კანისა და თმის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანისა და თმის პრობლემები

- თუ ლაქა მრავლობითია, შესაძლოა, ეს იყოს უბრალო პიტირიაზი. ის A ვიტამინის, საზოგადოდ, ვიტამინების ბალანსის დარღვევის შედეგად ვითარდება. ეს არ გახლავთ პიგმენტაციის დარღვევა, ეს არის მშრალი კანის დერმატოზი, რომელიც თეთრ ლაქოვან წარმონაქმნებს იწვევს. სამკურნალოდ ინიშნება ვიტამინოთერაპია, მკვებავი მალამოები, რომლებიც შეჯერებულია A ვიტამინით და სტეროიდული კომპონენტით. დაავადება მკურნალობას ადვილად ემორჩილება, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი არსებობა შესაძლოა აღარც კი გვახსოვდეს. არ გამოვრიცხავ, დიაგნოზი იყოს ვიტილიგო. ამ დროს თეთრი ლაქა ძალიან მკვეთრია. ვიტილიგოს დროს მკურნალობის მიზანია, დავწიოთ ახალი ელემენტების წარმოქმნის ტემპი და ხელი შევუშალოთ ლაქების გამრავლებას.

- უბრალო პიტირიაზისა და ვიტილიგოს შემთხვევაში ლაქები მარტო სახეზე ჩნდება?

- პიტირიაზს უყვარს სახის მიდამო, თუმცა ლაქები შესაძლოა წინამხრებზეც გაჩნდეს. უმეტესად ახალგაზრდა ვაჟებს უჩნდებათ, გოგონებში შედარებით იშვიათია. ვიტილიგოს შემთხვევაში ლაქები შესაძლოა მთელ სხეულს მოედოს. თუ პათოლოგიური პროცესი თმიან ნაწილზეც გავრცელდა, თმა თეთრდება, თუმცა არ ცვივა.

- როგორც წერილიდან ჩანს, პაციენტს ტრიდერმის მალამო ურჩიეს. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- ტრიდერმი სტეროიდული მალამოა, რომელიც, ცხადია, პანაცეა არ არის. საზოგადოდ, მალამო დერმატოლოგიაში მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. მეტს, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით - მკურნალობამ ეფექტი რომ გამოიღოს, დიაგნოზი უნდა დაისვას. პიტირიაზის დროს სულ სხვანაირი მკურნალობაა საჭირო, ვიტილიგოს დროს კი სულ სხვანაირი.

- რა იწვევს ამ დაავადებებს?

- პიტირიაზის მიზეზი, როგორც გითხარით, ვიტამინების, უმთავრესად კი A ვიტამინის ბალანსის დარღვევაა. ამ შემთხვევაში პიგმენტი განლეული არ არის, ლაქები ზერელეა, ვიტილიგოს დროს კი ორგანიზმში მიმდინარეობს სერიოზული ძვრები. ზოგიერთი ავტორი მას შინაგანი დაავადებების კანის მარკერადაც კი იხსენიებს. ამიტომ უნდა ჩატარდეს ორგანიზმის დეტალური გამოკვლევა - ვიტილიგოთი დაავადებულ პაციენტებში ხშირია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა, კუჭის მჟავაწარმომქმნელი და მოტორული ფუნქციების დარღვევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ვიტილიგოს მიზეზები და განვითარების მექანიზმი ერთმნიშვნელოვნად ცნობილი არ არის, შესაბამისად, გადაუჭრელი რჩება ამ დაავადების ეფექტური და სრულფასოვანი მკურნალობის საკითხი. ოპტიმალურად მიიჩნევა მთელი ორგანიზმის კომპლექსური მკურნალობა. პიტირიაზი მკურნალობას უფრო ადვილად ემორჩილება. თავისთავად, არც მარტივი პიტირიაზის, არც ვიტილიგოს დიაგნოზის დასმა არ არის ძნელი, მხოლოდ ვიტილიგოს მიზეზის დადგენა ჭირს და უფრო ღრმა და საფუძვლიან გამოკვლევას მოითხოვს.

- როგორია ამ დაავადებების პროგნოზი?

- როგორც გითხარით, პიტირიაზი ადვილად იკურნება, ხოლო ვიტილიგოს შემთხვევაში მკურნალობის მიზანია ხელი შეეშალოს ახალი ელემენტების წარმოქმნას. რაც შეეხება ძველ ელემენტებს, მათი გაქრობა, კანის დაზიანებული უბნის პიგმენტაციის აღდგენა ძალიან ძნელია.

- ზემოთ ბრძანეთ, რომ პიტირიაზი უფრო ხშირად ემართებათ ახალგაზრდა ვაჟებს. ვიტილიგოს შემთხვევაში თუ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს, მემკვიდრეობით ფაქტორს?

- ასაკსა და სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ვიტილიგო შესაძლოა დაემართოს ნებისმიერი ასაკის როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. რაც შეეხება მემკვიდრეობით ფაქტორს, ის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

- ერთ-ერთი მკითხველი გვწერს, რომ ათი წელია, მზის სხივების ზემოქმედების შედეგად სახეზე გაუჩნდა ლაქა; არც გამრავლდა, არც გადიდდა, მაგრამ აიქერცლა და გაღიზიანდა.

- შესაძლოა, მზის სხივების ზემოქმედებამ გამოიწვია დერმის რომელიმე შრის მსუბუქი დაზიანება და იმ ადგილას პიგმენტი განილია. თუ ლაქა არ გამრავლდა, ვიტილიგო ნაკლებად სავარაუდოა.

- რა შეგვიძლია ვურჩიოთ მკითხველს?

- სამწუხაროდ, ასე შორიდან დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვურჩიოთ, მიმართოს დერმატოლოგს. ადვილი შესაძლებელია, წერილის ავტორი თავად უკავშირებდეს ლაქის გაჩენას მზის სხივების ზემოქმედებას, ამიტომ კვალიფიციური კონსულტაცია აუცილებელია. ექიმი გამოკვლევის სქემას დაუნიშნავს, მოხდება დიაგნოზის დიფერენცირება და დაინიშნება ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიტამინოთერაპია ვურჩიოთ.


 

- მკითხველი გვეკითხება, რომელი მალამოა საჭირო სოკოვანი დაავადების დროს სასქესო ორგანოთა თმით დაფარული მიდამოს სამკურნალოდ.

- სასქესო ორგანოთა თმით დაფარულ მიდამოში სოკო იშვიათია. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე სულ ერთი შემთხვევა მახსენდება ასეთი. თქვენმა მკითხველმა ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოს დერმატოლოგს და ჩაიტაროს ლაბორატორიული გამოკვლევა. საზოგადოდ, თმით დაფარულ უბნებზე დერმატოზი იწვევს ქავილს, რასაც თერაპევტები და ზოგადი პროფილის ექიმები, არადერმატოლოგები, შეცდომით სოკოს აბრალებენ.

- კიდევ რა იწვევს ქავილს სხეულის თმით დაფარულ ნაწილებზე?

- მიზეზი შესაძლოა იყოს ნეიროდერმიტი, კონტაქტური დერმატიტი ან სინთეტიკურ თეთრეულზე ორგანიზმის რეაქცია. ეს არ არის რთული პრობლემა, მისი მოგვარება ადვილია.

- შესაძლებელია თუ არა, ქავილის მიზეზი პარაზიტული დაავადება იყოს?

- საზოგადოდ, პარაზიტული დაავადებისთვის ბოქვენის თმიანი მიდამოს ქავილი არ არის მახასიათებელი კლინიკური ნიშანი. რაც შეეხება სოკოს, ის უფრო საზარდულის ნაოჭებში იბუდებს, ხოლო ბოქვენის თმიან ნაწილზე, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან იშვიათია. წერილის ავტორის ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროა, დაისვას სწორი დიაგნოზი, რის შემდეგაც მკურნალობა სირთულეს აღარ წარმოადგენს.

თმის ბუდობრივი ცვენა

- რა იწვევს თმის ბუდობრივ ცვენას? აქვს თუ არა მნიშვნელობა გენეტიკურ ფაქტორს?

- გენეტიკური საფუძველი მეტ-ნაკლებად ყველა დერმატოლოგიურ პათოლოგიას აქვს. თმის ბუდობრივი ცვენის მიზეზებზე მრავალი სამეცნიერო ნაშრომია დაწერილი, გამოთქმულია არაერთი ვერსია, თუმცა ჯერჯერობით დაბეჯითებით მაინც ვერავინ ამბობს, რა იწვევს მას.Eეს არის ნევროგენული ეტიოლოგიის დაავადება, ვითარდება ვეგეტატიური მოშლილობის, სტრესის შედეგად, ძირითადად 20 წლამდე ასაკში. ერთნაირი სიხშირით ემართებათ მამაკაცებს და ქალებს.

- რა სიმპტომები აქვს ამ დაავადებას?

- თმა ცვივა, მისი ბოლქვები განლეულია, კანის ზედაპირი კი სადაფივით პრიალებს. კანი ფერს არ იცვლის. როდესაც კანის ფერი შეცვლილია, კანი ინფილტრაციული ან ჰიპერემიულია, უკვე სხვა დიაგნოზია საფიქრებელი, უფრო - სოკოვანი დაავადება.

- როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?

- აუცილებლად მივმართოთ დერმატოლოგს და ჩავიტაროთ კომპლექსური გამოკვლევა, რადგან ეს არ არის გარეგანი დაავადება - ეს შინაგანი დარღვევების გარეგნული გამოხატულებაა, რომელიც მოითხოვს მრავალეტაპობრივ, კომბინირებულ მკურნალობას. თმის ბუდობრივი ცვენის მკურნალობა უმეტესად სიმპტომურია, თუმცა არსებობს განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, დავსახოთ მკურნალობის სქემა. ბუდობრივი ალოპეციის გამოვლინება რომ შევამციროთ, აუცილებელია მკურნალობა რამდენიმე მიმართულებით:

  • მიღება კომპლექსური პრეპარატებისა, რომლებიც შეიცავს ყველა იმ კომპონენტს, რაც კი საჭიროა თმის სრულფასოვანი, მაქსიმალურად ეფექტური ზრდისათვის;
  • მიღება სპეციალური პრეპარატებისა, რომლებიც ადგილობრივად იმოქმედებს თმის ძირებზე. ამის მიზანია მიკროცირკულაციის გაუმჯობესება და თმის ძირების სისტემის გაძლიერება;
  • მასაჟი თავის კანის სისხლის მიკროცირკულაციისა და თმის ფოლიკულების კვების გასაუმჯობესებლად.