რომელ პრობლემაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ფერის ლაქა კანზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელ პრობლემაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ფერის ლაქა კანზე?

რა უწყობს ხელს კანის ნორმალური პიგმენტაციის ჩამოყალიბებას?

კანის პიგმენტაცია სხვადასხვა რასის ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია და მემკვიდრეობით არის განპირობებული.

კანის ფერს განსაზღვრავს სხვადასხვა პიგმენტი. მისი ფერის ჩამოყალიბებაში 4 პიგმენტი ღებულობს მონაწილეობას.

დეზოქსიჰემოგლობინი, ოქსიჰემოგლობინი, კაროტინი და ყველაზე მთავარი - კანის პიგმენტის განმსაზღვრელი მელანინი, რომელიც განლაგებულია კანის ბაზალურ შრეში.

როდის და რატომ ჩნდება კანზე პიგმენტური ლაქები?

არსებობს ჰიპერპიგმენტური ლაქები და დეპიგმენტური. ჰიპერპიგმენტური მუქი ლაქებია, დეპიგმენტური კი - ღია ან თეთრი ფერისაა.

ორივე ტიპის ლაქები დამახასიათებელია სხვადასხვა დაავადებისთვის. მაგალითად, ღია ფერის ლაქები ვიტილიგოსთვის არის დამახასიათებელი.

რაც შეეხება ნევუსებს, ანუ ხალებს, სხვადასხვა ტიპის არის და ის დაავადებად არ ითვლება. ნორმალური, გენეტიკურად განპირობებული წარმონაქმნებია კანზე.

რომელი შინაგანი დაავადების დროს ჩნდება კანზე ლაქები?

კანზე ლაქები ყველაზე მეტად ენდოკრინოლოგიური დაავადებებისთვის არის დამახასიათებელი.

დეპიგმენტური ლაქები, ანუ ვიტილიგო, აუტოიმუნური პროცესების დროს აღინიშნება - ხშირია ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური პათოლოგიების დროს. თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებისთვის დამახასიათებელია ე.წ შავი აკანტოზი, ანუ შავი ლაქები სხეულის სხვადასხვა უბანზე, ხშირად ნაოჭებში.

ჰიპერპიგმენტური ლაქები ხშირად გვხვდება ღვიძლის პათოლოგიების დროს. ასევე, სხვადასხვა სისტემის პათოლოგიების დროს, შესაძლებელია კანზე სხვადასხვა ლაქები იყოს.

სისხლძარღოვან პათოლოგიებს ახასიათებთ წითელი ლაქები.

ჭორფლი რა შემთხვევაში ჩნდება?

ჭორფლის დროს არის მრავლობითი ჰიპერპიგმენტური ლაქები, რაც დაავადებად არ ითვლება და გენეტიკურია, ასევე დაკავშირებულია კანის ტიპთან.

ზოგადად, 6 ტიპის კანი არსებობს. პირველი ტიპი არის ყველაზე ღია ფერის, თმაც და თვალებიც ღია ფერის აქვთ ასეთი კანის ტიპის მქონდე ადამიანებს. ჭორფლი არ არის არანაირად დაავადება.

ორსულობის დროს გაჩენლი პიგმენტური ლაქები რასთან არის დაკავშირებული?

ორსულობის ლაქებიც არ ითვლება პათოლოგიად და ყველა ორსულისთვისაც არ არის დამახასიათებელი.

ამ დროს ორგანიზმში მიმდინარეობს ენდოკრინული, ბიოქიმიური ძვრები, შედეგად შეიძლება კანის ხილულ უბნებზე მოყავისფრო ლაქები გაჩნდეს.

ეს არის ქლოაზმა, რომელიც დაავადებად არ ითვლება და ორსულობის შემდეგ, კანიდან ლაგდება.

თუ არ ალაგდა, ხდება მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. ხშირად, ორსულობამ შეიძლება პროვოცირება გამოიწვიოს შინაგანი ორგანოების პათოლოგიების და ეს ლაქები მასთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, იმ სისტემის პათოლოგიის მკურნალობა უნდა მოხდეს, რომელმაც გამოიწვია ის, რასაც ლაქების ალაგებაც მოყვება.

მოხუცებთან პიგმენტაციის მიზეზი რა არის?

ულტრაიისფერი სხვივები არის ძირითადად ლაქების გაჩენის მიზეზი. მოხუცებში ეს დაკავშირებულია გარქოვანების პროცესების გაძლიერებასთან.

თუ, პაციენტისთვის შემაწუხებელია და დიდი ზომის არის, ამ შემთხვევაში უნდა იმკურნალოს.

როგორ შეიძლება ლაქების მოშორება?

ჯერ სწორი დიაგნოზი უნდა დაისვას - როგორც, თვალით, ასევე დამხმარე საშუალებებით, ზოგჯერ საჭიროა დერმატოსკოპიური კვლევა - ოპტიკური მოწყობილობით.

თუ ვერ მოხდა იდენტიფიცირება ლაქის გამომწვევი მიზეზისა, კეთდება ბიოფსია.

ასე განისაზღვრება, რა ტიპის მკურნალობა უნდა ჩატარდეს.

ჰიპერპიგმენტურ ლაქებს და ქლოაზმას ამქერცლავი საშუალებებით და ვიტამინიზირებული მალამოებით ვმკურნალობთ. თუ ჰიპერპიგმენტური ლაქები სისხლძარღვოვანია, ანგიოლოგთან ერთად უნდა მოხდეს მათი მკურნალობა.

ლაქების მოცილება ასევე შეიძლება, თუ დიაგნოზი დასმულია, რადიოტალღური აპარატით. უსისხლო, თანამედროვე რადიოტალღით არის შესაძლებელი წარმონაქმნის მოცილება. ასევე, კრიოდესტრუქცია, ანუ მოყინვა. ჯერ უნდა დადგინდეს დიაგნოზი, შეიძლება ოპერაციული მკურნალობაც დასჭირდეს ლაქას.

რა არის ნევუსი?

ნევუსი, ანუ ხალი. ის სხვადასხვა ტიპის არის: თანდაყოლილი ან შეძენილი. ნევუსი არ შეიძლება აღვიქვათ, როგორც პათოლოგია.

შეძენილი ნევუსი შეიძლება იყოს ინტრადერმული, ასევე დისპლასტიური, რომელიც მიდრეკილია გადაგვარებისკენ.

ნევუსში პიგმენტი მელანინი არის ჭარბად. თუ ნევუსი ანთებითია, იცვლის ფერს, ფორმას, ზომას, ან რაიმე იცვლება, უნდა დადგინდეს არის თუ არა გადაგვარების საშიშროება .

თუ ხალები მრავლდება, არის ეს რაიმე პათოლოგია?

ეს გენეტიკურია და მელანინის ჭარბ რაოდენობასთან აქვს კავშირი.

მისი შეჩერების საშუალება არ არსებობს და არც რაიმე პათოლოგიას წარმოადგენს. თუმცა, რაც უფრო მეტი ნევუსი აქვს ადამიანს, უფრო მეტი რისკია მელანომის. ამასთანავე, შესაძლებელია ადამიანს არ ჰქონდეს არც ერთი ნევუსი და განუვითარდეს მელანომა.

რა არის მელანომა?

ეს არის კანის ავთვისებიანი სიმსივნე - ძირითადად, პიგმენტური ლაქისგან, სხვადასხვა ნევუსისგან და სუფთა კანზეც კი შეიძლება განვითარდეს.

ხელს უწყობს გენეტიკური განწყობა, ასევე გასათვალისწინებელია მექანიკური ფაქტორი და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება.

როგორ უნდა ამოვიცნოთ ადრეულ სტადიაზე მელანომა?

თუ გარეგნულად ნევუსს ზრდას ვამჩნევთ, ან რაიმე ცვლილებას, უნდა ჩავნიშნოთ ვიზიტი ექიმთან. როცა, უპიგმენტო მელანომაა, ამაზე ექიმმა უნდა მიიტანოს ეჭვი.

როგორ მკურნალობენ მელანომას?

თუ დროულად დიაგნოსტირდება, ნევუსის მოცილება ხდება, რაც კეთილსაიმედო გამოსავალია.

თუ ღრმად ჩაზრდილია მელანომა შრეებში, ან მეტასტაზირებულია, მაშინ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მელანომის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და გავრცელებაზე.

რა არის ვიტილგო?

ვიტილიგო პიგმენტ მელანინის არარსებობას გულისხმობს ის.

არსებობს მსუბუქად გამოხატული დეპიგმენტაციაც. ავიტამინოზის ფონზე გამოხატული.

კანზე ჩნდება დეპიგმენტური უბნები, მაგრამ არ არის მელანინი გამქრალი.

ვიტილიგოს დროს, კი მელანინი საერთოდ არ არის.

როგორ მკურნალობენ ვიტილიგოს?

თუ მიზეზი და ხელშემწყობი ფაქტორი ვიცით, დაავადების მართვა ხდება.

ასე ვაჩერებთ ახალი კერების წარმოქმნას. ხოლო, არსებული კერების გაქრობა არის მსოფლიო პრობლემა.

გამოიყენება შემნიღბავი თერაპია, ტონალური ეფექტის კრემის გამოყენება და ამით დაფერვა. ხდება ასევე კანის გადანერგვა.

რჩევა მზეზე გარუჯვასა და სოლარიუმთან დაკავშირებით?

მზე სასარგებლო და საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, თუმცა საჭიროა დოზირება.

ულტრაიისფერი სხივები ლაქებზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს, ის მელნომის მაპროვიცირებელია.

12-დან 4-5 საათამდე მზეზე ყოფნა არ არის კანისთვის სასარგებლო, არც - დეპიგმენტური ლაქებისთვის.

თუ ბევრი პიგმენტური ნევუსია, მეტი შანსია გადაგვარების, ამ უბნებზე უნდა გამოიყენოთ ფოტოდამცავი კრემი SPF 50, 3 საათში ერთხელ აუცილებლად უნდა წაისვათ მზეზე ყოფნისას.

რაც შეეხება სოლარიუმს, არავის ვურჩევ. კანის უამრავ წამონაქნს გადაგვარებისკენ მიმართავს და ორგანიზმში ძალიან ბევრ უარყოფით პროცესს აპროვოცირებს.