ეგზემა - რომელი ბუნებრივი საშუალებები შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს და შეგიხორცებთ ჭრილობებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ეგზემა - რომელი ბუნებრივი საშუალებები შეგიმსუბუქებთ სიმპტომებს და შეგიხორცებთ ჭრილობებს?

არსებობს მრავალი ნატურალური საშუალება, რომელიც კანს დაატენიანებს.

ისინი ებრძვიან ანთებასა და ბაქტერიებს. მათი დახმარებით შეშუპება დაცხრება და ინფექციას თავიდან აიცილებთ.

ისინი ვერ კურნავენ ეგზემას, თუმცა სიმპტომებს ამსუბუქებენ.

• ალოე ვერა

ალოე ვერას გელს აქვს შემდეგი თვისებები:

• ანტიბაქტერიული

• ანტიმიკრობული

• აძლიერებს იმუნურ სისტემას

• ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას

სწორედ ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებების გამო ებრძვის ეგზემას ალოე ვერა.

ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ხელს უწყობს მის შეხორცებას.

• ვაშლის ძმარი

ის აბალანსებს კანის მჟავიანობას. საპნების უმეტესობა ტუტე ბუნებისაა.

მათ, შესაძლოა, კანის მჟავიანობა დაარღვიონ და გამოიწვიონ ეგზემა.

ვაშლის ძმარი ასევე ებრძვის ბაქტერიებს.

დამწვრობის თავიდან აცილების მიზნით, ვაშლის ძმარი ყოველთვის გააზავეთ, სანამ კანზე წაისვამთ.

რეცეპტი

შეურიეთ 1 ჭიქა თბილი წყალი და 1 ს/კ ვაშლის ძმარი. დაასველეთ ხსნარში ბამბა, დაიდეთ კანზე და გაიჩერეთ 3 საათით.

რაც შეეხება, ვაშლის აბაზანებს, თბილ აბაზანაში 2 ჭიქა ვაშლის ძმარი დაამატეთ. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 15-20 წუთია.

კარგად ჩამოიბანეთ კანი და შემდგომ დაიტენიანეთ.

• ქოქოსის ზეთი

ცხიმოვანი მჟავების შემცველი ქოქოსის ზეთი მშვენივრად დაგიტენიანებთ ეგზემისგან გამომშრალ კანს. აქვს ასევე ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

კვლევებმა დაადასტურა, რომ 8 კვირის განმავლობაში თუ გამოიყენებთ მას, სიმპტომები შემცირდება.

ის ჩვეულებრივ ზეთზე მეტად დაგირბილებთ კანს და შეებრძოლება ეგზემას.

• თაფლი

თაფლს ჭრილობების შეხორცების შესანიშნავი უნარი აქვს, ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული ეფექტით გამოირჩევა.

დაზიანებულ უბანზე წაისვით ის, ჭრილობებს შეახორცებს და ინფექციას ჩააცხრობს, ასევე კანსაც დაატენიანებს.