როგორ იცვლება ფრჩხილები ფსორიაზის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იცვლება ფრჩხილები ფსორიაზის დროს

დაავადება ძირითადად კანის დაზიანებით ვლინდება. როგორ იცვლება ფსორიაზის დროს კანის დანამატები, კერძოდ ფრჩხილები? – ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-დერმატოლოგ ხათუნა ღურჭუმალიძეს. ქალბატონი ხათუნა გახლავთ:

  • თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი;
  • საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია – GADV – წევრი 2006 წლიდან დღემდე;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების საწინააღმდეგო საერთაშორისო კავშირი – IUSTI-ის წევრი 2006 წლიდან დღემდე;
  • საერთაშორისო ტელედერმატოლოგთა ასოციაციის წევრი;
  • ევროპის დერმატო-ვენეროლოგთა აკადემიის – EADV – წევრი.

– ქალბატონო ხათუნა, როგორ იცვლება ფსორიაზით დაავადებული ადამიანის ფრჩხილები? თუ ვლინდება რომელიმე სპეციფიკური სიმპტომი ამ დროს?

– დავიწყებ იმით, რომ ფრჩხილებს შეუძლია მოგვაწოდონ ზოგადი ინფორმაცია ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ. მოლურჯო, მოთეთრო, ყვითელი, გაყოფილი, შემსხვილებული ფრჩხილები, ფრჩხილქვეშა მუქი ხაზები მიუთითებს სხვადასხვა ქრონიკულ პათოლოგიაზე.

ჯანმრთელ ფრჩხილს მოვარდისფრო ელფერი და გლუვი ზედაპირი აქვს. მისი ფორმის, ფერისა და სტრუქტურის ცვლილება კი პათოლოგიაზე მიუთითებს.

ფრჩხილის ცვლილება ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა დისფუნქციის, თირკმლის პათოლოგიის, ავიტამინოზისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად ვითარდება. ამ დროს იცვლება ფრჩხილის ფირფიტის ფორმა, სისქე, რელიეფი, რაც ფრჩხილის ზრდის დროებით შეჩერებას იწვევს. მაგალითად, ე.წ. „საათის მინისებრი“ ფრჩხილები ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვისაა დამახასიათებელი, აგრეთვე ფილტვის სიმსივნისა და ღვიძლის ციროზის დროს აღინიშნება.

არსებობს ისეთი პათოლოგიები, რომელთაც ახასიათებთ ფრჩხილის ფერის შეცვლა. ლეიკონიქიას უწოდებენ პერიოდულად გამოხატულ თეთრ ლაქებს ან ხაზებს, რომლებიც უმეტესად ტრავმების დროს ჩნდება. ტოტალური ლეიკონიქია ტროფიკული დარღვევის შედეგია, რომელიც მძიმე, სომატურ პათოლოგიებზე მიუთითებს. არსებობს ე.წ. ტერის სიმპტომი, რომლის დროსაც ფრჩხილის ფირფიტის ორი მესამედი თეთრია, ერთი მესამედი კი ვარდისფერი, ის ძირითადად გულისა და თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის ციროზის დროს გვხვდება, ფირფიტის მოწითალო ელფერი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაზე მიუთითებს, ბაცი ვარდისფერი – ანემიაზე, თეთრი და ყავისფერი განივი ზოლები – თირკმლის პათოლოგიაზე, მწვანე ფერი ქრონიკული ინფექციების მანიშნებელია, მონაცრისფრო ფრჩხილები კი დაქვეითებულ იმუნურ სისტემასთანაა დაკავშირებული და ხშირად აივ-ინფექციის პირველი სიმპტომია. მოცისფრო-თეთრი ფერის ფრჩხილები შესაძლოა გასტროენტეროლოგიური პრობლემით იყოს გამოწვეული. ფრჩხილქვეშა მუქი ხაზები კი მეტად საყურადღებოა მელანომის სადიაგნოსტიკოდ.

ფრჩხილის დისტროფიული დაზიანებები, საზოგადოდ, შეიძლება იყოს კანის რომელიმე პათოლოგიის მანიშნებელი, მაგალითად, ფსორიაზის, ლიქენის, იქთიოზის დროს ფრჩხილი ზიანდება სხვადასხვა ფორმით.

რაც შეეხება ფსორიაზს, ის ერთ-ერთი გავრცელებული, ქრონიკული, უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც თანაბრად გვხვდება ქალებსა და მამაკაცებთან. დაავადებისთვის დამახასიათებელია მოწითალო და მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის ქერქით დაფარული, კანის დონიდან შემაღლებული ბალთები, რომლებიც განლაგებულია ზემო და ქვემო კიდურებზე, სხეულზე, თავის თმიან უბანზე. ასევე მოსალოდნელია როგორც ხელის, ისე ფეხის ფრჩხილების დაზიანება.

– უკავშირდება თუ არა დაავადების ხანდაზმულობას ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზის დროს, თუ თავიდანვე, დაავადების ადრეულ ეტაპზევე იჩენს ის თავს?

– ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა 30-50%-ს და შესაძლოა ჰგავდეს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და ფირფიტაზე ჩნდება ე.წ. სათითისმაგვარი ჩანაჭდევები, ასევე ონიქოლიზისი – ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან, ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზი, სისხლჩაქცევები. ფრჩხილის დაზიანება შესაძლოა კანის დაზიანების გარეშეც განვითარდეს. ფსორიაზი ხშირადაა შეჭიდული ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, კრონის დაავადება, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, დეპრესია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ფრჩხილების დაზიანება ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს პროცენტულად თითქმის ერთნაირად გამოეხატებათ, ახალგაზრდებსაც და მოხუცებსაც. ფსორიაზული ართრიტით დაავადებულთა უმრავლესობას აღენიშნება ფრჩხილების დაზიანება (შეყვითლება-შესქელება), რაც ტროფიკის დარღვევას უკავშირდება. ფრჩხილები შესაძლოა დაზიანდეს დამოუკიდებლად, კანის დაზიანების გარეშეც. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრჩხილების დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს დაავადების ნებისმიერ ეტაპზე.

– უპირატესად რომელი ფრჩხილები ზიანდება ფსორიაზის დროს, ხელისა თუ ფეხის, და რას უკავშირდება ეს მოვლენა?

– ფსორიაზის დროს უმეტესად ზიანდება ხელის ფრჩხილები, რაც, სავარაუდოდ, ქიმიურ საშუალებებთან (ფხვნილები, ჟელე, აცეტონი, ფრჩხილის ლაქი, საშენი მასალები) კონტაქტს უკავშირდება. აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტად უზიანდებათ ფრჩხილები.

– როგორ მკურნალობთ ფსორიაზით დაავადებულთა ფრჩხილებს საზოგადოდ? რა რეკომენდაციებს აძლევთ ფსორიაზით დაავადებულებს?

– ფსორიაზი რეციდივებისა და რემისიის მონაცვლეობით მიმდინარე ქრონიკული პათოლოგიაა. რეკომენდებულია მკურნალობის სამი ძირითადი მეთოდი: 1 – ტოპიკური მკურნალობა (მალამოები, ემულსიები, კრემები, პასტები, ვიტამინოთერაპია); 2 – ფოტოთერაპია (ულტრაიისფერი სხივები) და 3 – სისტემური მკურნალობა, რომელიც ზოგადი მდგომარეობის, დაავადების ფართობის, ლოკალიზაციისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით შეირჩევა.

ფსორიაზის მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ფოტოთერაპია UVB 311. თერაპიის ეს მეთოდი რეკომენდებულია ფრჩხილების პათოლოგიის დროსაც, რაც აუმჯობესებს ფრჩხილის ტროფიკას, ფერსა და ფორმას. შესაძლებელია პარალელურად ჰორმონული მალამოებისა და ვიტამინოთერაპიის გამოყენება.

ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ფრჩხილების დაზიანება, ეძლევათ რეკომენდაცია, მოარიდონ ხელები ქიმიურ საშუალებებთან (სარეცხი ფხვნილები, ჟელე), საშენ მასალებთან (ცემენტი, გაჯი) კონტაქტს. ვურჩევთ, თავი შეიკავონ აცეტონისა და ფრჩხილის ლაქის გამოყენებისა და მანიკიურ-პედიკიურისაგან.