წითელი ლოყები, რომელიც ზამთარ-ზაფხულ გაკომპლექსებთ - როგორ ვმართოთ როზაცეა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

წითელი ლოყები, რომელიც ზამთარ-ზაფხულ გაკომპლექსებთ - როგორ ვმართოთ როზაცეა

წითელი ლოყები, რომელიც ზამთარ-ზაფხულ გაკომპლექსებთ - როგორ ვმართოთ როზაცეა
თუ ლოყებსა და ცხვირის მიდამოში მოწითალო-მოლურჯო ლაქებს ყოველდღიურად ტონალურით იფარავთ, თქვენ როზაცეას მკურნალობას აგვიანებთ.
მუდმივად წითელი ლოყები, ან ცხვირი, რომელსაც ლურჯი ელფერი დაკრავს და კაპილარებიც შესამჩნევია, როზაცეასთვისაა დამახასიათებელი.

მას ვარდისფერ აკნესაც უწოდებენ - საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

ამ დროს კანის კაპილართა ქსელი გაფართოებულია.

დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი არ იციან, თუმცა ის მემკვიდრეობით ხასიათს ატარებს და ძირითადად, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს ემართებათ.

თავდაპირველად, კანის სისხლძარღვები უმნიშვნელო გამღიზიანებელზეც კი მკვეთრად რეაგირებენ.

გამღიზი
ანებელი ფაქტორი კი შეიძლება იყოს ცხელი ჩაი, ცხარე საკვები, ცხელი აბაზანის მიღება, ან ნერვიულობა.

რაც უფრო შორს მიდის როზაცეა, მით მეტხანს ნარჩუნდება სიწითლე. მკურნალობის გარეშე, რაც დრო გადის კანი მოლურჯო ელფერს იღებს, კვანძებისა და გაფართოებული სისხლძარღვების რაოდენობა იმატებს.


თუ შენიშნეთ, ლოყებსა და ცხვირზე ოდნავი სიწითლე, პირველივე ნიშნებზე უნდა მიმართოთ ექიმს. დაგვიანებულ სტადიაზე,
არც გამათეთრებელი ნიღაბი დაგეხმარებათ და არც მუწუკების საწინააღმდეგო კრემი.

კანი გაუხეშდება, უსწორმასწორო გახდება, ფორები გაფართოვდება, მრავალრიცხოვანი ანთებითი და ჩირქოვანი მუწუკიც შესაძლოა გაჩნდეს კანის ამ უბანზე.

როზაცეას განვითარების რიკსფაქტორებია:

• ყავის, ჩაის და კოფეინიანი სასმელების რეგულარული სმა.

• მეტისმეტად ცხელი, ცხარე, სანელებლებიანი და შებოლილი კერძების რეგულარულად მირთმევა.

• ულტრაიისფერი დასხივება. იგულისხმება, როგორც მზე, ასევე სოლარიუმი.

• ალკოჰოლური სასმელების ჭარბი რაოდენობით მიღება

• ცხელ და ჩახუთულ შენობაში, ან ყინვაში დიდხანს ყოფნა.

• ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული საშუალებები.

• როზაცეა ხშირად სტრესის შედეგია.

თუ ნევროზი, ან დეპრესია გაწუხებთ, იმუნიტეტი დაქვეითებული გაქვთ, კუჭ-ნაწლავის (დაქვეითებული მჟავიანობა, გასტრიტი), ან ენდოკრინული პრობლმები გაქვთ, ეს ყველაფერი შეიძლება აღმოჩნდეს როზაცეას გამომწვევი მიზეზთაგანი.


როზაცეას მკურნალობა გრძელდება რამდენიმე კვირიდან, რამდენიმე თვემდე.
საწყის ეტაპზე კი აუცილებელია დიეტა.

რაციონიდან უნდა ამოიღოთ ყველა ის საკვები, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს.
დაგჭირდებათ ვიტამინოთერაპია.

კანის დაზიანებულ უბანზე ისეთი კოსმეტიკური საშუალებები უნდა გამოიყენოთ, რომლებიც ალკოჰოლს, ცხიმს, აცეტონს და ჰორმონალურ დანამატებს არ შეიცავენ. სასარგებლოა ბოსტნეული და ხილის ნიღბები კვერცხის ცილით - ცხიმიანი კანისთვის.

კვერცხის გულს ამატებთ - თუ მშრალი კანი გაქვთ.

არ გამოიყენოთ თაფლი. პირი დაიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.

მზეზე - მზისგან დამცავი კრემი (15-ზე მაღალი SPF ფაქტორით), ხოლო ყინვაში - სიცივისგან დამცავი კრემი უნდა გამოიყენოთ.

ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ბუნებრივმა საშუალებებმა შეიძლება დაამშვიდონ გამომშრალი და ქავილისკენ მიდრეკილი კანი, რომელიც ეგზემასთვის არის დამხასიათებელი.
ფსორიაზი კანის ქონიკული ანთებითი ხასიათის დაავადებაა.
მათ, ვისაც აკნე აქვთ, უკრძალავენ ბევრი შოკოლადის ჭამას, განსაკუთრებით თინეიჯერებს.
პიგმენტურ ლაქებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი - ელგუჯა ბერაია.
კორონავირუსმა მრავალ პრობლემასთან ერთად, დერმატოლოგიაში ახალი ცნებაც დაამკვიდრა - „მასკნე".
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად