რა დაგვემართება დაუბანლობის პირობებში - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

რა დაგვემართება დაუბანლობის პირობებში

რა დაგვემართება დაუბანლობის პირობებში
ხშირი დაბანა ერთ-ერთი ჩვევაა, რასაც ბავშვობიდან გვასწავლიან და ვერც კი წარმოგვიდგენია რა მოგვივა დაუბანლობის შემთხვევაში. ცნობილია მრავალი „ნატურალობის“ აპოლოგეტი. მაგალითად კემბრიჯის უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი, ინჟინერ-ქიმიკოსი დევიდ ვიტლოჯი, რომელსაც 15 წელია არ დაუბანია და შესანიშნავად გრძნობს თავს. სუნს, ისევე როგორც ირგვლივ მყოფები, მიეჩვია, შემთხვევით დაბინძურებას კი საპნის გარეშე, წყლით იბანს.

ბაქტერიების შემოსევა

კანზე ცხოვრობს ათასამდე სახეობის ბაქტერია და 80 სახეობის სოკო. ბევრი მათგანი ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა საზოგადოებრივ ადგილებში, საპირფარეშოებში, ტრანსპორტში, ადამიანებთან ურთიერთობისას, კანზე პათოგენური მიკრობებიც ხვდება.
გარემოდან შემოკრებილი მიკრობები, დაბანის გარეშე შესანიშნავად
გრძნობენ თავს და მრავლდებიან. სასარგებლო მიკროორგანიზმები ვეღარ უმკლავდებიან მათ. პათოგენური მიკროორგანიზმები ხვდებიან ორგანიზმში კანის მიკროტრავმების საშუალებით და შესაძლებელია ადამიანი დასნებოვნდეს.

სუნი

აღნიშნული ბაქტერიების პოპულაციები, თუ დროულად არ ჩამოვიბანთ, იკვებებიან ცილებითა და ცხიმოვანი მჟავებით.
ამ საკვები ნივთიერებების გადამუშავების პროდუქტებს საკმაოდ მძიმე და ცუდი სუნი აქვს. სწორედ ამ სუნს ვგრძნობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დეზოდორანტები მათ ვერ ახშობს. უბრალოდ შესაძლებელია ძლიერი სუნი გადაიფაროს უფრო მძაფრი სურნელით, რაც შვებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

გაღიზიანება და გამონაყარი

თუ ჭუჭყსა და კანის ცხიმს არ ჩამოვიბანთ, კანის ფორები და თმის ფოლიკულები დაიხშობა და განვითარდება ანთება. აღმოცენდება გამონაყარი, აკნე, ქავილი, რაც კანის დაზიანების და ორგანიზმში ინფექციის შეჭრის საშიშროებას ქმნის, ასევე ხშირად გამწვავდება კანის ქრონიკული დაავადებები.

საზარდულის არის პრობლემები

გამოყელვა, გამონაყარი, სოკოვანი დაზიანება ჰიგიენის დაცვის გარეშე საკმაოდ სწრაფად ვრცელდება. ტერფებზე დაგროვებული პარაზიტები მაღლა სწრაფად გადაინაცვლებს.

ჭუჭყიანი დერმატოზი

დროთა განმავლობაში ცხიმი და ჭუჭყი კანზე წარმოქმნის ყავისფერი შეფერილობის ფანტელისებურ ფოლაქებს, რასაც დუნკანის ჭუჭყიანი დერმატოზი ეწოდება.

თმასთან დაკავშირებული პრობლემები

თავის თმიანი ნაწილის კანსაც უნდა სუნთქვა. თუ მასზე მუდმივად გროვდება მკვდარი უჯრედები, კანის ცხიმი, თმა კარგავს ბუნებრივ ბზინვარებას, ხდება ცხიმიანი და უსიამოვნო.

მეორე უკიდურესობა - ხშირი დაბანა შეიძლება მავნე აღმოჩნდეს. ნორმალურ ჯანმრთელ კანს გააჩნია საკუთარი ბალანსი, ცხიმისა და სასარგებლო მიკროორგანიზმების გარკვეული კონცენტრაცია. ყოველდღიური დაბანისას ეს ბალანსი ირღვევა.

თუ ფიზიკურად არ მუშაობთ, გაქვთ ნორმალური ოფლის გამოყოფა და დაბანის განსაკუთრებული მიზეზები არ არსებობს, კვირაში რამდენჯერმე შხაპის მიღება სრულიად ნორმალურია.

ლალი ჩხიკვაძე
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ახალი კვლევებით დადასტურდა, რომ პესტიციდები ზრდის სიმსუქნის განვითარების რისკს. ამის მიზეზი არის ის, რომ პესტიციდები
21-03-2019
20 მარტი ჯანმრთელი პირის ღრუს მსოფლიო დღეა. როგორ უნდა დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა
20-03-2019
ნაწლავთა მიკროფლორა, კერძოდ, მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები განიხილება, როგორც ადამიანთა
22-02-2019
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
სამი მხიარული ასო – SPF სადღეისოდ ყველასათვის ნაცნობია!
ზაფხულში დასვენება ლამაზ რუჯთან არის დაკავშირებული. ხანდახან, სასურველი ფერის მისაღებად,
მედიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გარუჯვა უსაფრთხო და რა რაოდენობით რუჯი მიიჩნევა "სწორ ზომად".
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით წელიწადის ცივი დრო კანის ღია ადგილების განსაკუთრებულად მოვლას გვკარნახობს.
სახის კანის მოვლის არაერთი მეთოდი და საშუალებაა ცნობილი. ისიც ყველამ იცის, რომ ძილს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს სახის კანის
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად