აკნეს გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე რეკომენდაციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკნეს გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის თანამედროვე რეკომენდაციები

- რა არის აკნე და რა იწვევს მას?

- აკნე - ეს არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელიც ფოლიკულს და მასთან დაკავშირებულ ცხიმოვან ჯირკვალს აზიანებს. აკნეს გამომწვევ მიზეზებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია Cutibakterium acne, რომელსაც ადრე Propionibacterium acne-ს უწოდებდნენ. ასევე, ცხიმის ჰიპერპროდუქცია და ფოლიკულური აპარატის მიერ ჭარბი უჯრედების წარმოქმნა, რის შედეგადაც ფოლიკულის დახშობა ხდება, სადაც ბაქტერია კარგად გრძნობს თავს.

მნიშვნელოვანია ფონური დაავადებებიც, თუმცა ისინი ხელშემყობი ფაქტორებია და არა გამომწვევი.

მოწინავე რისკ-ფაქტორს თინეიჯერ გოგონებში ჰორმონული დისბალანსი წარმოადგენს: ენდოკრინული და გინეკოლოგიური პათოლოგიები, მაგალითად საკვერცხეების პოლიკისტოზი; ის ცვლილებები, რომლებიც ანდროგენების სიჭარბით მიმდინარე პრობლემებს ქმნის. ჭარბი ცხიმის გამოყოფის ხელშემწყობი ფაქტორებია არასწორად გამოყენებული საცხები (განსაკუთრებით ცხიმოვანი საცხები). რიგ შემთხვევებში საუბარი არის კვებით ფაქტორზეც, თუმცა ეს დადასტურებული არ არის.

რძის პროდუქტები, სწრაფი კვება, ცხიმიანი საკვები - აკნეს ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება გახდეს, თუმცა ინდივიდუალურია. თუ თქვენი კანის მდგომარეობა მსგავსი ტიპის საკვების მიღების შემდეგ მწვავდება, მაშინ ის შეზღუდეთ.

- სტატისტიკურად რამდენად გავრცელებულია აკნე?

- კანის დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მსოფლიო მოსახლეობის 75-80%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს დასმული აკნეს დიაგნოზი. ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ს მონაცემებით, 50 მილიონ ადამიანს აქვს დიაგნოსტირებული აკნე. ის მუქი ტიპის კანში ჭარბობს და ჩვენთანაც საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია.

- როგორი გამოვლინება აქვს აკნეს?

- იმის მიხედვით, თუ რომელი ფორმის აკნე გვაქვს, განსხვავდება გამონაყარიც.

ყველაზე მსუბუქია აკნე, როცა პაციენტს მხოლოდ შავი წერტილები აღენიშნება. საშუალო სიმძიმის აკნეს ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს, ასეთი ტიპის გამონაყარში სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკიც ერთვება. მძიმე აკნე კვანძებით არის გამოხატული, რომლის შემდეგაც ნაწიბურები, პოსტ-აკნეს ლაქები რჩება.

აკნე იმ ადგილებში ვითარდება, სადაც ცხიმოვანი ჯირკვლები კარგად არის გამოხატული, ესენია: გულ-მკერდის არე, სახე, ზურგი.

-რამდენად ხშირია აკნესთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები?

-კანის დაავადებები და ფსიქოლოგია მკვეთრად არის შეჭიდული. ხშირად არიან ასეთი პაციენტები ბულინგის მსხვერპლი, დაბალი თვითშეფასება აქვთ. ეს კომპლექსების ჩამოყალიბებასა და დეპრესიას იწვევს. მე მყოლია პაციენტები, რომლებიც უარს ამბობდნენ სასწავლებელში სიარულზე სახის გაწმენდამდე, ვინაიდან ეს დიდ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს ქმნის. ლიტერატურაში არაერთი სუიციდის მცდელობა არის აღწერილი მძიმე აკნეს დროს.

-რამდენად არის ხალხური საშუალებებით აკნეს მკურნალობა მიზანშეწონილი?

-მე ვარ კლასიკური მედიცინის წარმომადგენელი და არ ვარ მომხრე ხალხური საშუალებების, განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს, ასევე ქრონიკული დაავადებებისას. ასე იკარგება დრო, არ არის ინდივიდუალურად მორგებული. აუცილებელია, პაცინეტმა ნებისმიერი წამლისა და მცენარის უკუჩვენების შესახებ იცოდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა.

- რამდენად საჭიროა მიკროფლორის გამოკვლევა აკნეს დროს?

- ის ერთეულ პაციენტებს სჭირდებათ, გარკვეულ შემთხვევებში, თუმცა, ე.წ მოდა არის, ყოველმა მეორე პაციენტმა გაიკეთოს ეს ანალიზი. ფლორას ჩვენ მაშინ ვიკვლევთ, როდესაც რამდენიმე ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი აქვს პაციენტს ჩატარებული და უეფექტოა. მაშინაც, როდესაც ნებისმიერი მკურნალობა არის უშედეგო და აკნე მწვავდება.

- თანამედროვე მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

- არსენალი მკურნალობის მეთოდებისა და პრეპარატების ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად მოვარგოთ პაციენტს, ასევე აკნეს ფორმა გავითვალისწინოთ. ყურადღებას ვამახვილებთ ანამნეზზე, როგორც გამონაყარის, ასევე კანის ტიპზე და ადრე ჩატარებულ მკურნალობის მეთოდებზე.

მსუბუქი აკნეს დროს წამყვანი როლი ენიჭება მოვლის საშუალებებს, როგორებიცაა კანის დასაბანი პროდუქტები, ადგილობრივი გამოყენების ლოსიონები და აშ.

საშუალო და მძიმე აკნეს შემთხვევაში საჭიროა ლოკალური თერაპიის მედიკამენტები, ზოგიერთი მძიმე ფორმის არსებობისას - სისტემური მედიკამენტური მკურნალობა.

- რას გულისხმობს აკნეს კომპლექსური მკურნალობა?

- როცა ანტიბიოტიკები არ არის საკმარისი ან ეფექტური, არჩევის პრეპარატია რეტინოიდები. მას აქვს მთელი რიგი უკუჩვენებები. ამიტომ საჭიროა ლაბორატორიული ტესტების ჩატარება მკურნალობამდე და მკურნალობის პარალელურად.

- აკნეს სამკურნალო კოსმეტიკურ პროცედურებზე რას გვეტყვით?

- კოსმეტოლოგიური პროცედურები, მათ შორის პილინგი, კომპლექსური მკურნალობის ერთი მხარეა. ის არ შეიძლება იყოს იზოლირებული. აკნეს სამკურნალოდ მას აქვს დიდი წვლილი, თუმცა მონოთერაპიის სახით არ გამოდგება. მედიკამენტებთან ერთად კოსმეტიკური პროცედურები შესანიშნავ შედეგს გვაძლევს.

აკნეს წმენდა უყვარს, თუმცა მრავლობითი ჩიქროვანი გამონაყარის დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად. ზედმეტი ჩარევის დროს შესაძლებელია კანის მოთესვა მოხდეს. ამიტომ, წმენდა რეკომედნებულია მკურნალობამდე, ან მკურნალობის პარალელურად.

- რა პროცედურაა ლაზერული მკურნალობა და რამდენად ეფექტურია?

- მას აქვს თავისი ნიშა. ლაზერული და აპარატული მკურნალობა საინტერესო რგოლია აკნეს მკურნალობაში. მას ბაქტერიოციდული ეფექტი აქვს, აკნეს შემდგომ ნაწიბურებს, ლაქებს კარგად ალაგებს. მასაც აქვს მკვეთრი ჩვენება - როდის გავიკეთოთ, რა ინტერვალით და როგორ მოვუაროთ შემდეგ კანს.

- როგორ უნდა მოვუაროთ აკნეს მკურნალობის შემდეგ კანს?

- აკნე არის ქრონიკული დაავადება, ამიტომ არც ერთ მკურნალობის მეთოდს გარანტია არ აქვს, რომ აკნეს პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ. პაციენტი უნდა იყოს მზად, რომ აკნეს უყვარს მუდმივად მოვლა და შინ მოვლის საშუალებები აუცილებლად უნდა იყოს მასზე მორგებული.