კანი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გარუჯვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანი, მასთან დაკავშირებული პრობლემები და გარუჯვა

- კანის რომელი დაავადების დროს არის უკუნაჩვენები გარუჯვა?

- სამწუხაროდ, ნამზეურის ხიბლი იმდენად დიდია, რომ უკანა პლანზე იწევს იმ დაავადებების შიში, რომლებიც შესაძლოა მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებამ გამოიწვიოს. არადა, ულტრაიისფერი სხივები მავნე ზემოქმედებას უფრო მეტად ახდენს, ვიდრე დადებითს. ვიცით, რომ მზის სინათლე აუცილებელია D ვიტამინის წარმოსაქმნელად, მაგრამ პოტენციური საფრთხე, რომელსაც შეიცავს მისი ულტრაიისფერი სხივები, განურჩევლად იმისა, ზღვის სანაპიროზე მივიღებთ მზის აბაზანებს თუ მთაში, ძალიან დიდია. პირველი, რაც შეიძლება გამოიწვიოს მზეზე დიდხანს ყოფნამ, არის სითბური და მზის დაკვრა. შესაძლოა, განვითარდეს დამწვრობაც. გარდა ამისა, მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით კანი დეჰიდრატაციას განიცდის, ეშვება, მცირდება მისი ტურგორი (შიდა ჰიდროსტატიკური წნევა). მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ფოტოდაბერებაზე. ეს არის მზის ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ფოტოდაზიანება, რომელიც ფაქტობრივად შეუქცევადია. მას ვერავითარი კოსმეტოლოგიური საშუალება, მეზოთერაპია იქნება ეს თუ სხვა, ვეღარ შეაბრუნებს. ქალებმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

- კიდევ რა უარყოფითი შედეგი შეიძლება გამოიღოს მზის აბაზანებმა?

- მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით კანზე  აქტიურდება ახალწარმონაქმნები. არ არის გამორიცხული, ახალიც გაჩნდეს. ეს, ფაქტობრივად, კანის კიბოსწინარე პროცესებია. ასე რომ, კანზე არსებული პიგმენტური წარმონაქმნები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას. ხალხმა ეს ყოველივე კარგად იცის. ხშირად მოგვმართავენ კიდეც კითხვით - ბევრი ხალი ან ლაქა მაქვს და როგორ მოვიქცე, არ გავირუჯოო?

- მართლაც, რა ქნან, არ გაირუჯონ?

- ამის აკრძალვა წარმოუდგენელია - ზღვაზე რომც არ დავისვენოთ, მზეს მაინც ვერ დავემალებით. თითოეულმა ადამიანმა კარგად იცის საკუთარი კანის პრობლემები და თავისებურებანი, იცის, რა უხდება და რა - არა. ლაქებითა და ხალებით უხვად დამშვენებულებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისაგან დამცავი საცხი, რომელიც მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას ასუსტებს. არსებობს ფოტოდერმატიტები, რომლებსაც მზის ულტრაიისფერი სხივები იწვევს. ერთ-ერთი მათგანია მზის დერმატიტი, რომელსაც მზის ალერგიასაც უწოდებენ. ფაქტობრივად, ეს არის მზის სხივებზე ორგანიზმის რეაქცია, რომელსაც სხივების გამანეიტრალებელი,  დამცავი საცხიც კი არ შველის. ამ შემთხვევაში მზეზე ყოფნა უკუნაჩვენებია. არსებობს მედიკამენტები, რომელთა მიღების შემდეგ მზეზე ყოფნა არ შეიძლება. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნისას ექიმი უხსნის პაციენტს სიფრთხილის წესებს. ერთადერთი, რაც პაციენტს მოეთხოვება, ის არის, რომ არ უგულებელყოს ექიმის გაფრთხილება და დერმატოზის თავიდან ასაცილებლად მისი ყველა რჩევა გაითვალისწინოს. მზეზე შესაძლოა განვითარდეს ან გააქტიურდეს მრავალი ქავანა დერმატოზი. მაგალითად, წითელი მგლურა, წითელი ბრტყელი ლიქენი. აღნიშნული პათოლოგიების მქონე ადამიანები საერთოდ უნდა ერიდონ მზეს. არსებობს უამრავი ინფექციური დაავადება, რომლებიც მზეზე, ზღვაზე, ოფლიანობისას აქტიურდება. ეს არის ვირუსული, ჩირქოვანი, სოკოვანი პათოლოგიები. ზღვაზე, მზეზე ხშირად მწვავდება ჰერპესული ინფექცია (ცხვირის, ტუჩის მიდამოში), მძაფრდება დემოდეკოზის კლინიკური სურათი. ბევრი ამას მზის ალერგიად მიიჩნევს, სინამდვილეში კი ეს არის კანქვეშა ტკიპა დემოდექსით გამოწვეული ინფექცია, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებით განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები მზეს უნდა ერიდონ. მათთვის არ არის მიზანშეწონილი მზის აბაზანები; არათუ ზღვაზე ან მთაში, ქალაქშიც კი პანამით უნდა იარონ; დღის იმ მონაკვეთში, როდესაც მზე ზენიტშია, შინიდან გასვლისგან თავი შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ტკიპა გააქტიურდება და დაავადება გაურთულდებათ.


- სოკოვან პათოლოგიაზე რას გვეტყვით - ის ხომ ზღვიდან დაბრუნების შემდეგ ბევრისთვის უმთავრეს პრობლემად იქცევა?

- ზღვის წყლიდან არაფერი ამოგვაქვს, არც ზღვიდან ჩამოგვაქვს რამე; რითაც მივდივართ ზღვაზე, იმითვე ვბრუნდებით. დამთავრდება თუ არა ზღვის სეზონი, მართლაც იწყება იმ პაციენტების დენა, რომელთაც ტანზე თეთრი ლაქები აქვთ. ეს არის კანის ზედაპირული სოკოვანი დაავადება, ნაირფერი პიტირიაზი, რომელიც ზღვიდან კი არ ჩამოაქვთ, არამედ აქედანვე მიაქვთ. უბრალოდ, დაზიანებული უბნები არ ირუჯება, ბაცი ფერისა რჩება და მანამდე შეუმჩნეველი, გარუჯულ კანზე აშკარად იკვეთება. რაც შეეხება ლორწოვანი გარსისა და ნაოჭების სოკოვან დაავადებებს, მათ პროვოცირებას ნესტი უწევს. სოკოს სპორები და მიცელიუმი კარგად მრავლდება ტენიან გარემოში, ამიტომ ტანის კარგად გამშრალება აუცილებელია. ამ პრობლემამ შესაძლოა აუზში ან სახლში ბანაობის შემდეგაც იჩინოს თავი, თუ კარგად არ გავიმშრალეთ სხეულის ყველა ნაკეცი, საზარდულისა იქნება ეს, იღლიის ფოსოსი, მუცლის ქვედა, თითებს შორის არსებული თუ სხვა.

- ზღვაში ბანაობა თუა უკუნაჩვენები კანის რომელიმე დაავადების დროს?

- ვერ დავასახელებთ ვერც ერთ დაავადებას, რომელსაც ზღვაში ცურვა ავნებს. მოგეხსენებათ, ზღვის მარილის აბაზანები სამკურნალოდაც ინიშნება. ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიტოვოთ სხეულზე მარილი, აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ მტკნარი წყლით, რათა მარილის კრისტალებმა კანი არ გაგვიღიზიანოს.

- ცნობილია, რომ ზოგიერთს, განსაკუთრებით - მამაკაცებს, მზის აბაზანების წყალობით უქრება სხეულზე არსებული პიგმენტური ლაქები. ამაზე რას გვეტყოდით?

- ეს ლაქა ან ფოლიკულიტია, ან ახალგაზრდული ფერიმჭამელის კვალი, რომელიც დიდხანს რჩება კანზე. მოგეხსენებათ, კანი განუწყვეტლივ განახლდება, მისი ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, ჩამოიფცქვნება და დიდია ალბათობა, მზის აბაზანებმა დადებითი ეფექტი მოახდინოს. კანი ამ დროს შრება, ხმება. თუმცა გარუჯვა ამ შემთხვევაშიც დოზირებულად უნდა მოხდეს.

- კანის რომელი პათოლოგიების დროს ურჩევთ გარუჯვას? მაგალითად, ცნობილია, რომ ფსორიაზს მზის აბაზანები უხდება...

- კონკრეტულ რეკომენდაციას, ზღვაზე წავიდეს და დაისვენოს, ვერავის მივცემთ. ფსორიაზით, ატოპიური დერმატიტითა თუ ნეიროდერმიტით დაავადებულებმა უკეთ იციან, ზღვა უხდება მათ თუ მთა. თუ ასეთი პაციენტები დოზირებულად გაირუჯებიან, არ დაიწვებიან, დაავადებას არ `შეაწუხებენ~, მარილიანი წყალიც არგებთ და მზის აბაზანებიც. როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ყოველმა ადამიანმა უკეთ იცის თავისი კანის მდგომარეობა და თავისებურებანი. განსაკუთრებით მშრალი ან სიმშრალისადმი მიდრეკილი კანის პატრონებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ დამატენიანებელი საცხები, რათა კანმა ელასტიკურობა არ დაკარგოს. როდესაც საცხებზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ არა პარფიუმერიულ  პროდ¬უქციას, არამედ დერმატოლოგიურ დამარბილებლებსა და დამატენიანებლებს, რომლებიც დერმატოლოგიურად არის ტეს¬ტი¬რებული, არ შეიცავს გამღიზიანებელ კომპონენტებს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას, პირიქით, გაჯერებულია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფილტრით და ასე შემდეგ. რაც მთავარია, მზის აბაზანების მიღება ნორმირებულად უნდა მოხდეს 11-12 საათამდე და 6 საათის შემდეგ, როცა მზე ზენიტში არ არის. ზაფხულში რეკომენდებულია ბაცი ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელიც სხივებს ირეკლავს და ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. ეს რეკომენდაცია განსაკუთრებით ბაცი კანისა და თმის პატრონებს ეხება. აღნიშნული წესები არა მარტო ზღვაზე, არამედ ქალაქშიც უნდა დავიცვათ, რათა არ მივიღოთ სითბური ან მზის დაკვრა, ორგანიზმის გადახურება და დამწვრობა. მინდა, ყურადღება გავამახვილო პატარა ბავშვებზე. წლამდე ასაკის ბავშვებს საერთოდ ნუ გაიყვანთ მზეზე, დამცავი საცხითაც კი. ამ ასაკში ბავშვის კანი მეტისმეტად ნაზია, ჩვილია, არ არის ჩამოყალიბებული და მომზადებული საიმისოდ, რომ მზის სხივების ზემოქმედებას გაუძლოს. უმჯობესია, პატარები ჩრდილში გყავდეთ.