ასაკში უვლინდება, 80%-ს - 1 წლამდე ასაკში, ხოლო დანარჩენ 20%-ს -1 წლის შემდეგ;
   

ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება 2 წლამდე ასაკში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები და თავი (საფენის არე ხშირად არ არის დაზიანებული).

ბავშვებსა და მოზრდილებში უხშირესად დაზიანება ლოკალიზებულია კისრის არეში, დაყვის და მუხლის მომხრელ ზედაპირებზე, ასევე -
სახეზე, მაჯებზე და მტევნებზე.

ზრდასრულებში დაზიანების ფართობი იზრდება და მოიცავს სახეს, ყელს და ზურგს;

- როგორ ხდება მისი მკურნალობა?

- ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები, კრემები.

კანის ყოველდღიური ჰიგიენა, ყოველდღიური აბაზანა 10-15 წთ-ის განმავლობაში; კანის დატენიანება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 2-ჯერ დღეში; მედიკამენტური მკურნალობა: ჰორმონული კრემები, ასევე ჰორმონული ეფექტის მქონე არასტეროიდული კრემები, ანტიჰისტამინური პრეპარატები (ქავილის მართვის პრინციპით) და ზოგჯერ, ანტიბაქტერიული მკურნალობაც კი (მეორადი ინფიცირების შემთხვევაში) - აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ, იქნება ეს პედიატრი თუ ალერგოლოგი, ინდივიდუალურად, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით; ალერგიულ პაციენტებში მნიშნვნელოვანია აგრეთვე ალერგენის შეზღუდვა ან სრულად ამოღება - კვებითი ალერგენის შემთხვევაში; გამღიზიანებელი ფაქტორების არიდება როგორიცაა: ზოგიერთი საპნები, კლიმატური ფაქტორი, თამბაქოს კვამლი, სტრესი და სხვა; სწორი მკურნალობისას პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
როზაცეა ანუ ვარდისფერი ფერიმჭამელები კანის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სებორეის ფონზე ვითარდება და გამოვლინდება სახის კანის, განსაკუთრებით - ცხვირისა და ლოყების გაწითლებით.
გვესაუბრება დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი.
კანი ადამიანის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოვლაც წლის ნებისმიერ დროს აუცილებელია.
"ჩემს 23 წლის ვაჟს აქვს სებორეული დერმატიტი, ჭარბი ქერტლიანობა.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად