რა არის „ქათმის კანი“, ასევე „მარწყვის კანი“ - რაზე მიანიშნებს წითელი გამონაყარი და გაუხეშებული კანი მკლავებზე ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის „ქათმის კანი“, ასევე „მარწყვის კანი“ - რაზე მიანიშნებს წითელი გამონაყარი და გაუხეშებული კანი მკლავებზე ?

პილარული კერატოზი არის გავრცელებული დაავადება, რომლის დროსაც კანის ზედა შრის მკვდარი უჯრედების მიერ თმის ფოლიკულის დახშობა ხდება.

განვითარების მიზეზი უცნობია, შესაძლოა გარკვეულ როლს თამაშობდეს მემკვიდრეობა და კანის სხვა დაავადებები, მაგალითად, ატოპიური დერმატიტით დაავადებული პაციენტები უფრო მიდრეკილნი არიან პილარული კერატოზის განვითარებისადმი.

საცობები, რომელიც პილარული კერატოზის დროს ვითარდება, კანს უხეშს (როგორც ქათმის კანი) და მშრალს ხდის. ზოგჯერ საცობი პატარა პაპულას ემსგავსება.

როგორც წესი, არ ახლავს ქავილი ან ტკივილი და მხოლოდ კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს. ყველაზე ხშირად ზიანდება მხრები, ფეხები და დუნდულები.

სახეზე გამონაყარი უპირატესად ბავშვებში გვხვდება, ხშირად ვითარდება ზამთარში, ცივ ჰაერზე და ზაფხულში ქრება.

პილარული კერატოზი მკურნალობას არ საჭიროებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტისთვის ის კოსმეტიკური თვალსაზრისით არის შემაწუხებელი.

ძირითადი მიდგომა არის კანის დატენიანება. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კრემები სალიცილის მჟავას, რძემჟავას ან ტრეტინოინის შემცველობით.

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ დაავადება თავს ხშირად ხელახლა იჩენს.