მეცნიერები ფსორიაზის ბუნების ამოცნობას ცდილობენ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

კითხვა-პასუხი

მეცნიერები ფსორიაზის ბუნების ამოცნობას ცდილობენ

მეცნიერები ფსორიაზის ბუნების ამოცნობას ცდილობენ
ფსორიაზი კანის გავრცელებული ანთებითი, აუტოიმუნური ბუნების დაავადებაა. როგორც ბიოსამედიცინო კვლევები აჩვენებს, ფსორიაზის დროს, კანის ანთება ვითარდება კანის ეპითელიუმისა და იმუნური სისტემის უჯრედებს შორის ნორმალური ურთიერთქმედების დარღვევის შედეგად. თუმცა, დღემდე გაურკვეველია ზუსტად რომელი მოლეკულური პროცესები ახდენს იმუნური უჯრედების გააქტიურებასა და კანის უჯრედებზე შეტევის განხორციელებას.

გენ-მოდიფიცირებულ თაგვებისა და ფსორიაზით დაზიანებული ადამიანის ქსოვილის ნიმუშების კვლევისას მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კანის ანთების პროვოცირებაში მნიშნველოვან როლს ასრულებს ცილა c-Jun. ის წარმოადგენილია იმუნური სისტემის უჯრედების ერთერთი სახეობის - დენდრიდულ უჯრედებში. ფსორიაზით დაავადებული პაციენტების კანის უჯრედებში აღნიშნული
ცილის დონე მომატებული აღმოჩნდა.

როდესაც მეცნიერებმა დამიზნებით "გამორთეს" დენდრიდულ უჯრედებში ცილის c-Jun მაკოდირებელი გენი, ფსორიაზის სიმპტომებიც კანზე გაქრა.

ამ მექანიზმის შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცილა c-Jun უშვებს სიგნალური რეაქციების მთელ კასკადს, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს კანის უჯრედებზე იმუნურ შეტევას. ის აკონტროლებს სასიგნალო იმუნური მოლეკულის ციტოკინ
IL-23-ის გამომუშავებას, რომელიც თავის მხრივ ააქტიურებს Т-ლიმფოციტებს, რის შედეგადაც ვითარდება ანთებითი რეაქცია. ცილა c-Jun-ის ბლოკადა ამცირებს IL-23-ის გამომუშავებას, რის შედეგადაც მცირდება ანთება და კლინიკური სურათი უმჯობესდება.

დღეისათვის, უკვე არსებობს ცილა c-Jun-ის აქტივობის დამთრგუნველი ფარმაკოლოგიური პრეპარატები. კვლევის შემდგომი მიმართულებაა ფსორიაზის დროს მათი გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზი არის „ცუდი ბაქტერიების“,
საპნის შემადგენლობაში ჭუჭყისა და ცხიმის
მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი.
ტალღოვანი, მოვარდისფრო, ან თეთრი ფრჩხილები, მათ შეფერილობასა და ფორმას ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამის თქმა შეუძლია.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად