3 სწორი ნაბიჯი, რომელიც აკნეს დაგამარცხებინებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

3 სწორი ნაბიჯი, რომელიც აკნეს დაგამარცხებინებთ

სოკოების (საფუარასა და კანდიდას) გამრავლება კუჭ-ნაწლავში.

თუ თქვენ განიკურნებით კანდიდასგან, ეს ნიშნავს, რომ განიკურნებით აკნესგანაც.

ალბათ იფიქრებთ, რამ გამოიწვია სოკოების ან ბაქტერიების გამრავლება თქვენს ორგანიზმში? ამის შესაძლო მიზეზებია:

• უახლოეს წარსულში იღებდით ანტიბიოტიკებს

• იღებდით ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს

• სვამდით ქლორირებულ წყალს

• ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით მოიხმართ შაქარს

როგორ დავამარცხოთ სამუდამოდ აკნე?

N1

ამოიღეთ შემდეგი 3 საკვები თქვენი კვების რაციონიდან

შაქარი

ის კანდიდასა და საფუარა სოკოებს კვებავს. შეგიძლიათ შაქარი ჩაანაცვლოთ სტევიას ფოთლებით (მცენარე, რომელსაც ტკბილი ფოთლები აქვს).

ცხობისას და სხვადასხვა საჭმლის მომზადებისას შეგიძლიათ შაქრის ნაცვლად ნატურალური თაფლი გამოიყენოთ.

შეამცირეთ ხილის რაოდენობაც.

მარცვლეული

განსაკუთრებით, გლუტენიანი. მას შეუძლია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანის ანთებას შეუწყოს ხელი, რაც აისახება თქვენს სახეზე აკნეს გამონაყარის განვითარებით. აკნე, ასევე ეგზემა, მხოლოდ კანის პრობლემა არ არის.

ორივე მოდის შინაგანი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის პრობლემებიდან.

მიირთვით უგლუტენო პროდუქტი.

• ჰიდროგენიზებული ცხიმი

„ცუდი“ , არაჯანსაღი ცხიმი კანის ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს. საუკეთესო საშუალება აკნეს დროს არის ქოქოსის ზეთის გამოყენება.

მას ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია.

აკნესთვის სასარგებლო პროდუქტებია:

• ბოჭკოვანით მდიდარი საკვები

ის „ცუდ“ ბაქტერიებს ანადგურებს და ხელს უწყობს „კარგი“ ბაქტერიების, ანუ პრობიოტიკების ზრდას.

ბოჭკოვანის საუკეთესო წყარო არის თხილეული, ნუში, ჩიას მარცვლები, ბოსნტეული.

• მიიღეთ მეტი პროტეინი, ცილა

აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლიც.

ნატურალური კვერცხი, ქათმისა და ხბოს ხორცი - პროტეინის წყაროა.

ცილები დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის დაბალანსებაში.

N2

პრობიოტიკები

პრობიოტიკები კუჭ-ნაწლავში ცუდ ბაქტერიებს ებრძვის. ის იმუნურ სისტემას აძლიერებს.

მიირთვით პრობიოტიკებით მდიდარი საკვები, როგორებიცაა: კეფირი, იოგურტი.

ასევე მნიშვნელოვანია თუთია, რომელიც კუჭს გაჯანსაღებაში დაეხმარება.

დღიურად 50მგ თუთიის მიღება ძალიან ეფექტურია აკნესთან საბრძოლველად.

ანტიოქსიდანტები - ანწლი, რომელიც სიროფის სახითაც იყიდება, ერთ-ერთი საუკეთესო ანტიოქსიდანტური საშუალებაა, რომელიც აკნეს შველის.

შეგიძლიათ საუზმეზე 1 ჩ/კ სიროფი დაუმატოთ სხვადასხვა სმუზს ან სასმელს.

N3

სახის დაბანა

დაგჭირდებათ ჩაის ხის ზეთის შემცველი დასაბანი საშუალება.

ჩაის ხის ეთერზეთი კანზე ბაქტერიებს გაანადგურებს და დაგიტენიანებთ მას.