საშინელი ქავილის მიზეზი შეიძლება მუნი იყოს - რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ვუმკურნალოთ მას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2021

კითხვა-პასუხი

საშინელი ქავილის მიზეზი შეიძლება მუნი იყოს - რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ვუმკურნალოთ მას

საშინელი ქავილის მიზეზი შეიძლება მუნი იყოს - რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ვუმკურნალოთ მას
მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი. დაავადებას იწვევს მუნის ტკიპი Sarcoptes scabiei.

დასნებოვნებას ახლავს ძლიერი ქავილი, სავარაუდოდ, ალერგიული გენეზის.


მუნი ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე ფიზიკური კონტაქტით, ხშირად გამოვლინდება ოჯახის რამდენიმე წევრში.

იშვიათად ტკიპები შესაძლოა გავრცელდეს დაინფიცირებული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საერთო მოხმარების ნივთების მეშვეობით, თუმცა, გამომწვევი დიდხანს ვერ ცოცხლობს, მაღალ ტემპერატურაზე რეცხვა და უთოთი დამუშავება ტკიპებს ანადგურებს.


სიმპტომები


• მუნს ახასიათებს ინტენსიური ქავილი, რომელიც, როგორც წესი, ღამით ძლიერდება


• ტკიპის ტიპური სავალი
ვლინდება თხელი 1/2 ინჩამდე (1 სმ-დე) სიგრძის ხაზებით, ზოგჯერ პატარა კვანძით ერთ-ერთ ბოლოში. შემთხვევათა ნაწილში გვხვდება მხოლოდ მცირე ზომის კვანძები, ქავილით გამოწვეული ექსკორიაციებით.


• გამონაყარი წყვილ-წყვილადაა განლაგებული. ხვრელები შესაძლოა შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, გარდა სახისა. ტიპური ლოკალიზაციაა – თითებს შორის არე, მაჯა, კოჭები, დუნდულოები, კერტები და
მამაკაცებში – გენიტალიები.


• დროთა განმავლობაში ტკიპის სავალი ძნელად შესამჩნევი ხდება, რისი მიზეზიც ქავილით გამოწვეული ანთებითი პროცესია.


• სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში მძიმე ინვაზიის განვითარებაა მოსალოდნელი. ყალიბდება კანის ფართო უბნის სქელი ქერქის დაფარული დაზიანება.
მუნის დიაგნოსტირებისთვის, როგორც წესი, საკმარისია ქავილის არსებობა და კანზე დამახასიათებელი ტკიპის სავალის აღმოჩენა, თუმცა, დიაგნოზის დასაზუსტებლად კანის ანაფხეკს სწავლობენ მიკროსკოპის ქვეშ, რაც გამოავლენს ტკიპს ან მისი კვერცხების არსებობას ნიმუშში.


მკურნალობა


მუნის სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად პერმეტრინის 5%-იანი კრემის აპლიკაცია, რომელიც კანზე მთელი ღამის განმავლობაში რჩება.

დილით ხდება ჩამობანვა. მოზარდებსა და ახალგაზრდებში მისი ალტერნატივა არის ლინდანის ლოსიონი. ერთი კვირის შემდეგ საჭიროა ორივე მედიკამენტის განმეორებითი გამოყენება.


წარმატებული მკურნალობის მიუხედავად, ქავილი შესაძლოა გაგრძელდეს 2-4 კვირის განმავლობაში, მიზეზი კანზე დარჩენილი ტკიპის ნაწილებზე განვითარებული ალერგიული რეაქციაა.

ქავილის შესამცირებლად გამოიყენება ადგილობრივად კორტიკოსტეროიდების შემცველი მალამოები და პერორალური ანტიჰისტამინური საშუალებები.

ზოგჯერ კანის გაღიზიანებამ და ღრმა ნაკაწრებმა შესაძლოა გამოიწვიოს ბაქტერიული ინფექციის განვითარება, რაც ანტიბიოტიკოთერაპიას მოითხოვს.

მკურნალობას ასევე საჭიროებენ მუნით დაავადებულთა ოჯახის წევრები და მასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები (მაგ: სქესობრივი კავშირი). დაბინძურებული ტანსაცმელი და თეთრეული უნდა გაირეცხოს მაღალ ტემპერატურაზე და საშრობში გაშრეს.

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ჭარბი წონის მიზეზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე გვესაუბრება კლინიკა "ენმედიცის" წამყვანი ენდოკრინოლოგი, პროფესორი მაია ჩიქობავა.
კატეგორიის სხვა სტატიები
ბლაშინგ-სინდრომი სახის მოულოდნელი გაწითლებაა, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასწორი მუშაობის შედეგია.
გვესაუბრება ექიმ დერმატოვენეროლოგი თემურ კვეზერელ-კოპაძე.
ფურუნკული (ძირმაგარა) თმის ბუდისა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილების მწვავე ანთებაა,
კანის ქავილის მექანიზმზე, მიზეზებზე, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი-დერმატოვენეროლოგი, კოსმეტოლოგი ნინო ლომსაძე.
კანის ის ცვლილებები, რომელთა აღმოცენება შესაძლოა შინაგანი ორგანოების ამა თუ იმ დაავადების ნიშანი იყოს.
როდის აღმოცენდება დაბუჟება და ტკივილი კეფის მიდამოში
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად