კიდევ ერთხელ ეგზემისა და ფსორიაზის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ეგზემისა და ფსორიაზის შესახებ

ყოველ მათგანს მკურნალობის საკუთარი გზა აქვს არჩეული: ზოგი კლასიკური მედიცინის მიღწევებს სჯერდება, ზოგი კი ხალხურ მეთოდებს ამჯობინებს. სამწუხარო ის არის, რომ ეგზემაც და ფსორიაზიც დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწორედ ამ დაავადებებზე სასაუბროდ ვეწვიეთ თბილისის კანისა და ვენერულ სნეულებათა დისპანსერს და კომე-ნტარი ექიმ დერმატოლოგს, ქალბატონ ჟანა სოსელიას ვთხოვეთ:

- როგორც პრაქტიკოსი ექიმი, რას მიიჩნევდით აღნიშვნის ღირსად, რა ცვლილებები შეინიშნება დღეს ეგზემისა და ფსორიაზის გამოვლინებებში?

- დღეისთვის მეტისმეტად არის გამწვავებული ეგზემის კლინიკა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს, mkurnali.geუარყოფითად მოქმედ შინაგან თუ გარეგან ფაქტორთა მომრავლებაა. ვგულისხმობ გარემოს დაბინძურებას, რადიაციულ გამოსხივებას, შხამქიმიკატების ინტენსიურ გამოყენებას, საზოგადოდ, ეკოლოგიურ პრობლემებს და აქედან გამომდინარე, მავნე კვებით ფაქტორს. შინაგანი ფაქტორებიდან გამოვყოფდი ნერვული სისტემის მდგომარეობას, ანტიბიოტიკების არარაციონალურ და ინტენსიურ გამოყენებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, რომლებსაც დროულად არ აქცევენ ყურადღებას და სათანადოდ არ მკურნალობენ.

მოგეხსენებათ, ფსორიაზისგან განსხვავებით, ეგზემაში უფრო მეტად ალერგიული კომპონენტი დომინირებს. ის უფრო ხშირად იმ პაციენტებს შორის ვლინდება, რომლებსაც ესა თუ ის ქრონიკული ინფექცია აქვთ. ალბათ, ყოველივე ეს უნდა მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ ეგზემა დღეს განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება.

- ფსორიაზზე რას გვეტყოდით, მანაც იცვალა სახე?

- მრავალი სხვა დაავადების მსგავსად, ფსორიაზიც გაახალგაზრდავდა. საგრძნობლად გახშირდა ეს სნეულება ბავშვთა ასაკში. ორი-სამი წლის პატარებს აქვთ ფორმები, რომლებიც გენეტიკურად არ არის დეტერმინირებული ანუ მემკვიდრეობითი ფაქტორი გამორიცხულია - მათ მშობლებს, ბებია-ბაბუას, წინა თაობას დაავადება არ აღენიშნება. ეს, რა თქმა უნდა, საგანგაშოა.

- რით ახსნით ასეთ გაახალგაზრდავებას?

- ალბათ მაინც ნერვული და კვებითი ფაქტორებით. ბავშვები დღეს ხშირად იბადებიან სხვადასხვა ტრავმით. არასრულფასოვანი და არარაციონალური კვება, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება პატარაობიდანვე არყევს ადამიანის იმუნურ სისტემას. საყურადღებოა ისიც, რომ ფსორიაზის კლასიკურ ფორმასთან ერთად (რომელიც მუდამ აქტუალური იყო და დღესაც ასეთია) გახშირდა ართროპათიული ფორმა. წინათ გაცილებით ხშირად გვხვდებოდა ერითროდერმული ფორმა დამახასიათებელი ჰიპერემიით - შეწითლებითა და კანის სათანადო გამოვლინებით. დღეს ერითრო-დერმული ფორმები შედარებით გაიშვიათდა. სამაგიეროდ, გახშირდა ართროპათიული - სახსრების პათოლოგიით მიმდინარე ფორმები, რომლებშიც სულ უფრო მძაფრად ერთვება აუტოიმუნური მექანიზმი. შესაძლოა, წინათ ეს, უბრალოდ, არ დიაგნოსტირდებოდა, პაციენტთა უმრავლესობა რევმატული ან სხვა გენეზის ართრიტისა თუ ართროზის დიაგნოზით მკურნალობდა... დღეს ფსორია-ზისა და ეგზემის დიაგნოსტიკაც და მკურნალობაც კომპლექსური და მასშტაბურია. რაც შეეხება ფრჩხილის ფორმებს, ისინი ყოველთვის ფართოდ იყო გავრცელებული და ასეა დღესაც, იმ განსხვავებით, რომ ხშირად ერთვის სოკოვანი დაავადება. საჭიროა დიფერენცირება. ხშირად გვხვდება იღლიის, საზარდულის, მკერდისა და თითებს შუა ნაკეცების ფსორიაზი. კლინიკური სურათი ერთი შეხედვით სოკოვანი პათოლოგიისაა, სინამდვილეში კი საქმე ფსორიაზთან გვაქვს. ყველა შემთხვევაში აუცილე-ბელია პაციენტის გულისყურით გამოკვლევა და სიმპტომების საფუძვლიანი შესწავლა. დიდი მნიშვნე-ლობა ენიჭება ანამნეზს და დინამიკაში დაკვირვებას.


mkurnali.ge - იქნებ აქვე განგვიმარტოთ ამ დაავადებების არსი. საინტერესოა, არის თუ არა სიახლე მათ ეტიოპათოგენეზში, რას გვიჩვენებს ბოლოდროინდელი კვლევები და დაკვირვებები. ფსორიაზითა და ეგზემით დაავადებულები, როგორც წესი, დერმატოლოგებთან მკურნალობენ, თუმცა ცნობილია, რომ არც ერთი და არც მეორე ცალკე აღებული კანის პათოლოგია არ არის, სხვაგვარ მიდგომასა და მკურნალობას მოითხოვს. მრავალი მეცნიერი ორივე დაავადებას ნერვული ტროფიკის დარღვევითა და ზოგადად ნერვული სისტემის პათოლოგიური მდგომარეობით ხსნის.

- რა თქმა უნდა, არც ეგზემა და, მით უფრო, არც ფსორიაზი კონკრეტულად კანის დაავადებას არ წარმოადგენს. ისინი მთელი ორგანიზმის დაავადებებია.უბრალოდ, კანთან დაკავშირებული პრობლემები (კანის ფორმა) ორივე შემთხვევაში წინა პლანზე წამოიწევს - კანი ხომ ჩვენი ჯანმრთელობის სარკეა, რომელშიც ყველაზე უკეთ აისახება ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ძვრები. კანის ყოველი პრობლემა განგაშის ზარია, რომლითაც ორგანიზმი შველას ითხოვს. პაციენტებიც, როგორც წესი, კანთან დაკავშირებულ პრობლემებს მეტ ყურადღებას უთმობენ, შინაგან ორგანოთა პათოლოგიური მდგომარეობა კი ნაკლებად აღელვებთ, ყურადღებას არ აქცევენ სხვადასხვა სიმპტომს და დაავადებაც უფრო და უფრო მეტად ღრმავდება.

არსებობს ფსორიაზის განვითარების რამდენიმე თეორია: ნერვული, იმუნური, ენდოკრინული, მემკვიდრეობითი... თითოეულ კომპონენტს თავისი წვლილი შეაქვს ამ დაავადების პათოგენეზში, თუმცა იმუნური, უფრო ზუსტად, აუტოიმუნური მექანიზმები ყველაზე დიდ როლს ასრულებს. სწორედ ამით აიხსნება ართროპათიული ფორმების ასეთი გახშირება და ფსორიაზის გაახალგაზრდავება.

- რა სიახლეებია დღეს ამ დაავადებათა მკურნალობაში?

- არსებითი სიახლეები პრინციპში არც აღინიშნება და არც მკურნალობის სტანდარტული კურსის აღწერა იქნება მართებული. ყოველ პაციენტს ხომ, მდგომარეობის კვალობაზე, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ის, რაც ერთისთვის ეფექტურია, მეორისთვის შესაძლოა არცთუ შედეგიანი აღმოჩნდეს.

ეგზემის დროს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ალერგიული კომპონენტი დომინირებს, ამიტომაც ვცდი-ლობთ, ალერგიულ კომპონენტს მივაგნოთ და გამოვრიცხოთ, თუმცა ეს არც ისე ადვილია. კვებითი ფაქტორით, ისევე როგორც ნერვული სტრესფაქტორებით ფსორიაზის გამწვავებაც ხშირია, თუმცა პაციენტები ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ადგილობრივ საშუალებებთან (მალამოებთან) ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის  მდგომარეობის მოწესრი-გებას, იმუნიტეტის ამაღლებას. კვებისა და ძილის რეჟიმის, საზოგადოდ, ბიოლოგიური რიტმის მოწესრიგებას.

ამრიგად, ეგზემა და ფსორიაზი მხოლოდ დერმატოლოგიური პრობლემა არ არის. ყველა პაციენტს კომპლექსური გამოკვლევა და კანის პათოლოგიის პარალელურად შინაგანი ორგანოების დაავადებათა მკურნალობა, დარღვეულ ფუნქციათა აღდგენა სჭირდება.

_ რა უნდა ახსოვდეთ ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულებს?

_ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, იმ პირობების ზედმიწევნით შესრულება, რომლებსაც ექიმი წამოაყენებს. მაგალითად, ეგზემითა და ფსორიაზით დაავადებულებს ეკრძალებათ ცხარე, ცხიმიანი, შემწვარ-მოხრაკული, შებოლილი და დაკონსერვებული პროდუქტები, გაზიანი სამელები (კოკა-კოლა, ფანტა და სხვა), თამბაქო, ქიმიური კომპონენტებით გაჯერებული, ტუტეებით მდიდარი სარეცხი საშუალებების (ფხვნილები, ჟელეები, სარეცხის საპონი) გამოყენება. მათ ნაცვლად საბავშვო ან კუპრის საპონი უნდა გამოიყენონ. მკურნალობის კურსში ყოველთვის ვრთავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, ვიტამინებს,  სედაციურ საშუალებებს, იმუნოსტიმულატორებს, თუმცა დაავადების გამწვავებისას, როდესაც აუტოიმუნური მექანიზმები განსაკუთრებულად არის მოჭარბებული, იმუნური მექანიზმების დათრგუნვისა და სიმპტომთა შესუსტების მიზნით შესაძლოა იმუნოდეპრესანტების გამოყენება გახდეს საჭირო. ვცდილობთ, მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხევაში ჩავრთოთ ჰორმონოთერაპია. ფსორიაზის დროს მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად ინიშნება ფიზიოთერაპია (ულტრაიისფერი დასხივება). საზოგადოდ, ზამთრის ფორმების დროს მზის აბაზანების რეგულარული მიღებაა რეკომენდებული. პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად, წარმატებით გამოიყენება პლაზმოფერეზიც. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის საყოველთაოდ გამოსადეგი სქემა არ არსებობს, თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა და მისთვის შესატყვისი კურსის შერჩევა სჭირდება.