წითელი ლოყები, რომელიც ზამთარ-ზაფხულ გაკომპლექსებთ - როგორ ვმართოთ როზაცეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წითელი ლოყები, რომელიც ზამთარ-ზაფხულ გაკომპლექსებთ - როგორ ვმართოთ როზაცეა

მუდმივად წითელი ლოყები, ან ცხვირი, რომელსაც ლურჯი ელფერი დაკრავს და კაპილარებიც შესამჩნევია, როზაცეასთვისაა დამახასიათებელი.

მას ვარდისფერ აკნესაც უწოდებენ - საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

ამ დროს კანის კაპილართა ქსელი გაფართოებულია.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან, თუმცა ის მემკვიდრეობით ხასიათს ატარებს და ძირითადად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ემართებათ.

თავდაპირველად, კანის სისხლძარღვები უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი მკვეთრად რეაგირებენ.

გამღიზიანებელი ფაქტორი კი შეიძლება იყოს ცხელი ჩაი, ცხარე საკვები, ცხელი აბაზანის მიღება, ან ნერვიულობა.

რაც უფრო შორს მიდის როზაცეა, მით მეტხანს ნარჩუნდება სიწითლე. მკურნალობის გარეშე, რაც დრო გადის კანი მოლურჯო ელფერს იღებს, კვანძებისა და გაფართოებული სისხლძარღვების რაოდენობა იმატებს.

თუ შენიშნეთ, ლოყებსა და ცხვირზე ოდნავი სიწითლე, პირველივე ნიშნებზე უნდა მიმართოთ ექიმს. დაგვიანებულ სტადიაზე, არც გამათეთრებელი ნიღაბი დაგეხმარებათ და არც მუწუკების საწინააღმდეგო კრემი.

კანი გაუხეშდება, უსწორმასწორო გახდება, ფორები გაფართოვდება, მრავალრიცხოვანი ანთებითი და ჩირქოვანი მუწუკიც შესაძლოა გაჩნდეს კანის ამ უბანზე.

როზაცეას განვითარების რიკსფაქტორებია:

• ყავის, ჩაის და კოფეინიანი სასმელების რეგულარული სმა.

• მეტისმეტად ცხელი, ცხარე, სანელებლებიანი და შებოლილი კერძების რეგულარულად მირთმევა.

• ულტრაიისფერი დასხივება. იგულისხმება, როგორც მზე, ასევე სოლარიუმი.

• ალკოჰოლური სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება

• ცხელ და ჩახუთულ შენობაში, ან ყინვაში დიდხანს ყოფნა.

• ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები.

• როზაცეა ხშირად სტრესის შედეგია.

თუ ნევროზი, ან დეპრესია გაწუხებთ, იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ, კუჭ-ნაწლავის (დაქვეითებული მჟავიანობა, გასტრიტი), ან ენდოკრინული პრობლმები გაქვთ, ეს ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს როზაცეას გამომწვევი მიზეზთაგანი.

როზაცეას მკურნალობა გრძელდება რამდენიმე კვირიდან, რამდენიმე თვემდე.

საწყის ეტაპზე კი აუცილებელია დიეტა.

რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყველა ის საკვები, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს.

დაგჭირდებათ ვიტამინოთერაპია.

კანის დაზიანებულ უბანზე ისეთი კოსმეტიკური საშუალებები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ალკოჰოლს, ცხიმს, აცეტონს და ჰორმონალურ დანამატებს არ შეიცავენ. სასარგებლოა ბოსტნეული და ხილის ნიღბები კვერცხის ცილით - ცხიმიანი კანისთვის.

კვერცხის გულს ამატებთ - თუ მშრალი კანი გაქვთ.

არ გამოიყენოთ თაფლი. პირი დაიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.

მზეზე - მზისგან დამცავი კრემი (15-ზე მაღალი SPF ფაქტორით), ხოლო ყინვაში - სიცივისგან დამცავი კრემი უნდა გამოიყენოთ.