რძის საპონი ეგზემის სამკურნალოდ? - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

რძის საპონი ეგზემის სამკურნალოდ?

რძის საპონი ეგზემის სამკურნალოდ?
საპნის შემადგენლობაში ჭუჭყისა და ცხიმის მოსაშორებელი ინგრედიენტების გარდა, დამატენიანებელი ნივთიერებაც შედის, ძირითადად, ძროხის რძე.

ზოგიერთი მათგანი, ძროხის ნაცვლად თხის რძეს შეიცავს.


ოფიციალურად არ არის დამტკიცებული, რომ თხის რძის საპონი ეგზემას კურნავს, თუმცა მას აქვს ის თვისებები, რომელიც კანის ანთებას შესანიშნავად ებრძვის.


თხის რძის საპონს აქვს შემდეგი უპირატესობები:



ის ბუნებრივი ამქერცლავი საშუალებაა



სწორედ თხის რძე გამოიყენება სხვადასხვა პილინგის პროცედურაში.

თხის რძის საპონი კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ვინაიდან რძემჟავასა და ალფა-ჰიდროქსი მჟავას შეიცავს.

ასე ის კანს ჯანმრთელ და ახალგაზრდა იერს უბრუნებს.



შეიცავს პრობიოტიკებს


თხის რძის შემადგენლობაში არსებული რძემჟავა პრობიოტიკებს შეიცავს, ეფექტურია ჩვილებისთვის ეგზემის სამკურნალოდ.


თხის რძის საპონი კანს ატენიანებს


სწორედ კანის ძლიერი დატენიანება წარმოადგენს ბარიერს ეგზემისთვის - ის მას მდგრადობას ანიჭებს.


თხის რძის საპონი უსაფრთხოდ ითვლება ყველა ასაკის ადამიანისთვის, მათ შორის ჩვილებისათვის და მოზარდებისთვის.

რეკომენდებულია მგრძნობიარე კანისთვის.


მნიშვნელოვანია,
ყურადრება მივაქციოთ საპნის შემადგენელ სხვა ინგრედიენტებსაც, მაგალითად ზეითუნის ზეთის შემცველობამ შეიძლება კანის ანთების სიმპტომები გააუარესოს.


აუცილებელია იცოდეთ, ალერგიული ხომ არ ხართ თხის რძის მიმართ.

აღნიშნული საპონი ეგზემის გარდა, ფსორიაზის წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოიყენება, ასევე აკნეს პრევენციის მიზნით.


ის კანის ჯანსაღი მიკრობიომის განვითარებას უწყობს ხელს.

გაგისუფთავებთ სახის კანს, დაგიტენიანებთ და საკვები ნივთიერებებით გაამდიდრებს მას.

მის შემცველობაში შედის A ვიტამინი და სელენი, რომელიც კანის ჯანსაღი გარსისთვის აუცილებელი კომპონენტია, ის ფსორიაზისთვის დამახასიათებელ სიმშრალეს შესანიშნავად ებრძვის.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბლაშინგ-სინდრომი სახის მოულოდნელი გაწითლებაა, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგია.
გვესაუბრება ექიმ დერმატოვენეროლოგი თემურ კვეზერელ-კოპაძე.
ფურუნკული (ძირმაგარა) თმის ბუდისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთებაა,
კანის ქავილის მექანიზმზე, მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი-დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე.
კანის ის ცვლილებები, რომელთა აღმოცენება შესაძლოა შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადების ნიშანი იყოს.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად