კანის დაავადება - სხვა პათოლოგიის ნიშანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის დაავადება - სხვა პათოლოგიის ნიშანი

1. ჰიგიენური წესების არასაკმარისად დაცვა, 2. მომატებული ოფლიანობა, 3. მოზარდობის ასაკი და სხვა. სხვათა შორის ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ თუ ერთი ფურუნკული გაუჩნდა ადამიანს, მაშინ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მას კიდევ (აუცილებლად) რამდენიმე ფურუნკული უნდა გაუჩნდეს (როგორც წესი, ასახელებენ შვიდ ან ცხრა ფურუნკულს). ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ძალიან ადვილია (რა თქმა უნდა, ჰიგიენის პირობების დაუცველობის შემთხვევაში) ჩირქოვანი ინფექციის ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა და სწორედ ეს იწვევს რამდენიმე ფურუნკულის გაჩენას. კატეგორიულად არის აკრძალული ფურუნკულის გამოწურვა თითებით! განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სახის ან თავის მიდამოშია ლოკალიზებული. თუმცა არის შემთხვევები, როცა ადამიანის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე ფურუნკული ჩნდება, ან ფურუნკული თითქოს უმიზეზოდ ხშირად ჩნდება და ის ძნელად ემორჩილება მკურნალობას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რადგან ზემოთ აღწერილი შეიძლება იყოს შაქრიანი დიაბეტის ნიშანი. ეს უკანასკნელი კი სერიოზულ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. საერთოდ, ფურუნკული მსუბუქი დაავადებაა და ავადმყოფის ორგანიზმში მნიშვნელოვან ზოგად ცვლილებებს არ იწვევს. ძირმაგარის სამკურნალოდ ხალხური საშუალებებიც არსებობს, მაგრამ მისი ზოგიერთი მდებარეობის შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობა დამძიმდეს. სახის, განსაკუთრებით ზედა ტუჩის ფურუნკული მეტად მძიმედ მიმდინარეობს. ამ დროს ინფექცია სახის სისხლძარღვებით შეიძლება თავის ტვინისკენ გავრცელდეს და მენინგიტი გამოიწვიოს. ფურუნკულიანი ავადმყოფის მკურნალობა საჭიროა ქირურგის მეთვალყურეობით სამედიცინო დაწესებულებაში. ფურუნკულის დროს ოპერაცია პრაქტიკულად არ კეთდება, მაგრამ სახის გართულებული ფურუნკულის დროს შესაძლებელია ოპერაციული ჩარევის საკითხი დადგეს, რომლის საჭიროებაც მკვეთრად ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ქირურგმა.

კარბუნკული (ლათინურიდან "კარბუნკულუს" - სიტყვასიტყვით "ნახშირი") - თმის ბუდეებისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ირგვლივი კანისა და კანქვეშა უჯრედისის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთებაა. ამ დროს ანთებითი პროცესი ღრმად მდებარე ქსოვილებზე ვრცელდება და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. ჩვეულებრივ, კარბუნკული კისრის უკანა მხარეს, სახეზე, წელზე, ზურგზე და დუნდულა კუნთებზე ლოკალიზდება. ფურუნკულის მსგავსად კარბუნკულიც ყველაზე ხშირად კანის იმ ადგილების დაბინძურებისას ჩნდება, რომელიც ტანსაცმლით მექანიკურად ზიანდება. კარბუნკულის წარმოქმნასა და განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ნორმალურად ფუნქციონირების დარღვევა, ავიტამინოზი. კარბუნკულს თან სდევს ორგანიზმის ინტოქსიკაცია (მოშხამვა), მაღალი ტემპერატურა, მძიმე შემთხვევებში - ღებინება, გონების დაკარგვა. სწორედ ამიტომ კარბუნკულის მკურნალობა, რომელშიც ძალიან ხშირად (პრაქტიკულად ყოველთვის) ოპერაციის გაკეთებაც იგულისხმება, ქირურგიულ სტაციონარში უნდა მიმდინარეობდეს.

პროფილაქტიკა. ფურუნკულის, ისევე როგორც კარბუნკულის შემთხვევაში პროფილაქტიკა კანისა და თეთრეულის ჰიგიენური წესების დაცვაში მდგომარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია, წელიწადში ერთხელ მაინც ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი იმისათვის, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ისეთი მძიმე დაავადებების არსებობა, რომელთა ნიშანიც ზემოთ აღნიშნული ორი დაავადება შეიძლება იყოს.

პიოდერმია (ბერძ. "პიონ" - ჩირქი, "დერმა" - კანი) - ეს კანის ჩირქოვანი დაზიანებაა, რომელიც მასში ჩირქის წარმომქმნელი ბაქტერიების ჩანერგვით წარმოიქმნება. პიოდერმია კანის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. არსებობს მისი რამდენიმე ფორმა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ. პიოდერმიის დროს, როგორც წესი, უფრო ხშირად კანის ზედაპირი ზიანდება. სტაფილოდერმიისას (პიოდერმია, რომელსაც სტაფილოკოკი იწვევს) ანთებითი პროცესი ლოკალიზდება თმის ფოლიკულებში და ცხიმოვან ჯირკვლებში, მაგრამ ფურუნკულისა და კარბუნკულისგან განსხვავებით პროცესი უფრო ზედაპირულია.  დაჩირქებული ადგილი ზომით ოსპის მარცვლისოდენა ხდება, რომლის ცენტრში თმის ღერი ჩანს. ზოგჯერ ეს პროცესი თმის ჩაბრუნებაში, ფურუნკულში ერევათ. პიოდერმია შეიძლება ჯანმრთელ კანზეც წარმოიქმნას ან რომელიმე დაავადების (ცენტრალური ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების ფუნქციის მოშლა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი და სხვა) გართულებაც იყოს. ხშირ შემთხვევაში ქრონიკულად მიმდინარე და მკურნალობას ძნელადდამორჩილებადი პიოდერმია (სტრეპტო და სტაფილოკოკების მიერ გამოწვეული) შეიძლება შაქრიანი დიაბეტის ან სხვა რომელიმე სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ამა თუ იმ პრობლემის გაჩენისთანავე არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. დროულად დაწყებული მკურნალობა მრავალ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.