რა არის ინფექციური ერითემა, ანუ მეხუთე დაავადება? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ინფექციური ერითემა, ანუ მეხუთე დაავადება?

ინფექციური ერითემა მოიცავს უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ინფექციურ დაავადებათა ჯგუფს. ამ დაავადებებს ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაციის ნიშნები და კანზე მსხვილი გამონაყარი, რომლის ელემენტები ერთიანდება და ერითემულ ველებს ქმნის.

სიმპტომები მოიცავს

მსუბუქ ცხელებას;

სილაგაწნულის მსგავს წითელ ლოყებს, წითელ გამონაყარს სახეზე;

და ლაქოვან გამონაყარს ხელებზე, ფეხებსა და ტანზე;

დიაგნოზი დაფუძნებულია დამახასიათებელ გამონაყარზე. მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება.

ინფექციური ერითემა გამოწვეულია ადამიანის parvovirus B19-ის მიერ და გვხვდება ძირითადად გაზაფხულის თვეებში, ხშირად გეოგრაფიულად ლიმიტირებული ეპიდემიებით ბავშვებსა და მოზარდებში.

ინფექცია ვრცელდება დაავადებული ადამიანის მიერ ამოსუნთქული პატარა წვეთების შესუნთქვით. ინფექცია აგრეთვე შეიძლება გადავიდეს დედიდან ნაყოფზე ორსულობის დროს, იშვიათად იწვევს მკვდრადშობადობას ან მძიმე ანემიას და სითხეების შეკავებას და შეშუპებას (ედემა) ნაყოფში (ნაყოფის წყალმანკი).

სიმპტომები იწყება დაახლოებით ინფექციიდან 4-14 დღეში, მაგრამ ბევრ ბავშვს ისინი არ აქვს. ზოგს აქვს დაბალი ცხელება და თავს გრძნობენ საშუალოდ ავად რამდენიმე დღის განმავლობაში. 7-10 დღის შემდგომ ბავშვებს უვითარდებათ წითელი ლოყები, რაც ძალიან ჰგავს სილაგაწნულ მდგომარეობას, აგრეთვე გამონაყარი, განსაკუთრებით ხელებზე, ფეხებსა და სხეულზე, მაგრამ, როგორც წესი, არ გვხვდება ხელისგულებსა და ფეხისგულებზე.

წითელი ლაქოვანი, კანიდან წამოწეული გამონაყარი იწვევს ქავილს, განსაკუთრებით ხელების ტანსაცმლისგან დაუფარავ არეებზე, რადგან გამონაყარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივის მოხვედრამ.

გამონაყარი, როგორც წესი, გრძელდება 5-10 დღე. შემდგომი კვირების მანძილზე იგი შეიძლება კიდევ გამოჩნდეს მზის სხივების მოხვედრის, ვარჯიშის, სიცხის, ცხელების ან ემოციური სტრესის შემდეგ. მოზარდებში სახსრის მსუბუქი ტკივილი და შეშუპება შეიძლება დარჩეს ან ხელახლა გაჩნდეს და შემდგომ გაქრეს კვირებიდან თვეების მანძილზე.

ინფექციური ერითემა აგრეთვე შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელთაც აქვთ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან იმუნოდეფიციტური დაავადება, როგორიცაა შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი). ვირუსი მოქმედებს ძვლის ტვინზე და იწვევს მძიმე ანემიას.

ექიმის დიაგნოზი დაფუძნებულია გამონაყარის ხასიათზე. სისხლის ანალიზები შეიძლება დაგვეხმაროს ვირუსის იდენტიფიცირებისათვის, თუმცა ძალიან იშვიათად ტარდება. მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება.