ჯანმრთელი ფრჩხილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანმრთელი ფრჩხილები

რომელთა მოგვარებაც სპეციალისტის დაუხმარებლად შეუძლებელია.

  • სტატისტიკის თანახმად, პლანეტის ყოველი მეხუთე მცხოვრებისთვის ფრჩხილის ესა თუ ის დაავადება კარგად ნაცნობი პრობლემაა;
  • უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დაავადებათა სიხშირემ 2.5-ჯერ იმატა;
  • ის შესაძლოა დამოუკიდებელი პათოლოგიის სახით არსებობდეს, ან სხვა რომელიმე დარღვევის მანიშნებელი იყოს;
  • ფრჩხილების მიხედვით შესაძლებელია შინაგანი ორგანოების დაზიანებაც ვიეჭვოთ, დიაგნოსტიკის ამ საშუალებებს დღესაც აქტიურად იყენებენ აზიის ქვეყნებში;
  • ფრჩხილის სოკოვანი დაავადებების განვითარების ალბათობა უკავშირდება ასაკს, კერძოდ, სიცოცხლის ყოველ 10 წელიწადში 2-ჯერ იმატებს სოკოვანი დაავადებების განვითარების რისკი, ამიტომ 50 წელს გადაცილებულ პირთა ავადობის მაჩვენებელი რამდენჯერმე მაღალია, ვიდრე ახალგაზრდების;
  • 30%-ში ინფიცირება ხდება ოჯახის წევრის ან ნათესავის მიერ, რომელსაც ტერფის ან ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია აქვს;
  • ყველაზე ხშირად ის ვრცელდება ინფიცირებული ფეხსაცმლით, თუმცა, ეს არ გამორიცხავს გადაცემას სხვა საგნებითაც;
  • ამისთან, თანაბარია საზოგადოებრივი გამოყენების ადგილებში: აბანოში, საშხაპეში, სავარჯიშო დარბაზსა და საცურაო აუზებში – ინფიცირების მაჩვენებელიც;
  • ჩვეულებრივ, ჯერ ზიანდება ტერფის კანი, შემდგომ კი – ფრჩხილები.

ფრჩხილის აგებულება

ფრჩხილის დაავადებები შესაძლოა, პირობითად, ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: სოკოვანი და არასოკოვანი, თუმცა, მათ გამომწვევ მიზეზებსა და მიმდინარეობის თავისებურებებში უკეთ გასარკვევად, უპრიანი იქნება, ჯერ ჯანმრთელი ფრჩხილის აგებულებას და მისი ფირფიტის ზრდის პროცესს გავეცნოთ.

თმასთან ერთად, ფრჩხილი კანის რქოვანი დანამატია, მყარი ფირფიტაა, იგი მდებარეობს ფრჩხილის საწოლში და მტკიცედაა მასთან შეზრდილი.

ფრჩხილის ფირფიტა მთლიანად კერატინის შემცველი რქოვანი უჯრედებისგან შედგება და გააჩნია სხეული და ფესვი.

ფრჩხილის ფესვი – ფირფიტის უკანა ნაწილია. სხეული – კი თავად ფირფიტა.

ის, რასაც ჩვენ მანიკიურისას ვიჭრით, ფრჩხილზედა კანია, რომელსაც წარმოქმნის ფრჩხილის უკანა და გვერდითი ქედები.

ფრჩხილი მდებარეობს საწოლში, რომელიც კარგად განვითარებული სისხლმომარაგების წყალობით ფირფიტას საკმარისი რაოდენობით საშენ მასალას აწვდის და მის განახლებაში მონაწილეობს.

მას საკმაოდ მდიდარი ნერვული და სისხლძარღვოვანი ქსელი გააჩნია, ამიტომაც არის ფრჩხილი ძლიერ მგრძნობიარე, ერთგვარი გამონაკლისია მისი თავისუფალი კიდე, რომელიც არ არის დაკავშირებული საწოლთან და ამიტომაც ვიჭრით ფრჩხილებს უმტკივნეულოდ.

ჯანმრთელი ადამიანის ფრჩხილი ვარდისფერი, მბზინვარე, გლუვია და სრულიად შეესაბამება თითის ფორმას.

დიდსა და საჩვენებელ თითებს, ფესვთან ახლოს, მოთეთრო ნახევარმთვარისებრი წარმონაქმნები აქვს – ფრჩხილის მთვარეები, რომლებიც ფესვის ერთგვარი გაგრძელებაა.

ფირფიტის მახასიათებლები

ფრჩხილის ფირფიტის ნორმალური სისქე 0,3 მმ-ია, სიგანე – 10-დან 17 მმ-მდე, სიგრძე – საშუალოდ 10-15 მმ.

ფრჩხილი მთელი სიცოცხლის მანძილზე იზრდება, ის კი, როგორი ტემპით მიმდინარეობს ფრჩხილის ზრდა, განსაზღვრავს მისი მატრიქსი, რომელიც მუდმივად იყოფა და ზრდის პროცესს განსაზღვრავს.

თავად მატრიქსი შედგება ეპითელური უჯრედებისგან – ონიქობლასტებისგან, რომლებიც ფრჩხილს წარმოქმნიან.

მატრიქსის საშუალებით უჯრედები გაძლიერებულად მუშაობენ, გამოიმუშავებენ კერატინს. კერატინის შემცველი უჯრედები უშუალოდ ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ ლაგდებიან და ნელ-ნელა გადაადგილდებიან კიდისა და ფირფიტისკენ, თანდათან კარგავენ სითხეს, მკვრივდებიან და რქოვანდებიან.

ფრჩხილის შედგენილობა

ფირფიტის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ცილა კერატინია, რომელსაც გარკვეული რაოდენობით შეიცავს კანიც და თმებიც.

ფრჩხილებისა და თმების სიმკვრივე განპირობებულია იმით, რომ კერატინი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს გოგირდის ატომებს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირებით აძლიერებენ კერატინის მოლეკულას და მას სიმყარეს სძენენ.

თმებსა და ფრჩხილებში გოგირდის შემცველი ამინომჟავა ცისტეინის რაოდენობა ყველაში ერთნაირი არ არის, ამას ძირითადად მემკვიდრული თავისებურებები განსაზღვრავს, ზოგიერთში ცისტეინის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია, ზოგში კი – დაბალი, სწორედ ამიტომ აქვს ერთს ფრჩხილები გაცილებით მყარი და მკვრივი, მეორეს კი – ნაზი და რბილი. ამითვე აიხსნება ისიც, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ფრჩხილების გასქელება და გამკვრივება, რადგან მატრიქსის აქტიურობას ყოველ ადამიანში მისთვის დამახასიათებელი გენეტიკური კოდი განსაზღვრავს.

კერატინი მხოლოდ ცისტეინსა და გოგირდს არ შეიცავს, მის შრეებს შორის ცხიმისა და წყლის თხელი ფენებია, რომლებიც ფრჩხილის ფირფიტას ელასტიკურობასა და ბზინვარებას ანიჭებს.

ფრჩხილს წყლის კარგად შეწოვის უნარი აქვს, სწორედ ამიტომ, ადამიანებს, რომლებსაც ხშირად აქვთ ხელები წყალში, ფრჩხილები რბილი და სქელი აქვთ, მასში დიდი რაოდენობით შეწოვილი სითხის გამო.

გოგირდის გარდა, ფრჩხილი სხვა მიკროელემენტებსაც შეიცავს: კალციუმს, ქრომს, სელენსა და თუთიას, მათ შემცველობაზე დიდადაა დამოკიდებული ფრჩხილის ჯანმრთელობა.

ფრჩხილის აგებულება სრულიად შეესაბამება მის ძირითად ფუნქციას: დაიცვას თითის ბოლო ფალანგები მექანიკური დაზიანებისგან და არ დაუშვას ორგანიზმში უცხო სხეულებისა და მიკრობების შეღწევა.

ფრჩხილის ზრდის თავისებურებანი

  • ფრჩხილი დაახლოებით ერთი და იმავე სიჩქარით იზრდება, თუმცა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთაც მეტ-ნაკლებად ცვლიან ზრდის ტემპებს.
  • ფრჩხილი გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე თმები.
  • ფრჩხილი დღე-ღამეში სიგრძეში საშუალოდ იმატებს 0,1 - 0,12 მმ-ით, ფესვიდან თავისუფალ კიდემდე სრულიად ახლდება დაახლოებით 180-190 დღეში.
  • ქირურგიული წესით ფრჩხილის მოცლის შემდეგ ახალი ფირფიტა ხელზე იზრდება საშუალოდ 22 კვირაში, ფეხზე – 52-77 კვირაში.
  • კვირაში საშუალოდ ხელზე ფრჩხილი იზრდება 1 მმ-ით, ფეხზე – 0,25 მმ-ით.
  • ბავშვის ფრჩხილი გაცილებით სწრაფად იზრდება, ვიდრე მოზრდილების.

ზრდის ტემპზე მოქმედი ფაქტორები

ფრჩხილის ზრდას აძლიერებს:

  • ჰორმონული ცვლილებები;
  • გარდატეხის ასაკი;
  • მენსტრუაციისწინა პერიოდი;
  • ორსულობა;
  • გაზაფხული-ზაფხული;
  • მოქმედებები, რომლებიც იწვევენ ფრჩხილების ლესვას – ბეჭდვა, მუდმივად ფრჩხილების კვნეტა;
  • ხელების მასაჟი.

ფრჩხილის ზრდას აფერხებს

  • მკაცრი დიეტა, რომელიც გაცილებით მცირე რაოდენობით ცხიმებს, ცილებსა და ვიტამინებს შეიცავს;
  • დაავადებები, რომლებსაც თან სდევს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობანი;
  • ახალგაზრდებს ფრჩხილები ხანდაზმულებზე გაცილებით სწრაფად ეზრდებათ, მამაკაცებს – უფრო სწრაფად, ვიდრე ქალებს, ზაფხულში უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ზამთარში.

ფრჩხილის ზრდის შეჩერება ნორმალური მოვლენა არ არის, ეს ყოველთვის ფრჩხილის რომელიმე პათოლოგიასთანაა დაკავშირებული, მათ ზრდას აფერხებს შინაგან ორგანოთა ზოგიერთი პათოლოგია, ზოგიერთი მათგანი კი ფორმისა და შესახედაობის შეცვლას იწვევს.

ფრჩხილების ზოგად დაზიანებას ონიქია ეწოდება.

ფრჩხილის დამაზიანებელი ფაქტორები

  • ფრჩხილის ზრდის აპარატის ინფექციური დაავადებები – სოკოები და ბაქტერიები;
  • კანის დაავადების თანმდევი ონიქიები და პარაონიქიები;
  • ფსორიაზი, წითელი ლიქენი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, ალოპეცია და სხვა;
  • შინაგანი, ინფექციური, ნერვულ-ფსიქიკური, ენდოკრინული და სხვა სისტემური დაავადებებით გამოწვეული ფრჩხილის აპარატის დაზიანება;
  • ტრავმული და პროფესიული ონიქიები და პარონიქიები;
  • ფრჩხილის აპარატის ახალწარმონაქმნები, სიმსივნეები;
  • თანდაყოლილი მემკვიდრული ონიქიები.