ზამთარში აუცილებლად უნდა შევცვალოთ კანის მოვლისადმი მიდგომები
მიღწევის შესაძლებლობა იქმნება, თუმცა მშრალი ჰაერი სერიოზული განსაცდელია კანისთვის. აქერცვლა, ქავილი, სიმშრალე და გაღიზიანება კანის პირველი რეაქციებია მშრალი ჰაერის ზემოქმედებაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია წლის ცივ პერიოდში სწორი მოვლის შერჩევა. ამასთან უმჯობესია გამოვიყენოთ ხარისხიანი საშუალებები.
ყურადღება უნდა გავამახვილოთ მკვებავ და დამატენიანებელ კრემებზე, რომელიც უნდა წავისვათ დილას და საღამოს. მანამდე კი, არ უნდა დაგვავიწყდეს კანის გასუფთავება. ამისათვის კი დამზოგავი საშუალებები უნდა გამოვიყენოთ, რომელთა შემადგენლობაშიდაც არის სხვადასხვა კომპონენტები, მაგალითად: ვიტამინები, ზეთები, სკვალენი, ფორთოხლის, ლავანდის და ატმის ექსტრაქტები.
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში გაცილებით ნაკლებადაა მზიანი დღეები, პიგმენტაციის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მოვლის საშუალებების გამოყენება SPF- დაცვით.
სხვადასხვა დამატენიანებელი და მკვებავი ნიღბის გაკეთებაც არ იქნება ზედმეტი. სახის გარდა, ყურადღება უნდა დავუთმოთ ასევე სხეულის კანსაც, რომელიც აუცილებლად უნდა ვკვებოთ და დავატენიანოთ სხვადასხვა ლოსიონებითა და კრემებით.