დავიტენიანოთ თუ არა სახის კანი პირბადის ტარებისას ? - რა არის „მასკნე" - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2021

დავიტენიანოთ თუ არა სახის კანი პირბადის ტარებისას ? - რა არის „მასკნე"

დავიტენიანოთ თუ არა სახის კანი პირბადის ტარებისას ? - რა არის „მასკნე"
კორონავირუსმა მრავალ პრობლემასთან ერთად, დერმატოლოგიაში ახალი ცნებაც დაამკვიდრა - „მასკნე".
ეს გახლავთ, აკნე, რომელიც პირბადის ტარების შედეგად, განუვითრდა მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს.

დიდი ხნის განმავლობაში სახეზე მჭირდროდ მობჯენილი პირბადე კანის გაღიზიანებას და გამონაყარს იწვევს. როდესაც სუნთქავთ და ლაპარაკობთ, პირბადეში გროვდება დიდი რაოდენობით თბილი ჰაერი, რომელიც შემაწუხებელია. ის ქმნის თბილ, ტენიან გარემოს,სადაც ბაქტერიები, სოკოები - სხვადასხვა მიკროორგანიზმი თავისუფლად მრავლდება.

მაგალითად, ტკიპა დემოდექსი, რომელიც ბუნებრივად ცხოვრობს თქვენს კანზე, მსგავს გარემო პირობებში აქტიურად იწყებს გამრავლებას.

დერმატოლოგების განმარტებით, პირბადის ქვეშ ბაქტერიების დისბალანსი, ასევე პირბადის
მუდმივი ხახუნი კანზე აკნეს და როზაცეას ავითარებს. იწყება პერიორალური (პირის ირგვლივი) დერმატიტი. ამ დროს მუწუკები ცხვირისა და პირის ირგვლივ ჩნდება.

ლოსიონების, მზისგან დამცავების და ადგილობრივი მალამოების გამოყენება აკნეს გამწვავებას ხელს უშლის, კანს ამშვიდებს და ნორმალური ფლორის შენარჩუნებაში ეხმარება.

სახის კანის
როგორც ჩამობანვა, ასევე დატენიანება, მნიშვნელოვანია, როგორც კოვიდამდე, ასევე კოვიდის და პირბადის ეპოქაშიც. მზისგან დამცავები, რომელიც შეიცავს თუთიას ან ტიტანს, შესაძლოა დაეხმაროს სახის კანს აკნესთვის ბარიერის შექმნაში და გაღიზიანებისგან დაგიცვათ.

დერმატოლოგები მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებასაც გვირჩევენ. მათი თქმით, შესაძლოა სულ არაფერი წაისვათ პირბადის შიგნით, მაგრამ კანი გაღიზიანდეს. მთავარია, სუფთა, სამედიცინო, თხელი პირბადე გამოიყენოთ, რომ სახის კანმა კარგად ისუნთქოს.

სილიციუმის მჟავის შემცველი დასაბანი საშუალებები ასევე კარგი გამოსავალია „მასკნეს" წინააღმდეგ.




ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
კატეგორიის სხვა სტატიები
ერითემა კაპილარების გაფართოების შედეგად კანზე წარმოქმნილი ძლიერი სიწითლეა და ანთების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომს წარმოადგენს.
აკნეს გამომწვევი მთავარი მიზეზი არის „ცუდი ბაქტერიების“,
საპნის შემადგენლობაში ჭუჭყისა და ცხიმის
ფსორიაზი კანის გავრცელებული ანთებითი, აუტოიმუნური ბუნების დაავადებაა.
მუნი (ბღერი) არის ტკიპით გამოწვეული კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს პატარა, მოწითალო ფერის კვანძების ფორმირება და ძლიერი ქავილი.
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად