5 მეთოდი, როგორ მოვუაროთ სწორად გარუჯულ კანს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

5 მეთოდი, როგორ მოვუაროთ სწორად გარუჯულ კანს

5 მეთოდი, როგორ მოვუაროთ სწორად გარუჯულ კანს
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
და უფრო თხელ სხეულს აჩენს.

მზის სხივები D ვიტამინის მდიდარი წყაროა, თუმცა დერმატოლოგების მნიშვნელოვანი ნაწილი გარუჯვას რეკომენდაციას არ უწევს, მათი თქმით, ვიტამინის მისაღებად 15-20-წუთიანი სეირნობაც საკმარისია. მათივე თქმით, გარუჯვსას დროს კანის დაბერების, მომატებული პიგმენტაციის, კიბოსა და სხვა დაავადებების რისკები იზრდება. თუმცა თუ გარუჯვას მაინც გადავწყვეტთ, მათი რეკომენდაციით, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ მინიმუმ SPF 30-იანი ფილტრის მქონე მზისგან დამცავი და შუა დღის მწველ სხივებს არ მივეფიცხოთ.

გარუჯვს შემდეგ, თუ გვსურს, მუქი კანის
ფერი დიდი ხნით შეინარჩუნოთ ან აქერცლილ ადგილებს სწორად ვუმკურნალოთ, ამისათვის 5 ეფექტურ მეთოდს უნდა მივმართოთ:


გრილი შხაპის მიღება

როგორც წესი, ცხელი წყალი კანს აშრობს და აქერცვლისკენ უფრო მიდრეკილს ხდის. გრილი წყალი კი პირიქით, ავიწროებს ფორებს, ნაკლებად აშრობს კანს და არ აღიზიანებს მას.
მეტიც, გრილი წყალი
ამშვიდებს კანს, გვმატებს ენერგიას, აჩქარებს სისხლის ცირკულაციას და პოტენციურად ხელს უწყობს წონაში კლებას. რაც უფრო ნაკლებად მივიღებთ ცხელ შხაპს მით უფრო მეტი ხნით შევინარჩუნებთ ოქროსფერ რუჯს.


ჩვეულებრივზე მეტად დატენიანება

mkurnali.ge

კანის აქერცვლის საპრევენციოდ შხაპის მიღების შემდეგ ტანის სპეციალური ლოსიონით დატენიანება ფაქტობრივად, აუცილებლობას წარმოადგენს. უმჯობესია, ლოსიონი ყოველდღიურად გამოვიყენოთ, რათა გამოშრობის პროცესი ავიცილოთ თავიდან.
ზოგადად, მშრალი კანის შემთხევაში, რეკომენდებულია არა თხელი ლოსიონის, არამედ კარაქის კონსისტენციის პროდუქტის გამოყენება, რათა მეტი ტენიანობა შევინარჩუნოთ.
ჩვეულებრივ, ცხიმიანი კანის შემთხვევაში კი ლოსიონის, ტანის რძის ან იოგურტის გამოყენებათ მისაღებია.


რუჯის არსებობის მიუხედავად მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება

mkurnali.ge

თუ სასურველი ფერი უკვე მივიღეთ, თუმცა მისი შენარჩუნების მიზნით პერიოდულად მზეს ვეფიცხებით, დამცავის გამოყენება მაინც რეკომენდებულია, რადგან შესაძლებელია, დამწვრობა მივიღოთ და კანმა სწრაფად დაიწყოს აქერცვლა.
გარდა იმისა, რომ დამწვრობის მიღება დისკომფორტთანაა დაკავშირებული, ის ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს. დამწვრობის მიღების შემთხვევაში, რეკომენდებულია, კანის მექანიკურად აქერცვლას მოვერიდოთ და სამედიცინო საშუალებები დერმატოლოგის რჩევით გამოვიყენოთ.


აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის დექსპანთენოლით დატენიანება

თუ კანმა აქერცვლა უკვე დაიწყო, წესი N1-ია, მყისიერად არ გავიკეთოთ ქიმიური პილინგი. უმჯობესია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაველოდოთ კანს, გაფერმკრთალებისა და აქერცვლის პროცესი თავად გააგრძელოს და მხოლოდ ბოლო ეტაპზე ჩავიროთ აღნიშნული კოსმეტოლოგიური პროცედურა.
კანის აქერცვლისას პროცესში მექანიკურად ჩარევამ შეიძლება, ინფექციის განვითარება, ჰიპერპიგმენტაცია და კანის არაერთგვაროვანი სტრუქტურის მიღება გამოიწვიოს. პრობლემები შეიძლება, უფრო შორსაც წავიდეს. შესაბამისად, უმჯობესია, პროცესს სამედიცინო საშუალებებით, მაგალითად, რეკრეოლის კრემით, დექსპანთენოლი 5% ით ვუმკურნალოთ. რეკრეოლია კრემი კანის ღრმა დატენიანებას, აქერცვლის პროცესს შეაფერხებს და ნახეთქების შემთხვევაში, მათ შეხორცებას შეუწყობს ხელს.

mkurnali.ge

დექსპანთენოლი, რომელსაც მალამო "რეკრეოლი" შეიცავს, ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელი ნაწილია და კანის რეგენერაციას აჩქარებს. ნივთიერება აღადგენს კანის ელასტიურობას და შეხორცების პროცესს ასტიმულირებს. რეკრეოლი, თბილი და სათუთი ზრუნვა კანზე.

ამასთან, რეკომენდებულია, აქერცლილ კანზე პარფიუმის შემცველი საშუალებები არ გამოვიყენოთ ან მათი მოხმარება მნიშვნელოვნად შევამციროთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
მუწუკები და ფერიმჭამელები სახისთვის ნამდვილი უბედურებაა. სხვათა შორის, ეს პრობლემა ბოლო დროს არა მარტო მოზარდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აწუხებთ.
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად