პრობლემები, რომელიც დაზიანებულმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს და როგორ დავიცვათ თავი მათგან - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

პრობლემები, რომელიც დაზიანებულმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს და როგორ დავიცვათ თავი მათგან

პრობლემები, რომელიც დაზიანებულმა კანმა შეიძლება გამოიწვიოს და როგორ დავიცვათ თავი მათგან
ხელის მშრალი კანი როგორც წესი სერიოზული პრობლემა არ არის.

მას უმეტესად იწვევს ზედმეტად ცხელი ან ცივი ამინდი, დაბალი ტენიანობა ჰაერში, ზედმეტად ცხელი წყალი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელის კანის მოვლა რთული ნამდვილად არ არის, თუ ამ პრობლემას არ გაირთულებთ. უნდა მოერიდოთ საპნებს, რომელიც ძალიან აშრობს კანს და სისტემატიურად იხმაროთ მაღალი ხარისხის ხელის დამატენიანებელი კრემები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კანის სიმშრალე შემაწუხებელი ხდება. ამ დროს შეიძლება დერმატოლოგის კონსულტაციაც კი გახდეს საჭირო. უყურადღებოდ არ დატოვოთ მშრალი კანის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გაუხეშება, დაჭიმულობა, აქერცვლა, სიწითლე,

მცირე ნახეთქები.

კანის სიმშრალე და მისით გამოწვეული პრობლემები შეიძლება ნებისმიერის პრობლემა გახდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე რისკფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავოს. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად კანის სიმშრალის შანსი იზრდება. მშრალ და ცივ კლიმატურ პირობებში ცხოვრება, რიგი საქმიანობები, აუზზე ქლორიან წყალში ინტენსირი ცურვა შეიძლება ამ

პრობლემის მაპროვოცირებელი გახდეს. უკანასკნელ პერიოდში კი რიკსფაქტორებს დაემატა ხელის სადეზინფექციო საშუალებების ინტენსიური გამოყენება. აღნიშნული საშუალებები დიდი რაოდენობით სპირტს შეიცავს და სწორედ ამიტომ იწვევს კანის გამოშრობას.

როგორც ითქვა, მშრალი კანი სერიოზული პრობლემა არაა, თუმცა მოუვლელობის შემთხვევში მშრალი და დახეთქილი კანი შეიძლება გადაიზარდის ეგეზემაში ან გახდეს ინფექციის წყარო.

nationaleczema.org–ის ცნობით, ეგზემის პირველი კლასიკური გამოვლინება ბუშტუკებია. ეგზემის სალოკალიზაციო არე ხელის მტევნის ზედაპირია. ახასიათებს ანთება, სიწითლე, შე-სიება, ქავილი, წვა და ბუშტუკები. ახლავს ხშირი და ძლიერი ქავილის შეგრძნება. თუმცა შე-იძლება მარტო ბუშტუკი იყოს, ან ნაკაწრი, მხოლოდ ქერქი, სიწითლე, ან ყველაფერი ერთად და რამდენიმე მხოლოდ.
სიმშრალით გამოწვეული კანის მცირე ნახეთქები შეიძლება ბაქტერიისა და ინფექციის საუკეთესო გამტარი გახდეს. ეს პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც კანის ნორმალური დამცავი მექანიზმი დარღვეულია. ხელი კი სწორედ ის ორგანოა, რომლითაც ვეხებით ყველაფერს და ამ დროს დაცვა ძალიან რთული ხდება. ამიტომ შეიძლება ფიქრობთ, რომ ხელზე კანი გამოგიშრათ და მერე რა, თუმცა სწორედ ამ დროს უშვებთ მთავარ შეცდომას.

რჩევები, ხელები რომ არ გამოგიშრეთ:
• დაიტენიანეთ ხელები. ეს არის უმთავრესი წესი ხელების დასაცავად. დასატენიანებლად უნდა გამოიყენოთ ძლიერი საშუალება, რომელიც კანს წყლის დაკარგვისგან დაიცავს. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია გამოიყენოთ ხელის დამატენიანებელი კრემი "რეკრეოლი", რომელიც კანს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს. ის ეფექტურია, რადგან: სწრაფად შეიწოვება, სასიამოვნო გამაგრილებელი ეფექტი აქვს, არ შეიცავს არომატიზატორებს, საღებავებს ან ანტისეპტიკებს. "რეკრეოლი" შეიცავს აქტიურ ნივთიერებას – დექსპანთენოლს, რომელიც მიეკუთვნება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. დექსპანთენოლი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც პროვიტამინი B5, აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს. ქსოვილებში ის გარდაიქმნება პანტოთენის მჟავად. პანტოთენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას. სწორედ ამიტომ დაცული იქნებით ეგეზემისა და ინფექციის შეჭრისგან, ისევე როგორც სხვა გართულებებისგან.
• შეზღუდეთ წყლის გამოყენება. შხაპისა და აბაზანის დრო შეამცირეთ 10 წუთამდე, დაიბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით.
• არ გამოიყენოთ საპნები, რომელიც კანს აშრობს. არჩევანი გააკეთეთ კანის ქლინსერებზე, რომლებიც დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა.
• ჭურჭლისა თუ სარეცხის რეცხვის, ნებისმიერი ქიმიური საშუალების გამოყენების დროს გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები. პროცედურის დასრულების შემდეგ კი კარგად დაიტენიანეთ ხელები.

mkurnali.ge




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
რატომ არის გარუჯული კანი პოპულარული? - ის ლამაზად გამოკვეთს სხეულის კონტურებს
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
მუწუკები და ფერიმჭამელები სახისთვის ნამდვილი უბედურებაა. სხვათა შორის, ეს პრობლემა ბოლო დროს არა მარტო მოზარდებს, უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც აწუხებთ.
ჭორფლი – მცირე ზომის პიგმენტური ლაქები ხშირად მემკვიდრეობით გადმოცემული საჩუქარია. ჩვეულებრივ, ის ადრეულად, 4-6 წლის ასაკში ვლინდება.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად