„ ექიმის გამოწერილი წამლებიც არ მშველის, საშინლად მტკივა კუნთები" - რა არის ფიბრომიალგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ ექიმის გამოწერილი წამლებიც არ მშველის, საშინლად მტკივა კუნთები" - რა არის ფიბრომიალგია

ყველაზე რთული ამ დაავადბის დიაგნოსტირებაა, ვინაიდან ის სიმპტომებით არაერთ სხვა დაავადებას ჰგავს. მას ახასიათებს ტრიგერულ ზონებში და ზოგადად, მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში, კუნთების მრავლობითი ტკივილი.

მისი სხვა სიმპტომებია:

• დაღლილობა

• ძილის პრობლემები

• თავის ტკივილი

• შფოთვა/დეპრესია

• ტკივილი მუცლის ქვედა არეში

• შარდის ბუშტის პრობლემები

ამ დაავადების დროს ტვინი და ნერვები ზედმეტად რეაგირებენ ტკივილის ნორმალურ სიგნალებზე, რაც თავის ტვინში ქიმიური ნივთიერებების დისბალანსით არის გამოწვეული.

დაავადება ორივე სქესის წარმომადგენელს შეიძლება ჰქონდეს, ქალებს - უფრო მეტად.

მათთან სიმპტომები მენოპაუზის დროს ძლიერდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიბრომიალგია ტრიგერული წერტილების ზონების ტკივილს იწვევს. ჩვენს სხეულზე განლაგებული 18 სპეციფიკური ზონიდან, დაავადებულ ადამიანს შეიძლება 11 ზონის ტკივილის შეგრძნება, მომატებული მგრძნობელობა ჰქონდეს.

პაციენტს ხელის მყარი დაჭერით აღნიშნულ ადგილას აღენიშნება ტკივილი, მომატებული მგრძნობელობა.

mkurnali.ge

ასეთი ზონებია, მაგალითად:

• თავის უკან მხარე

• მხრების ზედა ნაწილი

• მკერდის ზედა ნაწილი

• თეძოები

• გარე იდაყვები

დღეს უკვე 5 ტრიგერული ზონიდან 4 თუ არის მგრძნობიარე და სამედიცინო შემოწმებებით სხვა დაავადებები გამოირიცხება, მაშინ ფიბრომიალგიის დიაგნოზი დაისმება.

მისთვის დამახასიათებელი ტკივილი კუნთებსა და რბილ ქსოვილებში შეინიშნება - მსუბუქი მგრძნობელობიდან დაწყებული, აუტანელ დისკომფორტამდე.

შეიძლება ის იყოს მკერდის არეში, ახასიათებდეს მოჭერის, წვის შეგრძნება, ინფარქტის ტკივილს მოგაგონებდეთ, მხარსა და მკლავზეც შეიძლება გადადიოდეს ტკივილი.

mkurnali.ge

ასევე, ვლინდება ზურგის ან ფეხის კუნთების ტკივილით, შეიძლება, ჩხვლეტა, სიმძიმის შეგრძნება გქონდეთ.

დეპრესია, ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტრავმა, ინფექცია, გენეტიკა - მის ძირითად გამომწვევ მიზეზებად ითვლება.

დაავადების სამართავად აუცილებელია ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები და ასევე ცხოვრების წესის მაქსიმალური ცვლილება.

ვარჯიშით, მედიტაციით, მოწესრიგებული ძილის რეჟიმით, მასაჟით -  თქვენს ორგანიზმსა და ტვინს მოსვენების, მოდუნების საშუალება უნდა მისცეთ, ტონუსში უნდა ამყოფოთ.

ასევე ძალიან კარგი შედეგი აქვს ელექტროსტიმულაციას, რომელსაც ფართოდ იყენებენ დაავადების სამართავად.

mkurnali.ge