რატომ ჩნდება ძირმაგარა, როგორ ვლინდება და როგორ უბდა ვუმკურნალოთ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩნდება ძირმაგარა, როგორ ვლინდება და როგორ უბდა ვუმკურნალოთ?

რომელსაც ჩირქმბადი ბაქტერიები, უმთავრესად სტაფილოკოკები იწვევს. კანის სხვა ანთებადი დაავადებებისგან განსხვავებით, ფურუნკული მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც თმის ფოლიკულებია განთავსებული, უმეტესად - სახეზე, კეფაზე, კისერზე, წელზე, ზედა და ქვედა კიდურებზე, საზარდულის მიდამოში.

თავდაპირველად ქავილი იჩენს თავს, მერე კი თმის ბუდის მიდამოში ტკივილი, სიწითლე და შეშუპება აღმოცენდება. მომდევნო ეტაპზე კანზე ჩნდება მკვრივი, მტკივნეული, მუქი ალუბლისფერი მომრგვალო ანთებადი კვანძი, რომელიც კანის ზედაპირიდან წამოწეულია და პატარა კონუსს ქმნის. პაციენტი უჩივის სუსტ ქავილს და ზომიერ ტკივილს. ფურუნკულის ზრდასთან ერთად ინფილტრატის ზომა იმატებს და ვითარდება შეშუპება. მესამე-მეოთხე დღეს ინფილტრატის შუაგულში იწყება ნეკროზი და იწყება ქსოვილების დარბილება.

ნეკროზული ქსოვილები მომწვანო ფერს იღებს. ყალიბდება ფურუნკულის ნეკროზული არხი. ამ პერიოდში ტკივილი მკვეთრად იმატებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფურუნკული ფიზიოლოგიურად აქტიურ (მაგალითად, სახსრის) მიდამოში მდებარეობს.

შესაძლოა მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, აღმოცენდეს თავის ტკივილი და სისუსტე. საუკეთესო შემთხვევაში 2-3 დღის შემდეგ ჩირქოვან-ნეკროზული არხი თავისით იხსნება და წარმოიქმნება ღრმა, ზომიერად სისხლმდინარე ჭრილობა. ანთება, შეშუპება და ტკივილი მცირდება. შეხორცების შემდეგ რჩება ნაწიბური.

გართულების შემთხვევაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი თმის ფოლიკულის მიდამოს სცილდება და შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფლეგმონა. შაქრიანი დიაბეტის თანაარსებობისას ფურუნკული შესაძლოა ლიმფანგიიტით, რეგიონული ლიმფადენიტით ან თრობოფლებიტით გართულდეს.

როგორ დავიცვათ თავი ფურუნკულისგან? ამისთვის საჭიროა იმ ფაქტორების ცოდნა, რომლებიც მის განვითარებას იწვევს:

  • კანის დაბინძურება (ჰიგიენის ელემენტარული წესების დაუცველობა);
  • კანის დაზიანება (ნაკაწრი, დაჟეჟილობა, დერმატიტი და სხვა);
  • ორგანიზმის დამცავი ძალების დასუსტება სტრესის, გამომფიტავი ქრონიკული დაავადების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შაქრიანი დიაბეტის და სხვათა გამო.

როგორ ვუმკურნალოთ

ფურუნკული საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც გულისყურით უნდა მოეკიდოთ და არავითარ შემთხვევაში არ დავიწყოთ თვითმკურნალობა. არ ღირს კომპრესების, იქთიოლისა თუ ვიშნევსკის მალამოს გამოყენება - ამან შესაძლოა პროცესის გავრცობამდე მიგიყვანოს.

ფურუნკულის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი. ჩირქოვანი ქირურგიის ძირითად პრინციპს: “სადაც ჩირქია, იქ გაკვეთე და ამოკვეთე”, - რომელიც ჰიპოკრატეს დროიდანაა ცნობილი, მიუხედავად მძლავრი ანტიბაქტერიული პრეპარატების, იმუნური და ძლიერი დეზინტოქსიკაციური თერაპიის არსებობისა, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. ფურუნკულის გახსნა ადგილობრივი ანესთეზიის თანხლებით ხდება.

გაურთულებელი ფურუნკული ამბულატორიულად იკურნება და ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს. მძიმე შემთხვევაში, თუ პაციენტს ლოყის ქსოვილების, ტუჩის ან თვალის შეშუპება ეწყება, აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია ქირურგიულ განყოფილებაში და პროცესის მუდმივი კონტროლი.

მაღალი ტემპერატურის არსებობისას ინიშნება წოლითი რეჟიმი, თხიერი საკვები, ავადმყოფს უკრძალავენ ლაპარაკს და ღეჭვას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფურუნკულის გაჩხვლეტა და თითებით გამორწყვა (განსაკუთრებით - სახეზე), რადგან შესაძლოა ინფექცია სისხლძარღვების გავლით თავის ტვინის ვენურ სინუსებში მოხვდეს და უმძიმესი გართულება - თვალბუდის ფლეგმონა, ჩირქოვანი მენინგიტი ან სეფსისი გამოიწვიოს. გარდა ამისა, შესაძლოა განვითარდეს სახის ზედაპირული ვენების ლოკალური თრომბოფლებიტიც, რომელიც, თავის მხრივ, მეტად მძიმე გართულების - თავის ტვინის კავერნოზული სინუსის თრომბოზის - მიზეზად იქცევა.

ამ გართულებას ხშირად სიკვდილი მოსდევს. დაგვეთანხმებით, რომ ჯანმრთელობა საავადმყოფოში ვიზიტისთვის დახარჯულ დროზე გაცილებით მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობას მხოლოდ პროცესის გარღმავება და გართულება მოსდევს.