როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მივიღოთ რუჯი დამწვრობის გარეშე და როგორ მოვუაროთ გარუჯულ კანს?

რეალურად, რუჯის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, თუმცა არსებობს რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, კანის დამწვრობას ავირიდებთ თავიდან.

თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ რუჯი კანისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის, რადგან ის არ იწყებს ფერის შეცვლას იქამდე, სანამ ულტრაიისფერი სხივები ჩვენს კანში ღრმად არ შემოაღწევენ და დნმ-ზე ზემოქმედებას არ მოახდენენ. სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის რეზიდენტი, დერმატოლოგი როქსანა დანეშუ განმარტავს, რომ ამ

პროცესს კანის კიბოს რისკის ზრდა შეუძლია.

"უსაფრთხო გარუჯვა ცნების სახით არ არსებობს, რაც კანის ფერის შეცვლა რისკებთან არის დაკავშირებული. კანის უჯრედები იქამდე ზიანდებიან მზის სხივებისგან, სანამ არ დაიხოცებიან", - აღნიშნავს დერმატოლოგი.

თუ მაინც გადაწყვეტთ გარუჯვას, მისი თანმდევი რისკების მაქსიმალურად შესამცირებლად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ:

მოვერიდოთ სოლარიუმს და მივიღოთ ბუნებრივი ულტრაიისფერი სხივები

ლონდონში მდებარე The Cranley Clinic-ის ექიმი ნიკ ლოუი გვეუბნება, რომ სოლარიუმის მოხმარებისას დიდი ოდენობით UVA (ულტრაიისფერი A-სხივები) გამოიყოფა და ამავდროულად, საერთოდ ვერ ვიღებთ UVB-ს, რომელიც D ვიტამინის სტიმულაციას უზრუნველყოფს. მედიკოსის თქმით, ეს პროცესი კანის კიბოს რისკს 75%-ით ზრდის.

სწორად შევარჩიოთ მზისგან დამცავი საშუალება

მზისგან დამცავის შეფუთვაზე არა მხოლოდ SPF-ს (შუნ პროტეცტიონ ფაცტორ - კანის დამცავი ფაქტორი), არამედ UVA-ს (ულტრაიისფერი A-სხივები) შესახებ განმარტებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლის აღწერაშიც სასურველია, ეწეროს "მაღალი".

უმჯობესია, არ გამოვიყენოთ SPF 30-ზე ან SPF 50-ზე დაბალი მახასიათებლის მქონე მზისგან დამცავი საშუალება, რადგან ისინი მავნე ულტრაიისფერი სხივების უმეტესობას ფილტრავენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუჯის მიღებას ვერ შევძლებთ. ასე თავიდან ავიცილებთ დამწვრობას. რაც უფრო ღია ფერისაა კანი, უფრო მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავი ესაჭიროება მას. ამასთან, სასურველია, მზისგან დამცავი საშუალება კანზე ყოველ 2 საათში ერთხელ დავიტანოთ.

იმ შემთხვევაშიც, თუ რუჯს საერთოდ არ ვიღებთ, დერმატოლოგების რეკომენდაციით, მზისგან დამცავი საშუალების მოხმარება ყოველდღიურად სასურველია.

დავუჯეროთ ექიმებს, როცა მზეზე გასვლის სწორი დროის შესახებ მიგვითითებენ

შუადღის 14:00 საათზე მზისგულზე ყოფნა არასდროს არის უსაფრთხო, ყველაზე მაღალი SPF-ის მქონე მზისგან დამცავიც რომ გვესვას. ქართველი ექიმები გვირჩევენ, რომ პირველ ჯერზე მზეზე გასვლისას 20 წუთიც საკმარისია. ამასთან, რუჯი დილის 10:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათიდან უნდა მივიღოთ.

მოვერიდოთ სხვადასხვა კარაქს და მსგავს გასარუჯ საშუალებას

წესი N1: არასდროს უნდა გამოვიყენოთ გასარუჯი საშუალება, რომელიც არ შეიცავს შPF-ს. მოგეხსენებათ, ქოქოსის, შიის, კაკაოს და მსგავსი კარაქები, რომელთა მეშვეობით რუჯის მიღება დღეს ძალიან პოპულარულია, როგორც წესი, არ შეიცავს SPF-ს და მათი კანზე დატანა რუჯის მიღებისას საფრთხესაც კი წარმოადგენს. მაგალითად, ზოგიერთი ქოქოსის კარაქი მხოლოდ 20%-ით გვიცავს მზის მავნე სხივებისგან.

პირველ რიგში, რუჯი კანის დაბერების საფრთხეს შეიცავს და განსაკუთრებით, როცა მსგავსი საშუალებების გამოყენებით ვაჩქარებთ ამ პროცესს, მაღალი ალბათობით, კანი დაიწვება, დაზიანდება და ამას შეიძლება მოჰყვეს სხვა თანმდევი პროცესები. შესაბამისად, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ ჩავიგდებთ.

კანის გამოშრობის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო საშუალებებს და არა სახალხო მეთოდებს ან კოსმეტიკას

მიუხედავად რისკებისა, გვიჭირს ზღვაზე დასვენებასა და რუჯზე უარის თქმა. თუ მზისგან დამცავ საშუალებას ვიყენებთ, ბევრ წყალს ვსვამთ და სწორ დროს ვირუჯებით, დამწვრობის ნაცვლად, ოქროსფერ შეფერილობას მივიღებთ, თუმცა შეიძლება კანი გამოშრეს და აიქერცლოს.

სასურველია, ეს პროცესი უყურადღებოდ არ დავტოვოთ. უნდა მოვერიდოთ კანის მექანიკურად აძრობას. გამომშრალი და ფერშეცვლილი კანის უჯრედები უკვე დაზიანებულია და სასურველია მასზე არა რაიმე ტიპის ზეთის ან კარაქის, არამედ სამედიცინო საშუალების დატანა. შეგვიძლია გამოვიყენოთ დექსპანთენოლის შემცველობის მქონე საშუალება (მაგალითად, საერთაშორისოდ აღიარებული მალამო "რეკრეოლი").

mkurnali.ge

დექსპანთენოლი ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ის ქსოვილებში პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება, რომელიც კოფერმენტ A-ს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეპითელიუმის ნორმალურად ფუნქციონირებაში, ფიბრობლასტების ზრდასა და კანის აღდგენის დაჩქარებაში. სხვადასხვა კარაქის დაზიანებულ კანზე მოხმარებას დერმატოლოგები რეკომენდაციას ნაკლებად უწევენ.