5 მითი შილაკის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მითი შილაკის შესახებ

და ბევრი შილაკს სხვა ფირმის გელ-ლაქსაც უწოდებს. დღეს გელ-ლაქის მანიკურის საშუალებებს ათეულობით ფირმა უშვებს, რომლებიც ერთმანეთისგან ხარისხითა და ფასით განსხვავდება. არსებობენ ადამიანები, ვინც გელ-ლაქს საშიშად მიიჩნევენ და ისეთებიც, ვინც მის უსაფრთხოებაშია დარწმუნებული.

მითი 1 - გელ-ლაქი შეიცავს საშიშ ნივთიერებებს

სინამდვილეში თავისი შემადგენლობით გელ-ლაქი ფრჩხილის ჩვეულებრივ ლაქზე უსაფრთხოა. ის არ შეიცავს ფორმალდეჰიდს, ტოლუოლს და სხვა ტოქსიკურ ინგრედიენტებს. გელ-ლაქს პრაქტიკულად არ აქვს სუნი, ვერ აღწევს ფრჩხილის ფირფიტის სტრუქტურაში და მისი გამოყენება ორსულობის დროსაც კი შეიძლება.

მითი 2 - გელ-ლაქი აფუჭებს ფრჩხილებს

წასმის და მოშორების ტექნოლოგიის დაცვისას გელ-ლაქი არა თუ აუარესებს, არამედ ამაგრებს ფრჩხილის ფირფიტას, იცავს მას მავნე მექანიკური ზემოქმედებისაგან. გელ-ლაქის წყალობით სუსტი ფრჩხილების მქონე გოგოებსაც შეუძლიათ გრძელი ფრჩხილების ტარება. ფრჩხილის ძირითადი დაზიანება ხდება გელ-ლაქის არაწესისამებრ მოშორების ან წასმისას გადაჭარბებული გაქლიბვისას.

მითი 3 - გელ-ლაქის გასაშრობად საჭიროა ულტრაიისფერი ლამფა, რომლის გამოსხივება კანისთვის მავნებელია.

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ულტრაიისფერ გამოსხივებას ორგანიზმისთვის დამღუპველი ზემოქმედება ახასიათებს. თუმცა დღეისათვის არსებობს არა მარტო ულტრაიისფერი, არამედ სრულიად უსაფრთხო LED-ლამფები. ულტრაიისფერი ლამფით სარგებლობისას ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები, რომელშიც გახსნილი იქნება მხოლოდ თითების ბოლოები ან წაისვით ხელზე მზისგან დამცავი კრემი.

მითი 4 - გელ-ლაქის გაშრობისას შეიძლება განვითარდეს წვა, რაც გელ-ლაქით მანიკურის საშიშროებაზე მეტყველებს.

გელ-ლაქის გაშრობისას წვის შეგრძნება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. მაგრამ ის არაა გამოწვეული გელ-ლაქსა და ფრჩხილის ფირფიტას შორის რამე საშიში რეაქციით. გელ-ლაქი გაცხელებას იწყებს ულტრაიისფერი ან LED გამოსხივებით მათ შემადგენლობაში სპეციალური ფოტოინიციატორების არსებობის შედეგად. მათი აქტიურობისას, ფოტოინიციატორები პროვოცირებს ლაქის საფარველში სტრუქუტრულ ცვლილებებს, რის შედეგადაც ის იღებს შესაბამის, ცნობილ სიმყარეს. წვის სიმძაფრე დამოკიდებულია შემადგენლობაში ფოტოინიციატორების რაოდენობაზე, წასმული ფენის სისქეზე, ტკივილის ინდივიდუალურ ზღვარზე და ქალის ციკლზეც კი. წვის შეგრძნების შემცირების ერთადერთი საშუალებაა რამოდნიმე წამით გამოვიღოთ ხელი ლამფიდან და შემდეგ ისევ დავაბრუნოთ უკან.

მითი 5 - გელ-ლაქის მოშორება საშიშია აცეტონის შემცველი სითხის გამოყენების გამო

აცეტონმა მართლაც შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის სიმშრალის პროვოცირება და კანის გაღიზიანება. თუმცა გელ-ლაქის მოსაშორებლად აცეტონი სუფთა სახით არ გამოიყენება. გელ-ლაქის მოსაშორებელი სითხეები შეიცავს მოვლის კომპონენტებს, რომლებიც აქვეითებს ან საერთოდ აქრობს აცეტონთან კონტაქტის უარყოფით შედეგებს. გელ-ლაქის მოშორებისას, კანის დასაცავად, ფოლგით შეხვევამდე წასივით დამატენიანებელი ზეთი.

ამგვარად, ნიუანსების ცოდნით, გელ-ლაქის წასმისა და მოშორების ტექნიკის წესების დაცვით, გელ-ლაქი სრულიად უვნებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა პერიოდული დეტოქსი ფრჩხილებს არ აწყენს.

ლალი ჩხიკვაძე