როგორ ამოვიცნოთ ფსორიაზი? - ტიპები, გამომწვევი ფაქტორები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ფსორიაზი? - ტიპები, გამომწვევი ფაქტორები და მკურნალობა

დაავადება ერთნაირად აწუხებთ მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც. ფსორიაზისთვის გამონაყარი, ძირითადად, იდაყვებსა და მუხლებზეა დამახასიათებელი.

თუმცა ის შეიძლება ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, კისერსა და თავის თმიანი ნაწილზეც განვითარდეს.

ფსორიაზი რიგ დაავადებებთან ასოცირდება :

• ტიპი 2 დიაბეტი

• ნაწლავის ანთებითი დაავადებები

• გულის დაავადებები

• ფსორიაზული ართრიტი

• შფოთვა

• დეპრესია

მას გარკვეულწილად მემკვიდრული ხასიათიც აქვს. თამბაქოს მიღება, ალკოჰოლი, სტრესი - მისი მაპროვოცირებელია.

ფსორიაზი არ არის გადამდები დაავადება.

არსებობს 5 ტიპის ფსორიაზი

• ბალთოვანი ფსორიაზი

mkurnali.ge

ის არის ყველაზე გავრცელებული ფორმა. წითელ, ანთებით ლაქებს იწვევს, რომელიც მოთეთრო ქერცლით არის დაფარული.

ასეთი ლაქები იდაყვებზე, მუხლებსა და თავის კანზეა ლოკალიზებული.

• წვეთოვანი ფსორიაზი

mkurnali.ge

ფსორიაზის ეს ტიპი ბავშვებში არის გავრცელებული.

მცირე ვარდისფერ ლაქებს იწვევს. გავრცელების არეალია: ტანი, მკლავები და ფეხები.

• პუსტულარული ფსორიაზი

mkurnali.ge

მოზრდილებშია გავრცელებული. თეთრი, ჩირქიანი გამონაყარი და კანზე ფართო წითელი უბნები ახასიათებს. ჩნდება ხელებზე, ფეხებზე, თუმცა შეიძლება კანის სხვა უბნებზეც შეგვხვდეს.

• ინვერსიული ფსორიაზი

mkurnali.ge

ეს არის იგივე ნაოჭების ფსორიაზი. ლაქები იღლიაში, მკერდის ქვეშ, საზარდულში, ან სასქესო ორგანოების მიდამოებში ჩნდება.

აღნიშნული ტიპი უფრო ასაკოვან ადამიანებში გვხვდება.

• ერითროდერმული ფსორიაზი

mkurnali.ge

ეს მძიმე და იშვიათი ფორმაა. ლაქები კანის დიდ უბნებს იკავებს, თითქოს კანი დამწვარია. ზოგადი სისუსტეც შეიძლება გამოიწვიოს ამ ფორმამ.

ფსორიაზი და ართრიტი

mkurnali.ge

ფსორიაზის შემთხვევათა 30-33% არის ართრიტული ფსორიაზი.

ის დაზიანებულ სახსრებში შეშუპებას და ტკივილს იწვევს.

ანთება ერთ ან რამდენიმე სახსარზე შეიძლება იყოს. დაავადება ქრონიკულია.

ვრცელდება: ხელისა და ფეხის თითებზე, ზურგზე, მაჯებზე, მუხლებსა და ტერფებზე.

მკურნალობა

ფსორიაზის დიაგნოსტირება კანის უბნების დათვალიერებასთან ერთად, სპეციაულური აპარატით არის შესაძლებელი.

მისი მკურნალობა კი დამოკიდებულია ფსორიაზის ტიპსა და სიმძიმეზე.

შესაძლებელია როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი თერაპია.

აუცილებელია, სპეციალური დიეტის დაცვა.

ფსორიაზით დაავადებული ადამიანი ალკოჰოლს, თამბაქოსა და სტრესს უნდა მოერიდოს.

ის შეიძლება უფრო გამწვავდეს შემდეგი საკვების მიღებისას:

• წითელი ხორცი

• რძის ნაწარმი

• რაფინირებული შაქარი

• დამუშავებული საკვები

ცხიმოვანი მჟავა, ომეგა-3, მარცვლეულები, ბოსტნეული - უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.

მკურნალობა შესაძლებელი და აუცილებელია. კარგ შედეგებს იძლევა ასევე ფოტოთერაპია.