რა დაგვემართება დაუბანლობის პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა დაგვემართება დაუბანლობის პირობებში

ცნობილია მრავალი „ნატურალობის“ აპოლოგეტი. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, ინჟინერ-ქიმიკოსი დევიდ ვიტლოჯი, რომელსაც 15 წელია არ დაუბანია და შესანიშნავად გრძნობს თავს. სუნს, ისევე როგორც ირგვლივ მყოფები, მიეჩვია, შემთხვევით დაბინძურებას კი საპნის გარეშე, წყლით იბანს.

ბაქტერიების შემოსევა

კანზე ცხოვრობს ათასამდე სახეობის ბაქტერია და 80 სახეობის სოკო. ბევრი მათგანი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა საზოგადოებრივ ადგილებში, საპირფარეშოებში, ტრანსპორტში, ადამიანებთან ურთიერთობისას, კანზე პათოგენური მიკრობებიც ხვდება.

გარემოდან შემოკრებილი მიკრობები, დაბანის გარეშე შესანიშნავად გრძნობენ თავს და მრავლდებიან. სასარგებლო მიკროორგანიზმები ვეღარ უმკლავდებიან მათ. პათოგენური მიკროორგანიზმები ხვდებიან ორგანიზმში კანის მიკროტრავმების საშუალებით და შესაძლებელია ადამიანი დასნებოვნდეს.

სუნი

აღნიშნული ბაქტერიების პოპულაციები, თუ დროულად არ ჩამოვიბანთ, იკვებებიან ცილებითა და ცხიმოვანი მჟავებით. ამ საკვები ნივთიერებების გადამუშავების პროდუქტებს საკმაოდ მძიმე და ცუდი სუნი აქვს. სწორედ ამ სუნს ვგრძნობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დეზოდორანტები მათ ვერ ახშობს. უბრალოდ შესაძლებელია ძლიერი სუნი გადაიფაროს უფრო მძაფრი სურნელით, რაც შვებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

გაღიზიანება და გამონაყარი

თუ ჭუჭყსა და კანის ცხიმს არ ჩამოვიბანთ, კანის ფორები და თმის ფოლიკულები დაიხშობა და განვითარდება ანთება. აღმოცენდება გამონაყარი, აკნე, ქავილი, რაც კანის დაზიანების და ორგანიზმში ინფექციის შეჭრის საშიშროებას ქმნის, ასევე ხშირად გამწვავდება კანის ქრონიკული დაავადებები.

საზარდულის არის პრობლემები

გამოყელვა, გამონაყარი, სოკოვანი დაზიანება ჰიგიენის დაცვის გარეშე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ტერფებზე დაგროვებული პარაზიტები მაღლა სწრაფად გადაინაცვლებს.

ჭუჭყიანი დერმატოზი

დროთა განმავლობაში ცხიმი და ჭუჭყი კანზე წარმოქმნის ყავისფერი შეფერილობის ფანტელისებურ ფოლაქებს, რასაც დუნკანის ჭუჭყიანი დერმატოზი ეწოდება.

თმასთან დაკავშირებული პრობლემები

თავის თმიანი ნაწილის კანსაც უნდა სუნთქვა. თუ მასზე მუდმივად გროვდება მკვდარი უჯრედები, კანის ცხიმი, თმა კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას, ხდება ცხიმიანი და უსიამოვნო.

მეორე უკიდურესობა - ხშირი დაბანა შეიძლება მავნე აღმოჩნდეს. ნორმალურ ჯანმრთელ კანს გააჩნია საკუთარი ბალანსი, ცხიმისა და სასარგებლო მიკროორგანიზმების გარკვეული კონცენტრაცია. ყოველდღიური დაბანისას ეს ბალანსი ირღვევა.

თუ ფიზიკურად არ მუშაობთ, გაქვთ ნორმალური ოფლის გამოყოფა და დაბანის განსაკუთრებული მიზეზები არ არსებობს, კვირაში რამდენჯერმე შხაპის მიღება სრულიად ნორმალურია.

ლალი ჩხიკვაძე