კანის სოკოვანი დაავადება - ნაირფერი პიტირიაზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის სოკოვანი დაავადება - ნაირფერი პიტირიაზი

- კანის სოკოვან დაავადებებს სხვადასხვა ტიპის სოკო იწვევს. ეს დაავადებებია: ნაირფერი პიტირიაზი, რუბროფიტია, მიკროსპორია, ზედაპირული ტრიქოფიტია, კანის ნაკეცების კანდიდოზი, საზარდულის ეპიდერმოფიტია.

- როგორია მათი კლინიკური ნიშნები?

- ნაირფერი პიტირიაზის დროს ტანის ზედა ნაწილში, ბეჭებზე, კისერზე, მუცელზე, იღლიის ფოსოში, მხრებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის ბაცი ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე შეფერილობის ან მოყვითალო-მოთეთრო აქერცლილი ლაქები, რომლებსაც აქვთ გაერთიანებისადმი მიდრეკილება. ქავილი სუსტია, უმეტესად საერთოდ არ შეინიშნება. რუბროფიტიის დროს გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილზე. დამახასიათებელია მკვეთრად შემოსაზღვრული ვარდისფერი ან მოვარდისფრო-მოწითალო ლაქები ცისფერი ელფერით.

ლაქები დაფარულია წვრილი ქერცლით. პერიფერიაზე ჩნდება წვრილი ბუშტუკები და ფუფხი. ლაქები თავდაპირველად მონეტის ოდენაა, ახასიათებს პერიფერიული ზრდა და ერთმანეთთან შეერთება. მიკროსპორიის დროს ტანსა და ზედა კიდურებზე ჩნდება 0.5-2 სმ დიამეტრის მსუბუქად ანთებადი ვარდისფერი აქერცლილი, მკვეთრად შემოფარგლული ლაქები. ლაქების ზრდის კვალდაკვალ ცენტრალური ნაწილი ფერმკთალდება, პერიფერიაზე ჩნდება პაპულური ან პაპულოვეზიკულური ელემენტები, შემდეგ ასეთი რგოლისებური ელემენტების შუაგულში წარმოიშობა ახალი რგოლი. გამონაყარი სწრაფად ვრცელდება. ზედაპირული ტრიქოფიტიის დროს კანზე ჩნდება მომრგვალო, ოდნავ წამოწეული, მკვეთრად შემოფარგლული მოვარდისფრო-მოწითალო, ქერცლით, წვრილი ბუშტუკებითა და ქერქით დაფარული ლაქა, რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ რგოლის ფორმას იღებს. კანის ნაკეცების კანდიდოზის დროს იღლიის ფოსოში, საზარდულის არეში, დუნდულებს შორის, სარძევე ჯირკვლის ქვეშ ჩნდება სიწითლე და წვრილი ბუშტუკები.

ეს ბუშტუკები მალე იხსნება და აჩენს ეროზიებს, რომელთა შეერთებით მიიღება ფართოდ ეროზირებული ზედაპირი, რომლის გარშემო წარმოიქმნება წვრილი შვილეული პაპულები. ახასითებს ძლიერი ქავილი. საზარდულის ეპიდერმოფიტიის დროს ზიანდება ბოქვენი, საზარდულის არე და ბარძაყის შიგნითა ზედაპირი. ერითემულ ფონზე წარმოიქმნება დიდი ზომის მკვეთრად შემოსაზღვრული ბალთები, რომელთა კიდეებზე ჩნდება პუსტულები და პაპულები. ახასიათებს ქავილი.

- როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესი?

- თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და მკურნალობა არ დაიწყო, პროცესი თანდათან განივრცობა და მოიცავს კანის უფრო და უფრო მეტ ფართობს.

- როგორ სვამენ კანის სოკოვანი დაავადების დიაგნოზს?

- დიაგნოზს სვამენ კლინიკური სურათის, ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების, ვუდის აპარატით გაშუქების საფუძველზე.

- როგორ მკურნალობენ?

- კანდიდას ტიპის სოკოს ფლუკონაზოლით მკურნალობენ. იტასპორი და ორუნგალი ნებისმიერ სოკოზე მოქმედებს.

- ჰიგიენაზე რას გვეტყვით, რომელი წესები უნდა დავიცვათ მკურნალობის პერიოდში?

- არ შეიძლება სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა; აუცილებელია, ყველამ იქონიოს საკუთარი მაკრატელი, საპარსი, პირსახოცი, ოფლის საწინააღმდეგო საშუალებები. ბანაობის შემდეგ კარგად უნდა გავიმშრალოთ. თავი უნდა ვარიდოთ სოკოს განვითარების ხელშემწყობ პირობებს.

- რას გულისხმობს ამ დაავადების პროფილაქტიკა?

- კანის სოკოვანი დაავადების პროფილაქტიკა ჰიგიენის იმ წესების დაცვას გულისხმობს, რომელთა შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ.