დავიტენიანოთ თუ არა სახის კანი პირბადის ტარებისას ? - რა არის „მასკნე" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავიტენიანოთ თუ არა სახის კანი პირბადის ტარებისას ? - რა არის „მასკნე"

ეს გახლავთ, აკნე, რომელიც პირბადის ტარების შედეგად, განუვითრდა მსოფლიოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს.

დიდი ხნის განმავლობაში სახეზე მჭირდროდ მობჯენილი პირბადე კანის გაღიზიანებას და გამონაყარს იწვევს. როდესაც სუნთქავთ და ლაპარაკობთ, პირბადეში გროვდება დიდი რაოდენობით თბილი ჰაერი, რომელიც შემაწუხებელია. ის ქმნის თბილ, ტენიან გარემოს,სადაც ბაქტერიები, სოკოები - სხვადასხვა მიკროორგანიზმი თავისუფლად მრავლდება.

მაგალითად, ტკიპა დემოდექსი, რომელიც ბუნებრივად ცხოვრობს თქვენს კანზე, მსგავს გარემო პირობებში აქტიურად იწყებს გამრავლებას.

დერმატოლოგების განმარტებით, პირბადის ქვეშ ბაქტერიების დისბალანსი, ასევე პირბადის მუდმივი ხახუნი კანზე აკნეს და როზაცეას ავითარებს. იწყება პერიორალური (პირის ირგვლივი) დერმატიტი. ამ დროს მუწუკები ცხვირისა და პირის ირგვლივ ჩნდება.

ლოსიონების, მზისგან დამცავების და ადგილობრივი მალამოების გამოყენება აკნეს გამწვავებას ხელს უშლის, კანს ამშვიდებს და ნორმალური ფლორის შენარჩუნებაში ეხმარება.

სახის კანის როგორც ჩამობანვა, ასევე დატენიანება, მნიშვნელოვანია, როგორც კოვიდამდე, ასევე კოვიდის და პირბადის ეპოქაშიც. მზისგან დამცავები, რომელიც შეიცავს თუთიას ან ტიტანს, შესაძლოა დაეხმაროს სახის კანს აკნესთვის ბარიერის შექმნაში და გაღიზიანებისგან დაგიცვათ.

დერმატოლოგები მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებასაც გვირჩევენ. მათი თქმით, შესაძლოა სულ არაფერი წაისვათ პირბადის შიგნით, მაგრამ კანი გაღიზიანდეს. მთავარია, სუფთა, სამედიცინო, თხელი პირბადე გამოიყენოთ, რომ სახის კანმა კარგად ისუნთქოს.

სილიციუმის მჟავის შემცველი დასაბანი საშუალებები ასევე კარგი გამოსავალია „მასკნეს" წინააღმდეგ.