რატომ ჩნდება ჭორფლი და როგორ მოვიშოროთ ის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ჩნდება ჭორფლი და როგორ მოვიშოროთ ის

მოგვიანებით მისი გაჩენა და შეფერილობის გაძლიერება ხდება რუჯის დროს, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ჭორფლი აღენიშნება ნაზი, თხელი კანის მქონე ადამიანებს, უპირატესად ქერა, განსაკუთრებით წითურთმიანებს.

ჭორფლი, ჩვეულებრივ, ჩნდება გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. როგორც წესი, ის სახის კანის გამოწეულ ადგილებშია გამოხატული, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან მზის სხივების ზემოქმედებას: ცხვირზე, შუბლზე, ქუთუთოებზე, ყვრიმალებზე, იშვიათად საფეთქლებზე. ყველაზე ინტენსიური შეფერილობა ჭორფლს აქვს 20-25 წლის ასაკში.

ჭორფლის ფერი და ინტენსივობა ძირითადად დამოკიდებულია თმისა და კანის შეფერილობაზე, ასევე სახის კანზე მზის სხივების ზემოქმედების ძალასა და ხანგრძლივობაზე.

ჭორფლის არსებობისას აუცილებელია, მარტიდან სექტემბრამდე, კანის სპეციალური, მუდმივი მოვლა. გაზაფხულის მზის პირველი სხივები იწვევს ჭორფლის ყველაზე მეტად გამოვლენას. ამიტომ პროფილაქტიკური მკურნალობა უნდა დაიწყოს უკვე ადრეული გაზაფხულიდან, უფრო ინტენსიური შეფერილობის გამოჩენადმე ან მანამდე, სანამ ისინი სახეზე შესამჩნევი გახდება. არ ღირს დასაწყისში ძლიერმოქმედი საშუალებების გამოყენება, რადგანაც შემდგომში სუსტი პრეპარატები ვეღარ იქონიებენ სასურველ გავლენას. თუ ახალგაზრდობიდანვე მისდევთ რაციონალურ რეჟიმს, შესაძლებელი იქნება ძლიერმოქმედი საშუალებების გამოყენების გარეშე ჭორფლის პროგრესირების შეჩერება და გაფერმკრთალება.

უნდა აღინიშინოს, რომ ამ მოვლენასთან გამკლავება მხოლოდ დროებით არის შესაძლებელი, ამიტომ ძირითადი ყურადღება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს უნდა დაეთმოს.

ჭორფლის პრევენციის საუკეთესო საშუალება მზის სხივებისა და მით უფრო, რუჯისგან თავის დაცვაა.

ჭორფლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩ ვიტამინით მდიდარი საკვები, რადგანაც ასკორბინის მჟავა ამცირებს კანის მგრძნობელობას მზის სხივების მიმართ. ასეთია: მჟავე კომბოსტო, ასკილის ჩაი, ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი, მწვანე ხახვი, შავი და წითელი მოცხარის წვენი და ა.შ.

პროფილაქტიკური მოვლა იწყება სახისა და კისრის კანის გასუფთავებით

ცხიმიანი, მშრალი და ნორმალური კანისას აუცილებელია სახის მუდმივად რძით დაბანა. ჯერ კიდევ სუსტად გამოხატული ჭორფლის დროს რძის მჟავა კარგ მათეთრებელ ეფექტს იძლევა, მოქმედებს ნაზად და საიმედოდ. მისი ჩანაცვლება შესაძლებელია 2-3%-იანი ლიმონის მჟავათი (ნახევარ ჭიქა დისტილირებულ წყალზე 2-3 გ ლიმონის მჟავა).

სახის კანის გაწმენდის შემდეგ ჭორფლიან უბნებზე შესაძლებელია რძის ხაჭოსთან შერეული ნიღბის გამოყენება 10-15 წუთის განმავლობაში. ამ ნიღბის დადებამდე ცხიმიან კანზე უნდა წაისვათ ლიმონის წვენი ან განზავებული 3%-იანი ლიმონის მჟავა. შემდეგ ნიღაბი მოიშოროთ კეფირში ან მაწონში დასველებული ბამბის ტამპონით და ჯერ კიდევ სველ კანზე წაისვათ მკვებავი კრემი. ასეთი ნიღბები ნაჩვენებია 15-20 დღის განმავლობაში ყოველდღე. ყოველთვის უნდა დაიწყოთ სუსტი კონცენტრაციით, თანდათანობით გაზარდოთ ის, რადგანაც ძლიერმა კონცენტრაციამ შეიძლება მგრძნობიარე კანი გააღიზიანოს.

ნებისმიერი ტიპის კანზე, დილას და საღამოს (მშრალი უფრო იშვიათად), კრემის წასმის წინ, კარგია, თუ წაისვამთ ლიმონის წვენს, რომელიც უხსოვარი დროიდან ითვლება საუკეთესო მათეთრებელ საშუალებად. სრულიად საკმარისია, ლიმონის წვენის ჭორფლით დაფარული კანის მიდამოში მსუბუქად შეზელა.

გარდა ლიმონის წვენისა, შეიძლება გამოიყენოთ შემდეგი საშუალებებიდან ერთ-ერთი: გრეიპფრუტის წვენი (ყველაზე სასარგებლოდ ითვლება კანისათვის), მწვანე ხახვის წვენი, მჟავე კომბოსტოს წვენი, თანაბარი რაოდენობით ძმრის, ლიმონის წვენისა და წყლის ნარევი. შემდეგ, ჯერ კიდევ სველ სახეზე, თხელ ფენად წაისვით მკვებავი კრემი. ეს პროცედურები უნდა გაიმეოროთ ყოველდღიურად, დადებითი ეფექტის მიღწევამდე.

დილით, თუ დიდი დროის გატარება გიწევთ ჰაერზე, განსაკუთრებით მზიან დღეებში, არ არის საჭირო სახის წყლით დაბანა. სრულიად საკმარისი იქნება მისი გაწმენდა შემჟავებულ ან მაწვნიან წყალში დასველებული ბამბით.

მზიანი დღეების დადგომისთანავე საჭიროა მზისგან დამცავი კრემების გამოყენება. ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ ჟელეც: ლიმონის მჟავა 3,0 გ, გლიცერინი 10,0 გ, წყალი 80 გ. ჟელე წაისვით სახეზე 1-2-ჯერ დღეში და დააცადეთ გაშრობა.

დამცავი კრემის თხელი ფენა და სპეციალური პუდრი დაიცავს კანს მზის სხივებისაგან 3-4 საათის განმავლობაში, თუ დიდხანს გიწევთ მზეზე ყოფნა, საჭიროა პროცედურის გამეორება.

სახის კანის დაცვა ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოერიდებით ულტრაიისფერი სხივების პირდაპირ ზემოქმედებას და შეძლებისდაგვარად მეტ დროს იქნებით ჩრდილში. ბევრი ქალი ფიქრობს, რომ მზისგან დამცავი ფაქტორის მქონე კრემით სარგებლობისას მზის სხივები მასზე გავლენას აღარ მოახდენს. მაგრამ ეს ასე არ არის. ულტრაიისფერი სხივები ჩრდილშიც მოქმედებს, მაგრამ ისეთი აქტივობით არა.

მზის აქტიურობის გაძლიერებასთან ერთად, ჭორფლი შეიძლება გახშირდეს და პიგმენტური შეფერილობაც უფრო ნაჯერი გახდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა მათეთრებელი ნიღბების გამოყენება. საღამოს სახის კანი გაისუფთავეთ ლოსიონით, ცხიმიანი კანი კი რძით, შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. დილას სახის გასუფთავება საჭიროა გადადუღებულ წყალში, რძეში ან მაგარ ჩაიში დასველებული ბამბის ტამპონით.

ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომია დილით და საღამოს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის წასმა, თუ კანი ცხიმიანია. ეს პროცედურა, 12-15 დღის განმავლობაში უნდა ჩაიტაროთ და გაიმეოროთ 5-6 დღის შემდეგ.

კოსმეტოლოგიაში ჭორფლის მოსაშორებლად ფართოდ გამოიყენება ეპიდერმისის ე.წ. ღრმა აშრევება. ამისთვის საუკეთესო დროა ზაფხულის ბოლო. გაზაფხულსა და ზაფხულზე სახის ნაზი კანი ლაქების მოშორებისას განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება მზის სხივებისადმი და ამ პროცედურის ეფექტი შეიძლება გაქრეს.

პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო მათეთრებელ საშუალებად გამოიყენება კარტოფილი. მისი მოქმედების გასაძლიერებლად გახეხილ კარტოფილს შეიძლება დაუმატოთ კეფირი ან კიტრის ფაფა.

კოსმეტიკური პროცედურებისთვის გამოიყენეთ კიტრის ან პომიდვრის წვენი. მათ მათეთრებელი ეფექტი აქვთ.

შინაური რეცეპტები:

ეს ნიღბები გამოიყენება გარუჯულ სახეზე, ჭორფლისა და პიგმენტური ლაქების დროს. დადებითი შედეგის მისაღწევად საჭიროა მისი კურსებად ჩატარება: 8-10 ნიღაბი 2-3 დღეში ერთხელ, მშრალი კანისთვის ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია კვირაში 2-ჯერ. ნიღბები ახალისებს კანს და გარკვეულწილად კვებავს მას.

საფუარის ნიღაბი – შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და კარგად მოქმედებს ნებისმიერი ტიპის კანზე. 15-20 გ საფუვარი კარგად გახსენით 1-1,5 ჩ/კ ლიმონის, წითელი მოცხარის ან გრეიპფრუტის წვენში. ამის შემდეგ ჭურჭელი, რომელშიც გაქვთ აღნიშნული ნარევი, 2-3 წუთით მოათავსეთ ცხელ წყალში. წაისვით სახეზე და ჩამოიშორეთ 15-20 წუთის შემდეგ ჩაის ხსნარით. სახე კარგად გაიმშრალეთ და წაისვით კრემი.

ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო. ცხიმიან და ფორებიან კანზე ნიღაბი წაისვით ხაჭოს გარეშე. 15 წუთის შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი და დაიდეთ მატონიზებელი ლოსიონის გრილი კომპრესი.

1 ს/კ გახეხილ კიტრს დაუმატეთ 1/4 ჩ/კ ბორის მჟავა. ჭურჭელი, რომელშიც ნარევია მოთავსებული, 2-3 წუთით ჩადეთ მდუღარეში. თბილი წვენი წაისვით სახეზე, ფაფისებრი მასა კი მოათავსეთ დოლბანდზე და დაიფარეთ სახეზე 10-15 წუთით. ნიღბის ჩამობანის შემდეგ წაისვით დამარბილებელი საცხი.